Obscured by Clouds

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Obscured by Clouds

საუნდტრეკი / სტუდიური ალბომი - პინკ ფლოიდი
გამოცემის თარიღი 2 ივნისი, 1972[1]
ჩაიწერა 23–29 თებერვალი და 23 მარტი–6 აპრილი 1972
სტუდია Strawberry Studios, შატო დ'ერუვილი, ერუვილი, საფრანგეთი[2]
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 40:30
ლეიბლი Harvest
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
პინკ ფლოიდი - ქრონოლოგია
Meddle
(1971)
Obscured by Clouds
(1972)
The Dark Side of the Moon
(1973)
პინკ ფლოიდის საუნდტრეკების ქრონოლოგია ქრონოლოგია
Zabriskie Point
(1970)
Obscured by Clouds
(1972)
Pink Floyd – The Wall
(1982)
სინგლები ალბომიდან Obscured by Clouds
  1. Free Four
    გამოვიდა: 3 ივნისი 1972
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
AllMusic 2/5 stars[3]
რობერტ კრისტგოუ C[4]
The Daily Telegraph 3/5 stars[5]
MusicHound 1/5 stars[6]
The Rolling Stone Album Guide 2/5 stars[7]

Obscured by Clouds (ქართ. ღრუბლებით დაფარული) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომი, რომელიც წარმოადგენს მუსიკას ფრანგული ფილმისათვის La Vallée. ფილმის რეჟისორი არის ბარბეტ შროდერი. იგი კმაყოფილი იყო მისი ფილმისათვის ჯგუფის მიერ შექმნილი წინა ნამუშევრით, More და ამჯერადაც, ავანსის გადახდის შემდეგ, პინკ ფლოიდმა ჩაწერა რამდენიმე სიმღერა, რომელიც შროდერმა ფილმში გამოიყენა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ პერიოდში ჯგუფი უკვე მუშაობდა ალბომზე The Dark Side of the Moon, მაგრამ მცირე პაუზა გააკეთა, რათა პარიზში ფილმისათვის მუსიკა დაეწერა. ამასთან დაკავშირებით ნიკ მეისონი იხსენებს:

ვიკიციტატა
„ალბომის More წარმატების შემდეგ, ბარბეტ შროდერის მორიგი ფილმის მუსიკაზე ვმუშაობდით. მის ახალ ფილმს La Valleé ერქვა და ჩვენ დროებით გადავსახლდით საფრანგეთში, რათა თებერვლის უკანასკნელი კვირის განმავლობაში მუსიკა ჩაგვეწერა. ჩაწერა იგივე მეთოდით მიმდინარეობდა, რომელიც More-ზე მუშაობისას გამოვიყენეთ. ჩვენ გვქონდა ფილმის არასრული ვერსია, ვიყენებდით წამმზომებს, რათა განსაკუთრებულ კადრებზე გაგვემახვილებინა ყურადღება და ვიწერდით მუსიკალურ თემებს, რომლებიც ერთმანეთში გადადიოდა, რათა ფილმის საბოლოო ვერსიას მორგებოდა. ჩაწერის დრო საოცრად შეზღუდული იყო. სულ ორი კვირა მოგვცეს, რათა ჩაგვეწერა და უფრო ნაკლები - რათა ერთ მთლიან ალბომად გვექცია.[8]

ალბომის ჩაწერისას ჯგუფი თავისუფლად იყენებდა სტანდარტული როკ სიმღერების აგების მეთოდს, რის გამოც ალბომი უფრო ახლოს არის ჩვეულ როკ-მუსიკასთან, ვიდრე პინკ ფლოიდის ჩვეულ სტილთან.

Obscured by Clouds იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელზეც გამოიყენეს სინთეზატორი VCS 3.

საკონცერტო შესრულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის 1973 წლის რამდენიმე კონცერტი იწყებოდა კომპოზიციების „Obscured by Clouds“ და „When You're In“ თემაზე იმპროვიზაციებით, რასაც სცენაზე ახლდა ბოლი და ფერადი შოუ.

„Childhood's End“ ასევე რამდენიმეჯერ შესრულდა კონცერტებზე. იგი პირველად დაუკრეს 1972 წლის 1 დეკემბერს და 1973 წლის მარტში. როგორც წესი, კომპოზიციას ასრულებდნენ ვრცელი ინსტრუმენტული პასაჟებით.

„Wot's... Uh, the Deal?“ პირველად შესრულდა დევიდ გილმორის 2006 წლის სოლო-ტურის მსვლელობისას. ერთ-ერთი შესრულება შეტანილია DVD დისკზე Remember That Night, ხოლო ალბომის Live in Gdańsk გრამფირფიტის გამოცემაში შეტანილია მისი აუდიოჩანაწერი.

გარეკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის გარეკანის გაფორმებაში, წინა მხარისთვის Hipgnosis-ის მიერ შემუშავდა ბუნდოვანი გამოსახულება, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს კადრს ფილმიდან, რომელზეც მამაკაცი ხეზე დგას. გრამფირფიტის კონვერტის უკანა მხარეზე გამოტანილია კადრები ფილმიდან „ველი“. წინა მხარეს სხვადასხვა გამოცემაში ახლდა სტიკერი ალბომის და ჯგუფის სახელწოდებით.

