Metacritic

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Metacritic
Metacritic logo.svg
საიტი Metacritic.com
კომერციულობა კი
საიტის ტიპი მიმოხილვების აგრეგატორი
რეგისტრაცია უფასო / გამოწერა
მფლობელი CBS Interactive (CBS Corporation)
გაეშვა 1999 წლის იანვარი
Alexa-ს რეიტინგი Increase2.svg 1,505 (ივლისი, 2016)[1]
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

Metacritic — ინგლისურენოვანი საიტი, რომელიც აგროვებს მუსიკალური ალბომების, თამაშების, ფილმების, ტელეგადაცემების, DVD-ების და, წინათ, წიგნების მიმოხილვებს. თითოეული პროდუქტისთვის გამოითვლება საშუალო რიცხობრივი ნიშანი ყველა გამოქვეყნებული მიმოხილვიდან. ის დააარსეს ჯეისონ დიეტზმა, მარკ დოილმა და ჯული დოილ რობერტსმა. ყოველი მიმოხილვის ნაწყვეტი მიწოდებულია წყაროს ბმულთან ერთად. სამი ფერის კოდი — მწვანე, ყვითელი და წითელი — ერთგვარად აჯამებს კრიტიკოსის რეკომენდაციას, გვიქმნის წარმოდგენას პროდუქტის საერთო მიმზიდველობის შესახებ რეცენზენტებს და, უფრო ნაკლებად, საზოგადოებას შორის.

Metacritic-ის შეფასების მეთოდის მიხედვით საშუალო რეიტინგის გამოთვლამდე ყოველი მიმოხილვა გადაიყვანება პროცენტულ დამოკიდებულებაში, რომელსაც საიტი, წყარო ირჩევს თვითონ. მიმოხილვის „წონა“ საშუალოს გამოთვლისას ხშირად დამოკიდებულია კრიტიკოსის რეპუტაციაზე, მნიშვნელობაზე და სხვა სუბიექტურ ფაქტორებზე.[2] მიუხედავად იმისა, რომ Metacritic უარს ამბობს კრიტიკოსების გავლენის გამოაშკარავებაზე, მისი გამოანგარიშება ადვილია წრფივი ალგებრის საშუალებით.

მრავალი მიმოხილვების საიტი ანიჭებს მიმოხილვას ნიშანს ხუთიდან, ათიდან, ასიდან ან კიდევ ანბანურ ნიშანს. Metacritic გარდაქმნის ასეთ ნიშნებს პროცენტულ დამოკიდებულებაში. მიმოხილვებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ზუსტი, არაორაზროვანი ნიშანი (მაგალითად, ნიუ-იორკ ტაიმზის მიმოხილვები), Metacritic ხელოვნურად აფასებს და ანიჭებს რელევანტურ რეიტინგს.

თამაშების შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვევით წარმოდგენილი არის ათი თამაში, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა მიუღია Metacritic-ისგან (2014 წლის დეკემბრამდე[3]).

# თამაში თარიღი გამომცემი პლატფორმა ქულა გაყიდვები
1 The Legend of Zelda: Ocarina of Time 1998 Nintendo Nintendo 64, GameCube 99 7.6მ
2 SoulCalibur 1999 Namco Arcade, Dreamcast, iOS, Android, Xbox Live 98 1.3მ
3 Grand Theft Auto IV 2008 Rockstar Games PlayStation 3, Xbox 360, PC 98 25მ
4 Tony Hawk's Pro Skater 2 2000 Activision PlayStation, PC, Game Boy Color, Dreamcast, Game Boy Advance, Nintendo 64, Xbox 98 6.6მ
5 Perfect Dark 2000 Nintendo Nintendo 64 97 2.5მ
6 Metroid Prime 2002 Nintendo GameCube, Wii 97 2.8მ
7 Super Mario Galaxy 2 2010 Nintendo Wii 97 7.41მ
8 Super Mario Galaxy 2007 Nintendo Wii 97 12.5მ
9 Halo: Combat Evolved 2001 Microsoft Studios Xbox, PC 97 8.6მ
10 Grand Theft Auto III 2001 Rockstar Games PlayStation 2, Xbox, PC, PlayStation 3, iOS, Android 97 13.1მ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Metacritic.com Site Info. Alexa Internet. წაკითხვის თარიღი: May 8, 2015.
  2. How We Create the Metascore Magic. Metacritic. CBS Interactive Inc.. წაკითხვის თარიღი: 2012-05-13.
  3. http://www.metacritic.com/browse/games/score/metascore/all/all?view=condensed&sort=desc Game Releases by Score (All Time)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Metacritic&oldid=3243468“-დან