პროგრესული როკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროგრესული როკი, ან როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, პროგ როკიროკ-მუსიკის ქვეჟანრი[2], რომელიც წარმოიშვა 1960-იანი წლების ბოლოს, მიაღწია წარმატების პიკს 1970-იანებში და კვლავაც ვითარდება დღეს. უფრო მეტად იგი ასოცირებულია სიმფონიურ და არტ როკთან.

პროგრესული როკის ჟანრის კომპოზიციებში, როგორც წესი, შეტანილია კლასიკური ან ჯაზური მუსიკის ელემენტები. პროგრესული როკის კომპოზიციები ხშირად შედგება რამდენიმე ნაწილისგან, მათში ირღვევა ტემპი და რიტმი; ზოგჯერ გამოყენებულია სხვადასხვა ხმის ეფექტი და ა. შ. ამ ტიპის მუსიკალური ნაწარმოები, როგორც წესი, არ მონაწილეობს პოპულარული სიმღერების რეიტინგებში, თუმცა მუსიკოსები ხშირად, სიმღერის სინგლად გამოცემისათვის მიმართავენ სპეციალურ ხერხს — ამოკლებენ სიმღერას, რაც რადიოსადგურებსა და ტელევიზიას საშუალებას აძლევს, მოახდინონ სინგლის/კლიპის დემონსტრირება საკუთარი ეთერით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Piero Scaruffi, The History of Rock Music - The Sixties
  2. Listening to the future: the time of progressive rock, 1968-1978, pp. 71-75