The Final Cut

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Final Cut

სტუდიური ალბომი - პინკ ფლოიდი
გამოცემის თარიღი 21 მარტი, 1983 (1983-03-21)
ჩაიწერა ივლისი - დეკემბერი, 1982
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 43:27
ლეიბლი Harvest
პროდიუსერი როჯერ უოტერსი, ჯეიმზ გათრი, მაიკლ კემენი
პინკ ფლოიდი – ქრონოლოგია

The Wall
(1979)
The Final Cut
(1983)
A Momentary Lapse of Reason
(1987)
სინგლები ალბომიდან The Final Cut
  1. „Not Now John“
    გამოვიდა: 3 მაისი 1983
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
AllMusic 3/5 stars[1]
The Daily Telegraph 2/5 stars[2]
Drowned in Sound 4/10[3]
MusicHound 2.5/5 stars[4]
Pitchfork Media 9.0/10[5]
The Rolling Stone Album Guide 2/5 stars[6]

The Final Cut (ქართ. უკანასკნელი მონტაჟი) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1983 წლის სტუდიური ალბომი. ეს უკანასკნელი ალბომია, რომელიც როჯერ უოტერსის მონაწილეობით ჩაიწერა. არც ერთი სიმღერა ამ ალბომიდან ჯგუფის კონცერტებზე არ შესრულებულა, თუმცა რამდენიმეს უოტერსის სოლო-ტურნეებში უკრავდა. ალბომის მუსიკალური მასალა ახლოს არის დისკის The Wall სიმღერებთან, თუმცა უოტერსის დომინირებას აქ ხაზს უსვამს წარწერა გარეკანზე: „The Final Cut: ომის შემდგომი ოცნების რეკვიემი - ავტორი როჯერ უოტერსი, ასრულებს პინკ ფლოიდი.“

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, The Final Cut უნდა ყოფილიყო ალბომი ფილმის პინკ ფლოიდი: კედელი[7] საუნდტრეკი, მაგრამ შემდგომში იგი გარდაიქმნა დამოუკიდებელ კონცეფტუალურ ანტისაომარ ალბომად. წარწერა ალბომზე The Final Cut: ომის შემდგომი ოცნების რეკვიემი - ავტორი როჯერ უოტერსი, ასრულებს პინკ ფლოიდი. ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ უოტერსმა ყველაფერი საკუთარ ხელში აიღო. აგრეთვე, ალბომზე არ უკრავს რიჩარდ რაიტი. დევიდ გილმორის ერთადერთი ვოკალური პარტია ჟღერს სიმღერაში „Not Now John“. მთლიანობაში, ალბომი უფრო მეტად ჟღერს, როგორც უოტერსის სოლო ალბომი, თუმცა ყოველი სიმღერის განწყობა საკმაოდ ბნელია. უოტერსის წინადადებით, იგი მართლაც როჯერის ოფიციალური სოლო ალბომი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გილმორმა ამაზე უარი თქვა და სთხოვა ალბომის პინკ ფლოიდის სახელით გამოცემა. ამ ფაქტს ნიკ მეისონი ხაზს უსვამს საკუთარ წიგნში Inside Out: A Personal History of Pink Floyd.

დისკში გამოიყენება Holophonic-ის სტერეოეფექტი.

1985 წელს უოტერსმა დატოვა ჯგუფი, ხოლო პინკ ფლოიდის დარჩენილმა წევრებმა ჩაწერეს ახალი ალბომი A Momentary Lapse of Reason.

The Final Cut აგრეთვე არის პინკ ფლოიდის ერთადერთი ალბომი, რომელსაც არ მოჰყოლია საკონცერტო ტურნე. ჯგუფი არაოფიციალურად დაიშალა 1983 წლის იანვარში, ხოლო უოტერსმა დაიწყო საკუთარ ალბომზე The Pros and Cons of Hitch Hiking მუშაობა, გილმორმა კი - ალბომზე About Face.

„Not Now John“ გამოიცა სინგლის სახით, სადაც ამოღებული იყო ფრაზა „fuck all that“ და ჩაწერილი იყო „stuff all that“. სინგლის მეორე მხარეს იყო „The Hero's Return“-ის ორი ნაწილი - ის, რომელიც ალბომში ჟღერს და დამატებითი სტროფი.

