Publius Enigma

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

Publius Enigma — ინგლისურ პროგრესულ როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდთან დაკავშირებული ერთ-ერთი იდუმალი მოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1994 წლიდან მოყოლებული. დღემდე ამ გამოცანის ბევრი ამოხსნა არსებობს და ინტერნეტში არის რამდენიმე საიტი, რომელზეც მისი დამოუკიდებელი ანალიზებია გამოქვეყნებული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს, როდესაც დაიწყო ტურნე The Division Bell, ცაში გაუშვეს დირიჟაბლი ჯგუფის სახელით და ფერადი სიმბოლოებით. იმავე დღეს გამოიცა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ეს დირიჟაბლი[1] უსაფრთხო იყო და სხვა დეტალები განმარტებული იქნებოდა მოგვიანებით.

1994 წლის 11 ივნისს ანონიმურმა მომხმარებელმა ინტერნეტჯგუფში, რომელიც მისამართზე alt.music.pink-floyd მდებარეობდა, შემდეგი რამ გამოაქვეყნა[2][3]:

>>>>>>>> გ ზ ა ვ ნ ი ლ ი <<<<<<<<

მეგობრებო

Pink Floyd-ის გზავნილს მოისმენდით,
მაგრამ უსმენდით?

მე მეგზურობას გაგიწევდით, მაგრამ გამოცანას ვერ ამოგიხსნით.

გონება გაშალეთ და ერთმანეთს დაუკავშირდით,
პასუხები მხოლოდ ასე გახდება ცნობილი.

დაგეხმარებით, ოღონდ მხოლოდ დაბრკოლების შემთხვევაში.

მოუსმინეთ.

წაიკითხეთ.

იფიქრეთ.

დაუკავშირდით.

თუ ვერ შეგპირდებით პასუხს, თავს დამანებებთ?

     Publius

[4]

კიდევ ერთ წერილში დაზუსტებულია დეტალები[5].

როგორც მიხვდებოდით, The Division Bell წინამორბედებს არ ჰგავს. 
მიუხედავად იმისა, რომ დიდი მუსიკა სხვადასხვა განმარტების საშუალებას 
იძლევა, ამ შემთხვევაში მიზანი მთავარია და ჩაფიქრებულია ამოხსნა. 
გონებამახვილისთვის (ან გონებამახვილებისთვის), რომელიც გამოიცნობს  
- და იმას, თუ რაზე მიუთითებს ეს ინფორმაცია - დამალულია უნიკალური 
ჯილდო.

    როგორ და სად?
    The Division Bell
    კვლავ ისმინეთ
    კვლავ ეძებეთ
    ფიქრებმა შესაძლოა, გმართოთ
    წინ უძღვოდით ბრმებს, მაგრამ თვალებში ამოვიცანი ფოლადი
    ტექსტი, ილუსტრაციები და მუსიკა მიგიყვანენ

[6]

ბევრი ამ გზავნილებს სკეპტიკურად უყურებდა და Publius-მა სავარაუდოდ, გადაწყვიტა, დაედასტურებინა, რომ იგი რეალური პიროვნება იყო. ამიტომ 1994 წლის 16 ივლისს მან ერთგვარი წინასწარმეტყველება გამოაქვეყნა[7]:

რათა გავამართლო მათი ნდობა, ვისაც სწამს,
აგრეთვე სხვების ეჭვების გასაქარწყლებლად, ვგეგმავ
დაგიკავშირდეთ:

ორშაბათი, 18 ივლისი
აღმოსავლეთი რეზერფორდი, ნიუ-ჯერსი
დაახლოებით 10:30

მოელვარი თეთრი განათება

გამოცანა არსებობს.

დამიჯერეთ.

Publius-ის დაპირება ასრულდა, როდესაც 1994 წლის 18 ივლისს, დანიშნულ ადგილზე ჩატარებულ კონცერტზე სცენის წინა ნაწილში დამონტაჟებული შუქებით აისახა სიტყვები ENIGMA PUBLIUS[8][9].

იმის გამო, რომ ტურნედან ერთი წლის თავზე ელექტრონული მიმოწერის სერვის Penet[10][3], რომელსაც Publius იყენებდა, დაიხურა, წერილები აღარ იწერებოდა. ბევრი ცდილობდა, ამოეხსნა, თუ ვინ იყო იგი[11].

