პორტალი:პინკ ფლოიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პორტალი:პინკ ფლოიდი
პორტალი:პინკ ფლოიდი


პინკ ფლოიდი (ინგლ. Pink Floyd) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელმაც მსოფლიო წარმატებას მიაღწია ფსიქოდელიურ და პროგრესულ მუსიკაში. მათი ნამუშევრები გამორჩეულია ფილოსოფიური ლირიკით, ბგერითი ექსპერიმენტებით, ალბომების ინოვაციური ყდებითა და საკონცერტო გამოსვლების თანმხლები ფერადი შოუებით, სადაც თვითონ შემსრულებლები, ძირითადად, მეორეხარისხოვანნი იყვნენ. პინკ ფლოიდი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ-ჯგუფია. მათ მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვთ 200 მილიონზე მეტი ალბომი, აქედან 74.5 მილიონი მხოლოდ აშშ-ში. 1996 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში და მსოფლიოში კვლავ დიდი წარმატებით სარგებლობს.

თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი და სიდ ბარეტი. დაარსდა 1965 წელს, ხოლო გვიან 1960-იანებში პოპულარული გახდა ლონდონის ანდერგრაუნდში გამოსვლებით. ბარეტის ლიდერობით, მათ გამოუშვეს პირველი ორი სინგლი – „Arnold Layne“, „See Emily Play“ და წარმატებული სადებიუტო ალბომი The Piper at the Gates of Dawn (1967). გიტარისტი და ვოკალისტი დევიდ გილმორი პინკ ფლოიდს სიდ ბარეტის წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე შეუერთდა. ბარეტის წასვლის მიზეზი მისი გაუარესებული გონებრივი მდგომარეობა იყო. სიმღერების მთავარი ავტორის წასვლის შემდეგ, ძირითადი და კონცეფციების ავტორი როჯერ უოტერსი გახდა, ხოლო გიტარისტი და მეორე ვოკალისტი - დევიდ გილმორი. ამ შემადგენლობით პინკ ფლოიდმა მსოფლიო წარმატებას მიაღწია, ძირითადად ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და როკ-ოპერის მსგავსი The Wall-ით.

ვრცლად...

შემთხვევითი სტატია - შემდეგის ჩვენება


აზიმუთ კოორდინატორი (ინგლ. Azimuth Co-ordinator) — ხმის კვადროფონული სისტემის პირველი საკონტროლო საშუალება. პინკ ფლოიდი იყო პირველი ჯგუფი, რომელმაც მისი გამოყენება დაიწყო.

აზიმუთ კოორდინატორი წარმოადგენდა ოთხ რეოსტატს, რომელიც მოთავსებული იყო გრძელ ყუთში. თითოეული მათგანი 90 გრადუსზე ტრიალდებოდა. სისტემა იმართებოდა სპეციალური პულტით, რომლითაც აუდიოსიგნალი მოქცეული იყო დარბაზში დამონტაჟებულ ერთ ან მეტ რეპროდუქტორს შორის.

ვრცლად...

შემთხვევითი სიმღერა - შემდეგის ჩვენება


Money (ინგლ. ფული) — მეექვსე კომპოზიცია ჯგუფ პინკ ფლოიდის 1973 წლის ალბომიდან The Dark Side of the Moon. ეს არის ერთადერთი სიმღერა ალბომიდან, რომელიც მოხვდა ამერიკული ჩარტების ტოპ 20-ში. ორიგინალ გრამფირფიტაზე Money-თ იწყებოდა ალბომის მეორე მხარე. სიმღერის ავტორია როჯერ უოტერსი.

Money ცნობილია სიმღერის დასაწყისში გამოყენებული მონეტების ჩხრიალის და საკასო აპარატის ხმით, რომელიც სპეციალურად ალბომისთვის ჩაიწერა.

ვრცლად...

შემთხვევითი ბიოგრაფია - შემდეგის ჩვენება


როჯერ კით ბარეტი (სიდ ბარეტი) (ინგლ. Roger Keith Barrett), (* 6 იანვარი, 1946, კემბრიჯი - † 7 ივლისი, 2006, იქვე) იყო ჯგუფ პინკ ფლოიდის ერთ-ერთი დამაარსებელი, სიმღერების მთავარი ავტორი და ფსიქოდელიური როკის ერთ-ერთი ცნობილი შემსრულებელი.

სიდი აქტიური მუსიკოსი იყო დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში. მან პინკ ფლოიდთან ჩაწერა ორი ალბომი და საკუთარი სოლო-კარიერას განმავლობაში - ორი ალბომი. ამის შემდეგ სიდი სამუდამოდ განმარტოვდა სამყაროსგან, თუმცა დრო და დრო ჩნდებოდა ან სცენაზე, ან ქუჩაში. უკანასკნელად იგი სტუდიაში იხილეს 1975 წელს, როდესაც პინკ ფლოიდი იწერდა თავის ცნობილ ალბომს Wish You Were Here.

წლების განმავლობაში სიდი იქცა შთაგონებად არაერთი შემოქმედისათვის.

ვრცლად...

შემთხვევითი ალბომი - შემდეგის ჩვენება


The Wall (ქართ. კედელი) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეათე ალბომი, გამოცემული ორმაგი ალბომის სახით 1979 წლის 30 ნოემბერს, იგი აგრეთვე ადაპტირებული იქნა სასცენო შოუს და ფილმის „პინკ ფლოიდი: კედელი“ სახით.

ისევე, როგორც ჯგუფის წინა სამი სტუდიური ალბომი, The Wall კონცეპტუალური ალბომია და განიხილავს საზოგადოებისგან გარიყვისა და პიროვნების გაუცხოების თემას. მისი ერთგვარი ჩანასახი გამოჩნდა ჯგუფის 1977 წლის ტურნეს In the Flesh პერიოდში. ჯგუფის ბას-გიტარისტმა და ტექსტების ავტორმა როჯერ უოტერსმა იგრძნო ჯგუფის მსმენელისგან გაუცხოება. მან წარმოიდგინა კედელი, რომელსაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის აღმართავდა. ალბომი ერთგვარი როკ-ოპერის სახეს ატარებს, რომლის ცენტრალური პერსონაჟია პინკი, რომლის პროტოტიპია უოტერსი ან სიდ ბარეტი. პინკის ცხოვრება იწყება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მამის დაკარგვით და გრძელდება სკოლის მასწავლებლების მხრიდან უხეში მოპყრობით. ამის გარდა, უსიამოვნო ფაქტორებს წარმოადგენს ზედმეტად მზრუნველი დედა და საბოლოოდ, წარუმატებელი ქორწინება. ყოველი ამ მოვლენიდან იქცევა პინკის საზოგადოებისგან გარიყვის მორიგ მიზეზად, „აგურად“, რომელიც მეტაფორულ კედელს ემატება.

ვრცლად...

შემთხვევითი ფოტო - შემდეგის ჩვენება


ბეტერსის ელექტროსადგური - ადგილი, სადაც გაშვებული იქნა გასაბერი ღორი, რათა გადაეღოთ ფოტოსურათი ალბომისთვის Animals


სხვა მედია...

კატეგორიები

ქეშის გაწმენდა