Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81

საკონცერტო ალბომი - პინკ ფლოიდი
გამოცემის თარიღი 23 მარტი, 2000 წელი
ჩაიწერა 4–9 აგვისტო 1980 და 13–17 ივნისი 1981, ერლს კორტის საგამოფენო ცენტრი, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 105:16
ლეიბლი ბრიტანეთი: EMI
აშშ: Columbia
პროდიუსერი ჯეიმზ გათრი
პინკ ფლოიდი - ქრონოლოგია
1967: The First Three Singles
(1997)
Is There Anybody Out There?
(2000)
Echoes: The Best of Pink Floyd
(2001)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3/5 stars[1]
NME (5/10)[2]
Rolling Stone 2/5 stars[3]

Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81 — ჯგუფ პინკ ფლოიდის 2000 წლის ალბომი, ცოცხლად ჩაწერილი 1980–1981 წლებში, ლონდონის საგამოფენო ცენტრ ერლს კორტში.

კონცერტებზე გამოიყენებოდა გიგანტური კედელი, რომელიც შენდებოდა საკონცერტო პროგრამის პირველი ნახევრის განმავლობაში. თითქმის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში ჯგუფი არ ჩანდა კედლის მიღმა.

გარეკანზე გამოსახულია ჯგუფის წევრების ნიღბები, რომლებსაც სცენაზე ატარებდა მათი შემცვლელი, სუროგატული ჯგუფი, კომპოზიციის In the Flesh? შესრულებისას.

ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Is There Anybody Out There? შეიცავს საკონცერტო ჩანაწერებს კედლის ტურნედან, დამატებითი სიმღერებით What Shall We Do Now? და The Last Few Bricks. What Shall We Do Now? თავდაპირველად უნდა შეეტანათ ორიგინალურ ალბომში, თუმცა იგი ამოიღეს დისკის გამოსვლამდე და საბოლოოდ, სიმღერა მოხვდა საკონცერტო ვერსიაში. იგი ასევე არის The Last Few Bricks არის ინსტრუმენტული რეპრიზა, რომელიც შეიცავს ალბომის პირველი დისკის რამდენიმე სიმღერის ელემენტს. იგი სრულდებოდა სიმღერამდე Goodbye Cruel World, სხვადასხვა ინტერპრეტაციით, რათა ტექნიკურ პერსონალს საშუალება ჰქონოდა, მოესწრო კედლის აშენება სცენაზე. ალბომზე ასევე ჩაწერილია კომენტატორის, გერი იადმენის გამოსვლა, რომელიც პინკ ფლოიდის 1980-1981 წლების კონცერტებზე კომენტარებს უკეთებდა შოუს, სულ დასაწყისში.

ალბომის გამოსვლას ზოგი ადამიანი კრიტიკით შეხვდა, დაასახელა რა მიზეზად ის, რომ ორიგინალური ალბომი მეტად სტრუქტურულია და მისი ცალკე საკონცერტო ალბომად გამოცემა არ არის კარგი იდეა. სხვები ამტკიცებდნენ, რომ მასში შესანიშნავად არის გადმოცემული ჯგუფის პოტენციალი საკონცერტო შესრულებების დროს.

რამდენიმე სიმღერა დისკზე განსხვავდება ორიგინალისგან ხანგრძლივობითა და დამატებული სოლოებით სხვადასხვა ინსტრუმენტზე.

ალბომმა #19 ადგილი დაიკავა ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის სიაში და პლატინის სტატუსი მოიპოვა შტატებში. იგი ასევე ჯფუფის პირველი და უკანასკნელი გამოცემა, რომელიც არ გამოვიდა გრამფირფიტაზე, თუმცა მისი სარეკლამო ვერსიები, სულ რამდენიმე სიმღერით, მაინც გამოიცა ვინილის ფირფიტის სახით.