ბარბეტ შროდერი, „ველის“ რეჟისორი, ხუმრობით ამბობდა, რომ ჯგუფის ყურადღება გადატანილი იყო შემდეგი ალბომის მომზადებაზე, ამიტომ არ სურდათ, რომ ალბომს ზედმეტი ყურადღება მიეზიდა.

1994 წელს გამოსული CD-ის გამოცემა გამდიდრებულია შესანიშნავი ილუსტრირებით - ფილმის მოკლე სიუჟეტით, კადრებით თავად ფილმიდან, სიმღერების ტექსტებით, ალბომის ანოტაციით. მიუხედავად მთავარი გამოსახულების მარტივი ხასიათისა, ეს გამოსახულება იყო ნიკ მეისონის ერთ-ერთ საყვარელი დიზაინი.

CD-ზე, 2011 წლის Discovery-ში და Pink Floyd Records-ის 2016 წლის ტირაჟში 1994 წლის გამოცემასთან შედარებით ფოტოსურათების რაოდენობა შემცირებულია.

აღსანიშნავია თურქული გამოცემა (1978, SIERRA ‎– LP 1780), რომლის გარეკანზე შეცდომით არის დაბეჭდილი ჯგუფ Queen-ის ფოტოსურათი.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარე 1
# სახელწოდება ავტორ(ებ)ი წამყვანი ვოკალი ხანგრძლივობა
1. „Obscured by Clouds“ გილმორი, უოტერსი ინსტრუმენტული 3:03
2. „When You're In“ გილმორი, უოტერსი, რაიტი, მეისონი ინსტრუმენტული 2:30
3. „Burning Bridges“ რაიტი, უოტერსი გილმორი, რაიტი 3:29
4. „The Gold It's in the...“ გილმორი, უოტერსი გილმორი 3:07
5. „Wot's... Uh the Deal?“ გილმორი, უოტერსი გილმორი 5:08
6. „Mudmen“ რაიტი, გილმორი ინსტრუმენტული 4:20
მხარე 2
# სახელწოდება ავტორ(ებ)ი წამყვანი ვოკალი ხანგრძლივობა
7. „Childhood's End“ გილმორი გილმორი 4:31
8. „Free Four“ უოტერსი უოტერსი 4:15
9. „Stay“ უოტერსი, რაიტი რაიტი 4:05
10. „Absolutely Curtains“ გილმორი, უოტერსი, რაიტი, მეისონი ინსტრუმენტული 5:52

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პინკ ფლოიდი
სხვა პერსონალი
  • Hipgnosis – ალბომის გარეკანი

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (1972) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალია (Kent Music Report)[9] 44
კანადა - საუკეთესო ალბომები/CD-ები (RPM)[10] 32
დანიის ალბომები (Tracklisten)[11] 3
ჰოლანდიის ალბომები (MegaCharts)[12] 3
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[13] 19
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[14] 6
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[15] 46

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
გაერთიანებული სამეფო (BPI)[16] ვერცხლი 60,000^
აშშ (RIAA)[17] ოქრო 500,000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Povey, Glenn (2006). "Playing Different Tunes 1972–1973", Echoes : The Complete History of Pink Floyd, New, Mind Head Publishing, გვ. 168. ISBN 978-0-9554624-0-5. წაკითხვის თარიღი: 7 სექტემბერი 2012. 
  2. Povey, Glenn (2006). "Playing Different Tunes 1972–1973", Echoes : The Complete History of Pink Floyd, New, Mind Head Publishing, გვ. 166. ISBN 978-0-9554624-0-5. წაკითხვის თარიღი: 7 სექტემბერი 2012. 
  3. ერლეუაინი, სტივენ თომას. Album review საიტზე Allmusic. წაკითხვის თარიღი: 4 ივლისი 2011
  4. კრისტგოუ, რობერტ. Album: Pink Floyd: Obscured by Clouds. წაკითხვის თარიღი: 10 სექტემბერი 2012.
  5. მაკ-კორმიკი, ნილ. “Pink Floyd's 14 studio albums rated“, 20 მაისი 2014. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2014. 
  6. Graff, Gary; Durchholz, Daniel (რედ.) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide. Farmington Hills, MI: Visible Ink Press, გვ. 872. ISBN 1-57859-061-2. 
  7. შეფილდი, რობ. (2 ნოემბერი 2004) Pink Floyd: Album Guide. Rolling Stone. Wenner Media, Fireside Books. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 თებერვალი 2011. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2014.
  8. Mason Nick; Inside Out: A personal History of Pink Floyd
  9. კენტი, დევიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992, Illustrated, St. Ives, N.S.W.: Australian Chart Book, გვ. 233. ISBN 0-646-11917-6. 
  10. "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 4171." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  11. LP Top 10, ივლისი 3, 1972. წაკითხვის თარიღი: 30 მარტი 2016.
  12. "Pink Floyd – Obscured by Clouds" (ჰოლანდიურად). Dutchcharts.nl. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  13. "Offiziellecharts.de – Pink Floyd – Obscured by Clouds" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  14. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  15. "Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის 200 - Pink Floyd. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  16. British album certifications – Pink Floyd – Obscured by Clouds. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 9 ივნისი 2016. შეიყვანეთ Obscured by Clouds ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  17. American album certifications – Pink Floyd – Obscured by Clouds. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 9 ივნისი 2016. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH