The Jimi Hendrix Experience

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Jimi Hendrix Experience
Jimi Hendrix Experience in Fenklup.png
The Jimi Hendrix Experience-ის გამოსვლა ჰოლანდიური ტელევიზიის ეთერში, 1967. მარცხნიდან - ჯიმი ჰენდრიქსი, ნოელ რედინგი და მიჩ მიჩელი
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი როკი, მძიმე როკი, ფსიქოდელიური როკი,[1][2] ბლუზ-როკი,[3] ეისიდ-როკი[4]
აქტიური 1966–1970
ლეიბლ(ებ)ი Track (გაერთიანებული სამეფო)
Reprise (ჩრდილოეთი ამერიკა)
Polydor (ევროპა)
Barclay (საფრანგეთი)
MCA (დაშლის შემდეგ)
ასოციაციები Gypsy Sun and Rainbows
საიტი jimihendrix.com
ყოფილი წევრები ჯიმი ჰენდრიქსი
მიჩ მიჩელი
ნოელ რედინგი
ბილი კოქსი

The Jimi Hendrix Experience — ინგლისურ-ამერიკული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული უესტმინსტერში, 1966 წლის სექტემბერში. მასში შედიოდნენ სიმღერების ავტორი, მომღერალი და გიტარისტი ჯიმი ჰენდრიქსი, ბასისტი და ბექ-ვოკალისტი ნოელ რედინგი და დრამერი მიჩ მიჩელი. ჯგუფი აქტიური იყო 1969 წლის ივნისამდე ა გამოსცა სამი წარმატებული სტუდიური ალბომი. 1969 წლის შუა პერიოდის შემდეგ ჰენდრიქსმა და მიჩელმა განაგრძეს სხვა პროექტებზე მუშაობა. The Experience აღდგა 1970 წელს, ბასისტ ბილი კოქსის მონაწილეობით და იარსება სექტემბრამდე, ჰენდრიქსის გარდაცვალებამდე. რედინგი 2003 წელს გარდაიცვალა[5], ხოლო მიჩელი - 2008 წლის ნოემბერში.[6]

ითვლება, რომ The Jimi Hendrix Experience-მა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მძიმე როკის, ფსიქოდელიური როკის[7] და მძიმე მეტალის ჟანრების მუსიკაზე, 1960-იანი წლებიდან დღემდე. ჯგუფი ცნობილია ჰენდრიქსის ნიჭით, სტილით და ქარიზმით. ჯიმი ჰენდრიქსი მრავალი გამოცემის თუ ავტორის მიერ დასახელებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს გიტარისტად. ჯგუფის სამივე ალბომი, Are You Experienced (1967), Axis: Bold as Love (1967) და Electric Ladyland (1968) მოხვდა Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის“ სიაში-ში, #15, #82 და #54 პოზიციებზე. 1992 წელს The Jimi Hendrix Experience როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Noel Redding, 57; Bass Guitarist in Jimi Hendrix Band“, May 14, 2003. წაკითხვის თარიღი: April 19, 2015. 
  2. Issitt, Micah L. (2009). Hippies: A Guide to an American Subculture. Greenwood Press, გვ. 42. ISBN 978-0-313-36572-0. 
  3. Marten, Neville (2007). Guitar Heaven: The Most Famous Guitars to Electrify Our World. Collins Design, გვ. 10. ISBN 978-0-06-135944-6. „Cream and The Jimi Hendrix Experience were both three-piece blues-rock bands but, whereas Clapton with his Gibson SG or ES-335 made huge, dark, distorted tones, Hendrix's Strat was generally cleaner and sweeter.“ 
  4. (1996) The Jimi Hendrix Companion: Three Decades of Commentary. Schirmer Books, გვ. 66. ISBN 978-0-02864-609-1. „With drummer Mitch Mitchell and bassist Noel Redding [Jimi Hendrix] formed the Jimi Hendrix Experience. They were the first of the super high energy bands — the epitome of acid rock.“ 
  5. Hamilton, Ross William. “Oregonlive.com“, Oregonlive.com, 12 November 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან - 19 December 2008. 
  6. Hendrix bassist dies. BBC News (13 May 2003). წაკითხვის თარიღი: 31 May 2010.
  7. Whiteley, Sheila. "Progressive Rock and Psychedelic Coding in the Work of Jimi Hendrix". Popular Music 9 (1): 37-60.