თარიღები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კონცერტებზე, სიმღერის Run Like Hell შესრულებამდე როჯერ უოტერსი კომენტარებს აკეთებდა გასაბერ ღორზე, რომელიც დაფრინავდა დარბაზში. ყველა კონცერტზე ეს კომენტარები განსხვავდებოდა, ამის მიხედვით კი, სპეციალურად შედგენილი საიდენტიფიკაციო სიის დახმარებით, დადგინდა, რომ ალბომზე გამოყენებულია 1981 წლის 15 და 17 ივნისის ჩანაწერები.
  • კომენტატორი რამდენიმე კონცერტზე ხუმრობით აცხადებდა, რომ ყველას, ვინც დადგება სკამებზე, უმალ ესვრიან.
  • კონცერტზე კლავიშებიანი საკრავები უფრო ხმაურიანად ჟღერდა, თუმცა ალბომზე გიტარის ხმა უფრო მეტად აწეულია.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა ტექსტის ავტორი — როჯერ უოტერსი, მუსიკის ავტორი — როჯერ უოტერსი, გარდა მითითებულისა.

დისკი 1
# სახელწოდება მუსიკის ავტორ(ებ)ი ვოკალი ხანგრძლივობა
1. MC:Atmos (7 აგვისტო, 1980; ჟღერს ნაწყვეტი სიმღერიდან We'll Meet Again) არ არის იუდმენი 1:13
2. In the Flesh? (7 აგვისტო, 1980)   უოტერსი 3:00
3. The Thin Ice (7 აგვისტო, 1980/13 ივნისი 1981)   გილმორი, უოტერსი 2:49
4. Another Brick in the Wall (Part I) (7 აგვისტო, 1980)   უოტერსი, გილმორი 4:13
5. The Happiest Days of Our Lives (7 აგვისტო, 1980)   უოტერსი, გილმორი 1:40
6. Another Brick in the Wall (Part II) (9 აგვისტო 1980/14 ივნისი 1981)   გილმორი, უოტერსი 6:19
7. Mother (16 ივნისი 1981)   უოტერსი, გილმორი 7:54
8. Goodbye Blue Sky (17 ივნისი 1981)   გილმორი 3:15
9. Empty Spaces (14 ივნისი 1981)   უოტერსი 2:14
10. What Shall We Do Now? (14 ივნისი 1981)   უოტერსი 1:40
11. Young Lust (7 აგვისტო, 1980) უოტერსი, გილმორი უოტერსი, გილმორი 5:17
12. One of My Turns (7 აგვისტო, 1980)   უოტერსი 3:41
13. Don't Leave Me Now (7 აგვისტო, 1980)   უოტერსი 4:08
14. Another Brick in the Wall (Part III) (7 აგვისტო, 1980)   უოტერსი 1:15
15. The Last Few Bricks (7 აგვისტო, 1980/9 აგვისტო 1980) უოტერსი, გილმორი ინსტრუმენტული 3:26
16. Goodbye Cruel World (9 აგვისტო 1980)   უოტერსი 1:41
სრული ხანგრძლივობა:
53:50
დისკი 2
# სახელწოდება მუსიკის ავტორ(ებ)ი ვოკალი ხანგრძლივობა
1. Hey You (16 ივნისი 1981)   გილმორი, უოტერსი 4:55
2. Is There Anybody Out There? (7 აგვისტო, 1980)   უოტერსი, გილმორი 3:09
3. Nobody Home (8 აგვისტო 1980/15 ივნისი 1981)   უოტერსი 3:15
4. Vera (13 ივნისი 1981)   უოტერსი 1:27
5. Bring the Boys Back Home (7 აგვისტო, 1980)   უოტერსი 1:20
6. Comfortably Numb (9 აგვისტო 1980/15 ივნისი 1981) გილმორი, უოტერსი უოტერსი, გილმორი 7:26
7. The Show Must Go On (16 ივნისი 1981)   გილმორი 2:35
8. MC:Atmos (16 ივნისი 1981) არ არის იუდმენი 0:37
9. In the Flesh (7 აგვისტო, 1980)   უოტერსი 4:23
10. Run Like Hell (15 ივნისი 1981/17 ივნისი 1981) გილმორი, უოტერსი უოტერსი, გილმორი 7:05
11. Waiting for the Worms (13 ივნისი 1981)   უოტერსი, გილმორი 4:14
12. Stop (9 აგვისტო 1980)   უოტერსი 0:30
13. The Trial (9 აგვისტო 1980) უოტერსი, ეზრინი უოტერსი 6:01
14. Outside the Wall (8 აგვისტო 1980/9 აგვისტო 1980)   უოტერსი 4:27
სრული ხანგრძლივობა:
51:31