Enigma და Publius[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდეოში Pulse სიმღერის „Another Brick In The Wall, Part 2“ შესრულების დროს სცენაზე ჩნდება სიტყვა Enigma.

ალბომის A Momentary Lapse of Reason MiniDisc-ის გამოცემაში სიტყვა Publius ნათლად ჩანს მინდორში მდგარ მამაკაცთან. სიტყვა Enigma გამოყენებულია კლდეზე, რომელზეც იგი სხვა ფოტოსურათზე დგას.

საგულისხმოა, რომ The Division Bell-ის CD გამოცემის მე-13 გვერდზე სიტყვა enigma-ს ანაგრამა დამალულია სიმღერის „Wearing the Inside Out“ ზედა ტექსტის მარჯვნიდან მესამე სვეტში და განლაგებულია ერთ სტრიქონზე სიტყვის jyusan პარალელურად.

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკ მეისონმა განაცხადა, რომ Publius იყო ხუმრობა. 2005 წლის აპრილში, როდესაც წიგნს Inside Out: A Personal History of Pink Floyd ერთ-ერთი მაღაზიაში წარადგენდა, მან თქვა:

ეს EMI-ს გასართობი იყო[12]. მათ ერთი თანამშრომელი ჰყავდათ, რომელსაც თავსატეხები მოსწონდა. მან შესთავაზა თავსატეხი, რომელსაც ინტერნეტში თვალს მიადევნებდნენ. არავითარი ჯილდო არ ყოფილა. დღემდე ეს კვლავ გამოცანად რჩება.

მარკ ბრიკმენი, ჯგუფის განათების მთავარი ხელმძღვანელი, რომელსაც, შესაძლოა, ჰქონოდა რაღაც კავშირი ამ გზავნილებთან, საკუთარ ვერსიას წარადგენდა:

მე ვფიქრობ, ყველაფერი ეს გააკეთა ერთმა ადამიანმა ვაშინგტონიდან, რომელიც CIA-ს ან FBI-ს თანამშრომელი იყო. იგი სტივ'ო'რურკს ესაუბრა და, ვფიქრობ, სტივმა გადაწყვიტა ინტერნეტკამპანიის ჩატარება. ბევრი რამ მიგვითითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი ჩართო[13].

ჯგუფის კავშირი ამ მოვლენასთან უარყო დევიდ გილმორმაც[14], ხოლო სტორმ თორგერსონი განცვიფრებული იყო[15].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Johns, Matt. The Great Pink Floyd Airship Mystery. წაკითხვის თარიღი: 6 October 2014.
  2. Strauss, Neil. “The Pop Life“, 16 February 1995. წაკითხვის თარიღი: 22 August 2008. 
  3. 3.0 3.1 თარგი:Cite newsgroup
  4. სტრიქონი სიმღერიდან „What Do You Want From Me“ - „If I don't promise you the answers would you go?“
  5. Guitar World Jan. Vol. 17, No 1.
  6. სტრიქონი სიმღერიდან Poles Apart - „Leading the blind while I stared out the steel in your eyes?“
  7. The Publius Enigma: In a "nut" shell
  8. Dekhtyar, Alexander. T*H*E E*N*I*G*M*A I*M*A*G*E*S. წაკითხვის თარიღი: 6 October 2014.
  9. video of ENIGMA PUBLIUS in flashing white lights.
  10. [1]
  11. A Brief History of the Publius Enigma (Archived)
  12. Nick Mason's Inside Out Tour. A Fleeting Glimpse. წაკითხვის თარიღი: 6 October 2014.
  13. ბრიკმენი, მარკ (5 December 1995). Marc Brickman 12/5/95: Phonecall on the Enigma. Interview with Sean Heisler. http://folk.uio.no/ericsp/report5.htm. წაკითხვის თარიღი: 6 October 2014.
  14. Brain Damage - January 2002 - Dotmusic webchat. braindamage.co.uk.
  15. თორგერსონი, სტორმ. Phonecall on the Enigma. Interview with Sean Heisler. http://folk.uio.no/ericsp/report9.htm. წაკითხვის თარიღი: 6 October 2014.