Pulse (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Pulse

საკონცერტო ალბომი - პინკ ფლოიდი
გამოცემის თარიღი 29 მაისი 1995 (1995-05-29)
ჩაიწერა 17 აგვისტო - 29 ოქტომბერი 1994
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 147:59
ლეიბლი EMI (ბრიტანეთი),
Columbia Records (აშშ)
პროდიუსერი ჯეიმზ გათრი, დევიდ გილმორი
პინკ ფლოიდი - ქრონოლოგია
The Division Bell
(1994)
Pulse
(1995)
1967: The First Three Singles
(1997)
სინგლები ალბომიდან Pulse
  1. Wish You Were Here
    გამოვიდა: 20 ივლისი 1995
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 2/5 stars[1]
Rolling Stone 1.5/5 stars[2]

Pulse (ქართ. პულსი; ხანდახან იწერება, როგორც p·u·l·s·e) — ჯგუფ პინკ ფლოიდის ორმაგი საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1995 წელს ბრიტანეთსა და ამერიკაში. 1994 წლის კონცერტებში, რომლებსაც ეს ალბომი ეფუძნება, როჯერ უოტერსი, ჯგუფის ყოფილი წევრი არ მონაწილეობდა.

ალბომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომში შესულია სიმღერები ჯგუფის 1994 წლის საკონცერტო ტურნედან. მათი უმეტესობა აღებულია ერლს კორტის კონცერტების ჩანაწერებიდან. მათი უმეტესობის ორიგინალური ვერსიები შეტანილია სტუდიურ ალბომებში The Dark Side of the Moon, Wish You Were Here და The Wall. ნაწილი აღებულია პინკ ფლოიდის უკანასკნელი სტუდიური ალბომიდან The Division Bell.

ალბომი აღსანიშნავია პირველად, 1975 წლის შემდეგ, ალბომის The Dark Side of the Moon სრული სახით შესრულებით. აგრეთვე პირველად, 1970 წლის შემდეგ, სრულდება „Astronomy Domine“, სიმღერა ჯგუფის პირველი სტუდიური დისკიდან The Piper at the Gates of Dawn.

წინა საკონცერტო ალბომისგან, Delicate sound of thunder განსხვავებით, ამ ორი დისკის არც ერთ სიმღერას არ დაემატა სტუდიური პარტიები ინსტრუმენტებზე ან ვოკალი პარტიები. მიუხედავად ამისა, რამდენიმე სიმღერა გადამუშავდა სტუდიაში, გასწორდა სოლოების ჟღერადობა.

ამერიკაში P•U•L•S•E მოხვდა #1 ადგილზე ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის სიაში. 1995 წლის ივლისში მან მიიღო ორმაგი პლატინის სტატუსი.

აუდიოკასეტაზე გამოცემულ ალბომში ასევე დამატებულია One of These Days და 22 წუთიანი ხმების კოლაჟი, რომელიც ჟღერდა ყოველი კონცერტის წინ. მასში გამოყენებულია რამდენიმე ნაწყვეტი პინკ ფლოიდის სხვა კომპოზიციიდან, Cluster One.

გრამფირფიტა წარმოდგენილია 4 ფირფიტის სახით. მასში დამატებულია One of These Days და ფოტო ბუკლეტის დიდი ვერსია. ვიდეო ფილმში ასევე დამატებულია Take It Back. ვიდეო ალბომისგან განსხვავდება იმით, რომ მასზე წარმოდგენილია ჯგუფის მთლიანი კონცერტი (20 ოქტომბერი, 1994).