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგრეთვე:

  • ენდი ბაუნი – ბას გიტარა, აკუსტიკური გიტარა (Outside the Wall-ში)
  • ჯონ ჩიმეი – დამატებითი ვოკალი
  • სტენ ფარბერი – დამატებითი ვოკალი
  • ჯიმ ჰაასი – დამატებითი ვოკალი
  • ჯონ ჯოისი – დამატებითი ვოკალი
  • ენდი რობერტსი – გიტარა (1981 წლის კონცერტები)
  • სნოუი უაიტი – გიტარა (1980 წლის კონცერტები)
  • უილი უილსონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
  • პიტერ ვუდი – კლავიშები, აკუსტიკური გიტარა (Outside the Wall-ში)
  • გარი იუდმენი – MC

პრომო დისკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს ალბომის გამოცემასთან დაკავშირებით შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა პრომო დისკი ალბომში შეტანილი სამი სიმღერით[4]:

  1. In The Flesh
  2. Another Brick In The Wall (Part 2)
  3. Goodbye Blue Sky

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (2000) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[5] 3
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[6] 7
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[7] 5
კანადის ალბომები (ბილბორდი)[8] 4
კანადა - საუკეთესო ალბომები/CD-ები (RPM)[9] 10
ჰოლანდიის ალბომები (MegaCharts)[10] 4
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[11] 8
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[12] 3
ირლანდიის ალბომები (IRMA)[13] 22
იტალიის ალბომები (FIMI)[14] 2
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[15] 4
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[16] 2
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[17] 50
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[18] 3
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[19] 15
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[20] 19

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
გაერთიანებული სამეფო (BPI)[21] ოქრო 100,000^
აშშ (RIAA)[22] პლატინა 500,000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ერლეუაინი, სტივენ თომას. (2011 [უკანასკნელი განახლება])Is There Anybody Out There? The Wall: Live 1980-1981 - Pink Floyd | AllMusic. allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 9 ივლისი 2011.
  2. NME Album Reviews - Is There Anybody Out There?: The Wall Live, 1980-81 - NME.COM. nme.com (2011 [უკანასკნელი განახლება]). წაკითხვის თარიღი: 9 ივლისი 2011.
  3. Wolk, Douglas. (2011 [უკანასკნელი განახლება])Pink Floyd: Is There Anybody Out There? The Wall Live: 1980-81 : Music Reviews : Rolling Stone. web.archive.org. წაკითხვის თარიღი: 9 ივლისი 2011.
  4. http://www.discogs.com/Pink-Floyd-Is-There-Anybody-Out-There-The-Wall-Live-1980-81-Radio-Sampler/release/2016157
  5. "Pink Floyd - Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  6. "Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  7. "Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  8. "Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის კანადის ალბომების ჩარტი - Pink Floyd. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  9. "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 9828." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  10. "Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81" (ჰოლანდიურად). Dutchcharts.nl. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  11. "Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  12. "Offiziellecharts.de – Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  13. "GFK Chart-Track". Chart-Track.co.uk. GFK Chart-Track. IRMA. წაკითხვის თარიღი 23 ივნისი 2016.
  14. "Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  15. "Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  16. "Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  17. "Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  18. "Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  19. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  20. "Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის 200 - Pink Floyd. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  21. British album certifications – Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 9 ივნისი 2016. შეიყვანეთ Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81 ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  22. American album certifications – Pink Floyd – Is There Anybody Out There. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 9 ივნისი 2016. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH