Zabriskie Point
Zabriskie Point | ||||
---|---|---|---|---|
კინომუსიკა — სხვადასხვა | ||||
გამოცემის თარიღი | მარტი, 1970 | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა |
| |||
ლეიბლი | MGM | |||
პინკ ფლოიდის საუნდტრეკები — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
რობერტ კრისტგოუ | B–[2] |
Zabriskie Point (ქართ. ზაბრისკი პოინტი) — სხვადასხვა შემსრულებლის მიერ ამავე სახელწოდების ფილმისათვის შექმნილი მუსიკის კრებული. იგი ჩაიწერა 1970 წლის იანვარში. დისკის 1997 წლის გამოცემაში შეტანილია რვა დამატებითი კომპოზიცია, ჯერი გარსიასა და პინკ ფლოიდის შესრულებით, რომლებიც გამოყენებული იქნა ფილმში, მაგრამ არ იყო ალბომის პირველ გამოცემაში. ჯიმ მორისონის (დორსი) მიერ დაწერილი L'America ფილმის რეჟისორმა მიქელანჯელო ანტონიონიმ საერთოდ არ გამოიყენა, ამიტომაც იგი მოხვდა დორსის ალბომში L.A. Woman.
პინკ ფლოიდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიქელანჯელო ანტონიონი, რომელსაც ჯგუფი ნანახი ჰყავდა ჯერ კიდევ 1966 წელს, ლონდონის რაუნდჰაუსში, International Times-ის პრეზენტაციაზე, გაესაუბრა კოლექტივს ფილმის შესახებ. ამიტომ შემდეგი სტუდია, რომელშიც კოლექტივმა იმუშავა, იყო არა ლონდონში, არამედ რომში. რეჟისორმა ჯგუფის რომში 1969 წლის ნოემბერში ერთკვირიანი სტუმრობა აანაზღაურა საკუთარი ხარჯებით. ისინი გაჩერდნენ მასიმო დ'აზელიოს სასტუმროში.
როჯერ უოტერსი ამბობდა, რომ „ეს საშინელება იყო“. ნიკ მეისონი იხსენებდა, რომ მუშაობა იწყებოდა ახლომდებარე სტუდიაში Technicolor Sound Services საღამოს 9 საათზე მას შემდეგ, რაც ჯგუფი დანაყრდებოდა კერძებით და ღვინით. ნიკი აგრეთვე იხსენებდა, რომ სამუშაოს დასრულება შესაძლოა, 5 დღეშიც მოხერხდებოდა, ვინაიდან ბევრი საქმე არ ჰქონიათ.
მუშაობისასანტონიონი ჯგუფს თავზე ადგა. ჩაწერის მეორე დღეს როჯერ უოტერსი რეჟისორს ასმენინებდა დასრულებულ ვერსიებს, თუმცა, როგორც ანტონიონი ამბობდა, ყველაფერი მცდარი იყო. იყო რაღაც, რის გამოც ეს ჩანაწერები მისთვის არასრულყოფილ სახეს ატარებდნენ. როგორც როჯერი იხსენებდა, მასალას ანტონიონი იწუნებდა სხვადასხვა არგუმენტის თანხლებით - „ეს ძალიან მოსაწყენია“ ან „ძალიან სევდიანია“ ან „ზედმეტად კარგია“. ანტონიონის მოულოდნელად ეძინებოდა, ჯგუფი კი დაახლოებით დილის 7-8 საათამდე მუშაობდა. დევიდ გილმორი ამბობდა: „ჩვენ ვფიქრობდით, რომ იმდენად მძლავრი მუსიკა გვქონდა, რომ ფილმს დავიპყრობდით“.
საუნდტრეკში შეტანილი „Come in Number 51, Your Time Is Up“ არის ინსტრუმენტული იმპროვიზაციის „Careful with That Axe, Eugene“ კიდევ ერთი ვარიანტი (ორიგინალური სინგლი გამოიცა 1968 წლის დეკემბერში). „Love Scene (ვერსია 4)“ არის რიჩარდ რაიტის ჯაზური საფორტეპიანო იმპროვიზაცია. „Country Song“ არის მეტაფორებით სავსე სიმღერა, რომელშიც ჟადრაკის თამაშის ფიგურები გაიგივებულია ადამიანებთან. „Unknown Song“ (ბუტლეგებზე - „Rain in the Country“) არის მშვიდი ინსტრუმენტული ნომერი. „Love Scene (ვერსია 6)“ ბლუზური ნომერია. ისევე, როგორც More-ს შემთხვევაში, გამოცემული ვერსიები განსხვავდება ფილმში შეტანილი ვარიანტებისგან (სადაც ძირითადად შემოკლებული სახით არის შეტანილი). ჯგუფი ორი წლის შემდეგ პირველად შეეჯახა სტუდიიდან სიმღერების გაჟონვის პრობლემას. სამი კომპოზიცია, რომლებსაც მოყვარულებმა პირობითად უწოდეს „Oneone“, „Fingal's Cave“ და „Rain In The Country“, მოხვდა ბუტლეგურ გრამფირფიტაზე Omayyad (1972).
ამავე პერიოდში ფილმისთვის იწერებოდა კომპოზიცია „The Violent Sequence“ (ინგლ. ძალადობის სცენა), მაგრამ მიქელანჯელომ უარი თქვა მის გამოყენებაზე. მოგვიანებით ეს სიმღერა მოხვდა ალბომში The Dark Side of the Moon, სახელწოდებით „Us and Them“. საგულისხმოა, რომ ადრეული დემო გამოიცა ალბომის The Dark Side Of The Moon 2011 წლის, Immersion ბოქს-სეტთან ერთად, თუმცა იგი არ არის დასათაურებული, როგორც Violence Sequence.
გამოცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997 წელს კომპანიამ Turner გამოსცა განახლებული საუნდტრეკი - ორი დისკის სახით. მეორე დისკში შეტანილია ჯერი გარსიას (Grateful Dead) დამატებითი იმპროვიზაციები გიტარაზე და პინკ ფლოიდის კიდევ ოთხი კომპოზიცია. კომპილაციაში არ შევიდა ნომერი Blues Scene, რომელიც წარმოადგენს „Love Scene - Version 6“-ის ერთ-ერთ დუბლს.
2010 წლის აპრილში ლეიბლმა Sony კიდევ ერთხელ გამოსცა ეს საუნდტრეკი - ამჯერად გრამფირფიტებზეც, ყველა კომპოზიციით, რომელიც მეორე დისკშიც იყო შეტანილი.
გამოუცემელი დუბლების ნაწილი აგრეთვე შესულია 2016 წლის ბოქს-სეტში The Early Years 1965–1972.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | შემსრულებელი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|---|
1. | „Heart Beat, Pig Meat“ | დევიდ გილმორი/როჯერ უოტერსი/რიჩარდ რაიტი/ნიკ მეისონი | პინკ ფლოიდი | 3:12 |
2. | „Brother Mary“ | დევიდ დინდლი | Kaleidoscope | 2:42 |
3. | „Excerpt from Dark Star“ | ჯერი გარსია/მიკი ჰარტი/რობერტ ჰანტერი/ბილ კროიცმანი/ფილ ლეში/რონ მაკ-კერნენი/ბობ უირი | Grateful Dead | 2:32 |
4. | „Crumbling Land“ | გილმორი/უოტერსი/რაიტი/მეისონი | პინკ ფლოიდი | 4:16 |
5. | „Tennessee Waltz“ | პი უი კინგი/რედ სტიუარტი | პატი პეიჯი | 3:03 |
6. | „Sugar Babe“ | ჯესი კოლინ იანგი | The Youngbloods | 2:13 |
7. | „Love Scene“ | გარსია | ჯერი გარსია (Grateful Dead) | 7:02 |
8. | „I Wish I Was a Single Girl Again“ | როსკო ჰოლკომი | როსკო ჰოლკომი | 1:56 |
9. | „Mickey's Tune“ | ლინდლი | Kaleidoscope | 1:42 |
10. | „Dance of Death“ | ჯონ ფეი | ჯონ ფეი | 2:43 |
11. | „Come in Number 51, Your Time Is Up“ | გილმორი/უოტერსი/რაიტი/მეისონი | პინკ ფლოიდი | 5:01 |
1997 წლის გამოცემის დამატებითი დისკი | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | შემსრულებელი | ხანგრძლივობა |
1. | „Love Scene Improvisations (Version 1)“ | გარსია | ჯერი გარსია | 6:18 |
2. | „Love Scene Improvisations (Version 2)“ | გარსია | ჯერი გარსია | 8:00 |
3. | „Love Scene Improvisations (Version 3)“ | გარსია | ჯერი გარსია | 7:52 |
4. | „Love Scene Improvisations (Version 4)“ | გარსია | ჯერი გარსია | 8:04 |
5. | „Country Song“ | გილმორი/უოტერსი/რაიტი/მეისონი | პინკ ფლოიდი | 4:37 |
6. | „Unknown Song“ | გილმორი/უოტერსი/რაიტი/მეისონი | პინკ ფლოიდი | 6:01 |
7. | „Love Scene (Version 6)“ | გილმორი/უოტერსი/რაიტი/მეისონი | პინკ ფლოიდი | 7:26 |
8. | „Love Scene (Version 4)“ | გილმორი/უოტერსი/რაიტი/მეისონი | პინკ ფლოიდი | 6:45 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Steven McDonald. Zabriskie Point - Original Soundtrack | Songs, Reviews, Credits, Awards. AllMusic. ციტირების თარიღი: 2013-09-21.
- ↑ კრისტგოუ, რობერტ. Album: Zabriskie Point. რობერტ კრისტგოუ. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2015.