Ultratop

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Ultratop — ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ბელგიური ეროვნული ჰიტ-აღლუმების შექმნას და პუბლიკაციას, ასევე ამ ჰიტ-აღლუმის სახელწოდებას. Ultratop — არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც შექმნილია ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციის (IFPI) წევრი ორგანიზაციის ბელგიის გართობის დეპარტამენტის (BEA) მიერ[1][2].

ჩარტებს შორის განსხვავება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Ultratop-ის ჩარტები იყოფა Ultratop Wallonia-დ და Ultratop Flanders-ად ბელგიის კულტურული, ისტორიული და ენობრივი თავისებურებების გამო. შესაბამისად, ვალონიური ჩარტი ჩამოყალიბებულია ბელგიის ფრანგულენოვანი რეგიონის მონაცემთა საფუძველზე (ვალონია), ხოლო ფლანდრიული — ფლანდრიის რეგიონის მონაცემთა საფუძველზე, სადაც ჭარბობს ნიდერლანდურ ენაზე მოლაპარაკე ხალხი.

ფლამანდიურ ჩარტებში ძირითადია Ultratop 50 Singles და Ultratop 50 Albums. ვალონიურში — Ultratop 40 Singles და Ultratop 50 Albums. ყველა ჩარტი შექმნილია რელიზების გაყიდვის მონაცემთა საფუძველზე. ჰიტ-აღლუმები ეთერში გადიან რადიოსადგურ TMF Flanders-ის და ტელეარხ Plug TV-ის საშუალებით[1].

Ultratip[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Ultratip — Ultratop-ის ჩარტების ანალოგია, რომელიც შექმნილია არა მხოლოდ გაყიდვების მონაცემთა საფუძველზე, არამედ რადიოთი და ტელევიზიით როტაციის შედეგად[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Ultratop Belgian Charts. Ultratop.be. ULTRATOP & Hung Medien / hitparade.ch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-08. ციტირების თარიღი: 2010-05-31.
  2. «LINKS — Local record industry associations» დაარქივებული 2009-06-29 საიტზე Wayback Machine. . IFPI. Retrieved 2010-05-31.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ultratop&oldid=4300905“-დან