Dark Side of the Rainbow

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

Dark Side of the Rainbow“ (ქართ. ცისარტყელის ბნელი მხარე),[1] აგრეთვე ცნობილი როგორც Dark Side of Oz ან The Wizard of Floyd — ეწოდება პინკ ფლოიდის ალბომის The Dark Side of the Moon და 1939 წელს გადაღებული ფილმის „ოზის ჯადოქარი“ სინქრონიზაცია.[2] ამ დროს ზოგიერთ მომენტში ჩნდება ეფექტი, თითქოს ალბომი და ფილმი ერთმანეთს უკავშირდებიან. ამ მოვლენის სახელწოდება არის ალბომის სათაურისა და ფილმის სიმღერის „Over the Rainbow“ კომბინაცია.

ჯგუფის აზრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის წევრები და ალბომზე მომუშავე სხვა ადამიანები აცხადებენ, რომ ნებისმიერი კავშირი ამ ორ ნამუშევარს შორის მხოლოდ დამთხვევაა.[3]

ალბომის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ინტერვიუში დევიდ გილმორმა თქვა:

ვიკიციტატა
„ვიღაც ტიპს, რომელსაც ძალიან ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა, მოუვიდა ეს იდეა, რომ გაეკეთებინა ოზის ჯადოქრისა და Dark Side of the Moon-ის კომბინაცია.[3]

ნიკ მეისონმა 1997 წელს MTV-ს განუცხადა:

ვიკიციტატა
„ეს სრული სისულელეა. ალბომს არაფერი აქვს საერთო ოზის ჯადოქართან. ის მთლიანად მუსიკის ჰანგებზეა დაფუძნებული.[4]

ეს განცხადება ხუმრობა იყო, მაგრამ ზოგმა ფანმა ის სერიოზულად მიიღო და დაიწყო მუსიკის ჰანგებსა და The Dark Side of the Moon-ს შორის მსგავსების ძებნა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pink Floyd - The Wizard of Oz - The Definitive List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-10-05. ციტირების თარიღი: 2010-07-25.
  2. MTV News Segment | Synchronicity Arkive
  3. 3.0 3.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-05. ციტირების თარიღი: 2006-05-05.
  4. http://www.mtv.com/news/articles/1433194/19970530/pink_floyd.jhtml