ორიგინალური ალბომი გარდა ყველა ვერსიისა, გამოვიდა შეზღუდული ტირაჟითაც, სპეციალურ ყუთში, რომლის ერთ მხარეს ჩამონტაჟებული იყო პატარა ნათურა. ეს ნათურა გამუდმებით ინთებოდა და ქრებოდა, რაც პულსირების ეფექტს ტოვებდა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CD გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკი 1
# სახელწოდება მუსიკის ავტორ(ებ)ი წამყვანი ვოკალი ხანგრძლივობა
1. Shine On You Crazy Diamond, Parts I-V, VII (20 ოქტომბერი 1994, ერლს კორტი, ლონდონი) დევიდ გილმორი 13:35
2. Astronomy Domine (15 ოქტომბერი 1994, ერლს კორტი, ლონდონი) სიდ ბარეტი
  • გილმორი
  • რაიტი
4:20
3. What Do You Want From Me (21 სექტემბერი 1994, ჩინეჩიტა, რომი)
გილმორი 4:10
4. Learning to Fly (14 ოქტომბერი 1994, ერლს კორტი, ლონდონი) გილმორი 5:16
5. Keep Talking (17 August 1994, ჰანოვერ-არენა, ჰანოვერი)
  • გილმორი
  • რაიტი
  • სემსონი
გილმორი 6:52
6. Coming Back to Life (13 ოქტომბერი 1994, ერლს კორტი, ლონდონი) გილმორი გილმორი 6:56
7. Hey You (13, 15 ოქტომბერი 1994, ერლს კორტი, ლონდონი) უოტერსი გილმორი, ჯონ კერინი 4:40
8. A Great Day for Freedom (19 ოქტომბერი 1994, ერლს კორტი, ლონდონი)
  • გილმორი
  • სემსონი
გილმორი 4:30
9. Sorrow (20 სექტემბერი 1994, ჩინეჩიტა, რომი) გილმორი გილმორი 10:49
10. High Hopes (14, 19, 20, 21, 29 ოქტომბერი 1994, ერლს კორტი, ლონდონი)
  • გილმორი
  • სემსონი
გილმორი 7:52
11. Another Brick in the Wall, Part II (21 ოქტომბერი 1994, ერლს კორტი, ლონდონი) უოტერსი
7:08
სრული ხანგრძლივობა:
1:15:50
დისკი 2
# სახელწოდება მუსიკის ავტორ(ებ)ი წამყვანი ვოკალი ხანგრძლივობა
1. Speak to Me (20 სექტემბერი 1994, ჩინეჩიტა, რომი) ნიკ მეისონი ინსტრუმენტალი 2:30
2. Breathe (In the Air) (20 ოქტომბერი 1994, ერლს კორტი, ლონდონი)
  • გილმორი
  • უოტერსი
  • რაიტი
  • გილმორი
  • კერინი
2:33
3. On the Run (20 ოქტომბერი 1994, ერლს კორტი, ლონდონი)
  • გილმორი
  • უოტერსი
ინსტრუმენტალი 3:48
4. Time (17 სექტემბერი 1994, მოდენა, იტალია; 20 სექტემბერი 1994, ჩინეჩიტა, რომი; 20 ოქტომბერი 1994, ლონდონი)
  • გილმორი
  • უოტერსი
  • რაიტი
  • მეისონი
  • გილმორი
  • რაიტი
6:47
5. The Great Gig in the Sky (20 ოქტომბერი 1994, ერლს კორტი, ლონდონი)
5:52
6. Money (17 სექტემბერი 1994, მოდენა, იტალია; 20 ოქტომბერი 1994, ლონდონი) უოტერსი გილმორი 8:54
7. Us and Them (19, 20 ოქტომბერი 1994, ერლს კორტი, ლონდონი)
  • უოტერსი
  • რაიტი
გილმორი 6:58
8. Any Colour You Like (19, 23 ოქტომბერი 1994, ერლს კორტი, ლონდონი)
  • გილმორი
  • რაიტი
  • მეისონი
ინსტრუმენტალი 3:21
9. Brain Damage (19 ოქტომბერი 1994, ერლს კორტი, ლონდონი) უოტერსი გილმორი 3:46
10. Eclipse (19 ოქტომბერი 1994, ერლს კორტი, ლონდონი) უოტერსი გილმორი 2:38
11. Wish You Were Here (20 სექტემბერი 1994, ჩინეჩიტა, რომი)
  • გილმორი
  • უოტერსი
გილმორი 6:35
12. Comfortably Numb (20 ოქტომბერი 1994, ერლს კორტი, ლონდონი)
  • გილმორი
  • უოტერსი
  • გილმორი
  • რაიტი
  • კერინი
  • პრეტი
9:29
13. Run Like Hell (15 ოქტომბერი 1994, ერლს კორტი, ლონდონი)
  • გილმორი
  • უოტერსი
  • გილმორი
  • პრეტი (გილმორთან ერთად)
8:36
სრული ხანგრძლივობა:
1:11:57

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (1995) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალიის ალბომები (ARIA)[3] 1
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[4] 1
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[5] 1
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[6] 2
კანადა - საუკეთესო ალბომები/CD-ები (RPM)[7] 1
ჰოლანდიის ალბომები (MegaCharts)[8] 1
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[9] 11
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[10] 1
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[11] 1
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[12] 1
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[13] 2
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[14] 1
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[15] 1
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[16] 1

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სინგლი რეიტინგი პოზიცია
1995 What Do You Want from Me მეინსტრიმული როკის სიმღერები 13

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ერლეუაინი, სტივენ თომას. (2011 [last update])Pulse - Pink Floyd | AllMusic. allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 9 July 2011.
  2. O'Connor, Rob. (2011 [last update])Pulse by Pink Floyd | Rolling Stone Music | Music Reviews. rollingstone.com. წაკითხვის თარიღი: 9 July 2011.
  3. "Pink Floyd – P.U.L.S.E.". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  4. "Pink Floyd - P.U.L.S.E." (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  5. "Pink Floyd – P.U.L.S.E." (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  6. "Pink Floyd – P.U.L.S.E." (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  7. "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 9196." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  8. "Pink Floyd – P.U.L.S.E." (ჰოლანდიურად). Dutchcharts.nl. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  9. "Pink Floyd: P.U.L.S.E." (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  10. "Offiziellecharts.de – Pink Floyd – P.U.L.S.E." (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  11. "Pink Floyd – P.U.L.S.E.". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  12. "Pink Floyd – P.U.L.S.E.". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  13. "Pink Floyd – P.U.L.S.E.". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  14. "Pink Floyd – P.U.L.S.E.". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  15. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  16. "Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის 200 - Pink Floyd. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
წინამორბედი:
Cracked Rear View - Hootie & the Blowfish
#1 ალბომები (ბილბორდი, აშშ)
24–30 ივნისი 1995
შემდეგი:
HIStory - მაიკლ ჯექსონი
წინამორბედი:
Singles - ელისონ მოიე
#1 ალბომები (ბრიტანეთი)
10–23 ივნისი 1995
შემდეგი:
HIStory - მაიკლ ჯექსონი
წინამორბედი:
Tuesday Night Music Club - შერილ კროუ
#1 ალბომები (ავსტრალია)
25 ივნისი - 1 ივლისი 1995
შემდეგი:
HIStory - მაიკლ ჯექსონი