Learning to Fly (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Learning to Fly“
სინგლი  - პინკ ფლოიდი
ალბომიდან A Momentary Lapse of Reason
B-მხარე Terminal Frost
გამოსვლის თარიღი 14 სექტემბერი 1987 (ბრიტანეთი)
16 სექტემბერი, 1987 (აშშ)
ფორმატი გრამფირფიტა, 12", კომპაქტ დისკი
ჩაიწერა ოქტომბერი 1986 – მაისი 1987
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 4:53 (ალბომის ვერსია) / 4:21 (სინგლის ვერსია)
ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი), Columbia Records (აშშ)/Capitol Records (აშშ)
პროდიუსერი დევიდ გილმორი, ენტონი მური, ბობ ეზრინი, ჯონ კერინი
პინკ ფლოიდი - სინგლების ქრონოლოგია
„Not Now John“
(1983)
Learning to Fly
(1987)
„On the Turning Away“
(1987)
A Momentary Lapse of Reason სიმღერების სია
Echoes: The Best of Pink Floyd სიმღერების სია

Learning to Fly“ (ქართ. ვსწავლობ ფრენას) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან A Momentary Lapse of Reason[1][2]. იგი გამოიცა სინგლის სახით, 1987 წელს. აგრეთვე გადაღებულია სიმღერის მუსიკალური ვიდეო.

სინგლს ამ სიმღერით დიდი პოპულარობა ხვდა წილად - ამერიკული წამყვანი როკ-ჩარტების #1 ადგილზე მოხვედრით. ახალ ზელანდიაში მან დაიკავა მეათე პოზიცია, აშშ-ს ძირითად ჩარტში - 70-ე, ხოლო გერმანიაში - 71-ე.

ამასთან, „Learning To Fly“ იყო მუსიკის ისტორიაში პირველი კომერციული CD-სინგლი. მასში, გარდა სხვა სიმღერებისა ამ ალბომიდან, შეტანილია „Terminal Frost“-ის სპეციალური ვერსია - გიტარის წამყვანი სოლოს გარეშე - რითაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მისი მოსმენისას საკუთარი სოლოს შესრულება.

შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ძირითადი ავტორია დევიდ გილმორი. მასში აღწერილია გილმორის ფიქრები ფრენის შესახებ (დევიდი არის ლიცენზიის მქონე პილოტი მრავალი რეიტინგით). ამის გარდა, ითვლება, რომ სიმღერაში საუბარია გილმორის ჯგუფის ლიდერობაზე, ახალ დასაწყისზე როჯერ უოტერსის გარეშე. უკანასკნელი თეორია დადასტურდა 1992 წელს, დევიდთან ინტერვიუში.

ტექსტი ეკუთვნის ენტონი მურს (ჯგუფი Slapp Happy, რომელსაც პიტერ ჯენერი კურირებდა). მური აგრეთვე დაბრუნდა ალბომზე The Division Bell მუშაობისას და რიჩარდ რაიტის ალბომზე Broken China. მის მიერ ამ სიმღერისთვის შექმნილი ტექსტის გავლენად იქცა გილმორის მიერ თვითმფრინავის მართვის გამოცდილება.

დევიდ გილმორი:

მეც მაღლა დავფრინავ - თვითმფრინავებს ვმართავ. ჰო, ერთძრავიანი თვითმფრინავების მართვის ლიცენზია მაქვს. ამას წინათ გამოცდები ჩავაბარე და რანგი ავიმაღლე - შემიძლია ორძრავიანის მართვაც. მე და ნიკს საკუთარი ბიპლანები გვყავს. ენტონი სტუდიაში ხოლმე დილიდან მუშაობდა, მე კი არ ვჩნდებოდი. მე ვრეკავდი და მერე გადასცემდნენ - დევიდი დღეს არ მოდის, ვინაიდან ფრენას სწავლობს.

სიმღერაში ჟღერს ნიკ მეისონის ხმაც.

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპოზიცია სრულდებოდა ჯგუფის ორივე საკონცერტო ტურნეში, რომელიც ჩატარდა უკვე როჯერ უოტერსის წასვლის შემდეგ. საკონცერტო ვერსიებში გიტარის სოლოს ასრულებდა ტიმ რენუიკი. ეკრანზე გამოიყენებოდა სტორმ თორგერსონის მიერ გადაღებული მეორე ვიდეო, აერობილიკის სცენებით. ყველა შესრულების დროს „Learning to Fly“ განსხვავდებოდა ორიგინალური სტუდიური ვერსიისგან იმით, რომ იწყებოდა მხოლოდ დასარტყმელების ხმით და ბასის ჟღერადობით.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია სტორმ თორგერსონი. ვიდეო გადაღებულია კანადაში, ტურნეს A Momentary Lapse of Reason რეპეტიციების დროს. მასში გამოყენებულია როგორც ჯგუფის სასცენო გამოსვლის სცენები, ასევე სიუჟეტური კადრები, სადაც ამერიკელი მამაკაცი მუშაობს მინდორზე და ადის მთაზე, საიდანაც ხტება და მიფრინავს. მის როლს განასახიერებს ლოურენს ბეინი, კანადელი მსახიობი.

კადრები გადაღებულია უესტ ვინდ რიჯის, კანანასკისში (კანადა) მდებარე მთის მიდამოებში (და თავად მთაზეც).

MTV-ს გადაცემაში Video Countdown 1987 წლის ნოემბერში მუსიკალური ვიდეო მოხვდა #9 პოზიციაზე, ხოლო საერთო ჯამში 1987 წელს მოხვდა ამ არხის რეიტინგის #60 ადგილზე. MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე მან 1988 წელს ჯგუფს მოუტანა ერთადერთი ჯილდო კონცეპტუალური ვიდეოს კატეგორიაში.

ვიდეო შეტანილია DVD-ს Pulse (2006) დამატებებში.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7" სინგლი (EMI, EM 26)
  1. Learning To Fly (7" ვერსია) - 4:21
  2. Terminal Frost (ალბომის ვერსია) - 6:16

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პინკ ფლოიდი
სხვა მუსიკოსები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.