ალბომი გრამფირფიტაზე გამოიცა 1983 წლის 21 მარტს. შემდგომში იგი აშშ-ში გამოვიდა, იმავე წლის 2 აპრილს. ინტერესი დისკის მიმართ საკმაოდ დიდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა კრიტიკოსმა იგი უარყოფითად შეაფასა.

2004 წელს გამოვიდა ალბომის რემასტერი, დამატებითი სიმღერით „When the Tigers Broke Free“, რომელიც მანამდე სინგლის სახით იქნა გამოცემული და ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ ჟღერს.

გარეკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის გარეკანი გამდიდრებულია ანტისაომარი ილუსტრაციებით. თავდაპირველად მსმენელი ხედავს სამხედრო სამხრეულებისა და მედლების ფერად კოლაჟს. ესენია: 1939-45 წლის ვარსკვლავი, აფრიკული კამპანიის ვარსკვლავი, ვარსკვლავი სამშობლოს დაცვისთვის და ცნობილი მფრინავი ჯვარი.

ალბომის გაშლილ მხარეს წარმოდგენილია სიმღერების ტექსტები და ინფორმაცია პერსონალის შესახებ. იგივე გადმოტანილია CD გამოცემებშიც. 1994 და 2011 წლის გამოცემებში ილუსტრაციები უბრალოდ გადანაწილებულია ცალკეულ გვერდებზე, სიმღერების ტექსტებთან ერთად. CD-ების გამოცემებზე ძირითადად გამოტანილია ჯგუფის და ალბომის სახელწოდებები, თუმცა 2011 წლის გამოცემაში ისინი ამოღებულია.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის და ტექსტის ავტორი - როჯერ უოტერსი; ძირითადი ვოკალი - როჯერ უოტერსი, სიმღერაში Not Now John ვოკალებს ასრულებენ დევიდ გილმორი და როჯერ უოტერსი.

გრამფირფიტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„The Post War Dream“3:02
2.„Your Possible Pasts“4:22
3.„One of the Few“1:12
4.„The Hero's Return“2:56
5.„The Gunner's Dream“5:07
6.„Paranoid Eyes“3:40
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Get Your Filthy Hands off My Desert“1:19
2.„The Fletcher Memorial Home“4:11
3.„Southampton Dock“2:13
4.„The Final Cut“4:46
5.„Not Now John“5:01
6.„Two Suns in the Sunset“5:14

2004 წლის გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„The Post War Dream“3:00
2.„Your Possible Past“4:26
3.„One of the Few“1:11
4.„When the Tigers Broke Free“3:16
5.„The Hero's Return“2:43
6.„The Gunner's Dream“5:18
7.„Paranoid Eyes“3:41
8.„Get Your Filthy Hands off My Desert“1:17
9.„The Fletcher Memorial Home“4:12
10.„Southampton Dock“2:10
11.„The Final Cut“4:45
12.„Not Now John“4:56
13.„Two Suns in the Sunset“5:23

ფილმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როჯერ უოტერსის ჩანაფიქრით, გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი „The Final Cut EP“, რომელშიც გამოიყენეს ოთხი სიმღერა ალბომიდან, შემდეგი თანმიმდევრობით: The Gunner's Dream, The Final Cut, Not Now John, და The Fletcher Memorial Home. ფილმი გადაიღო უოტერსის ქვისლმა, უილი კრისტიმ.

ფილმში მთავარი როლი შეასრულა ამერიკელმა მსახიობმა ალექს მაკევოიმ, რომელმაც უფრო ადრე ითამაშა მასწავლებლის როლი ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“. თუმცა, პარალელურად, კიდევ ერთი მთავარი, პაციენტის როლი შეასრულა თავად უოტერსმა, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში ზის ფსიქიატრის წინაშე და თავის ისტორიას უყვება.

კონცეფცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომში რამდენიმე სიუჟეტური ხაზია:

  • ერთ-ერთი აღწერს უოტერსის მსოფლმხედველობას. სიმღერების უმეტესობაში პირდაპირი მითითებაა ფოლკლენდის კონფლიქტზე, რომელშიც ჩაბმულები ივყნენ მარგარეტ ტეტჩერი, იენ პეისლი, რონალდ რეიგანი და მენახემ ბეგინი. ფლეტჩერის სახელი სიმღერიდან „The Fletcher Memorial Home“ სინამდვილეში როჯერის მამის, ერიკის მეორე სახელია. უოტერსის მამა მოკლული იქნა ანციოს ხიდზე ჩატარებული სამხედრო ოპერაციისას, მეორე მსოფლიო ომის დროს. ალბომში ასევე განხილულია ბირთვული ომის საშიშროება.
  • მეორე სიუჟეტურ ხაზში შეიმჩნევა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისა და მასწავლებლის პიროვნება. იგი იხსენებს ომს („Your Possible Pasts“, „The Gunner's Dream“), გადააქვს საკუთარი პრობლემები მოსწავლეებზე („One of the Few“, „The Hero's Return“) და დასტირის ცხოვრებას („Paranoid Eyes“). მანამდე, ალბომის The Wall სიმღერაში „The Happiest Days of Our Lives“ ნახსენებია მასწავლებლები, რომლებიც პირად ბოღმას ბავშვებზე ავრცელებდნენ.
  • დასასრულს ჩანს დეპრესიული ადამიანი (რომელიც, შესაძლებელია, არის პინკი, კედლის ჩამონგრევის შემდეგ). იგი ცდილობს რეალური სამყაროსგან განცალკევებას ან თვითმკვლელობას, მაგრამ ეს შეუძლებელია. სიმღერაში „The Final Cut“ სწორედ ამაზეა საუბარი. მისი მთავარი გმირი არის პინკის მსგავსი პიროვნება, რომელშიც დარჩა მხოლოდ შიზოფრენიული განცდები.

ანალიზი და რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Final Cut პინკ ფლოიდის ყველაზე მეტად პოლიტიზირებული ალბომია. იგი იმდროინდელი მსოფლიოს სოციალისტურ კრიტიკას წარმოადგენს. უოტერსი განიცდის, რომ მიმდინარეობს ტოტალური გლობალიზაცია, უაზრო კონფლიქტის გამო ფოლკლენდის ომს აქვს ადგილი, ხოლო დღეს თუ ხვალ დგება ბირთვული ჰოლოკოსტის საშიშროება. დისკის მსვლელობისას ჩნდება ისტორიის მთავარი მთხრობელი, რომელიც გადაურჩა ომში დაღუპვას და საკუთარ ფიქრებთან არის დარჩენილი. ღამით იგი კოშმარებს ხედავს, რადგანაც ახსენდება ომი.

ალბომის ერთ-ერთ სიმღერაში „The Fletcher Memorial Home“ გმირი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ სჯობს ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთ სახლში შეგდება, სადაც მათ შეუძლიათ ერთმანეთთან ყოფნა და საკუთარი შეშლილი იდეების გაცვლა. ვიდეოფილმში „The Final Cut EP“ ნაჩვენებია სულიერად შეშლილი ადამიანების სახლი, რომელშიც ცხოვრობენ ტეტჩერი, ჰიტლერი, ბონაპარტი და სხვა პოლიტიკოსები. 2006-2007 წელს, საკუთარ სოლო-ტურნეზე, უოტერსი ამ სიმღერის შესრულებისას იყენებდა სლაიდებს ოსამა ბინ ლადენის, ჯორჯ ბუშისა და სხვა ცნობილი ადამიანების ფოტოსურათებით.

„The Gunner's Dream“ არის უოტერსის მიერ მსოფლიოს იდეალური ხედვა: ომების გარეშე, სამყაროსი, სადაც ყველა ემორჩილება კანონს და არავინ კლავს ბავშვებს. „Not Now John“ და „Paranoid Eyes“ განიხილავენ მსოფლიოში გაბატონებულ რამდენიმე წყობას. აქ მთავარი გმირი, რომელიც ვერ უმკლავდება საკუთარ თავს, მიმართავს ალკოჰოლს, რათა ტკივილი დაივიწყოს. სასათაურო „The Final Cut“ უოტერსის ერთ-ერთი ყველაზე პირადული სიმღერაა, რომელიც კომპოზიციური წყობით და ორკესტრირებით ჰგავს „Comfortably Numb“-ს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად იგი დაიწერა ალბომისთვის The Wall. ალბომის დასასრულს პესიმისტური ნოტია - ბირთვული აფეთქება, ხოლო მთავარი პერსონაჟი ხედავს ორ მზეს - ერთი თავად მზეა, მეორე კი - დიდი, ეგრეთ წოდებული „სოკო“, რომელიც რჩება ასეთი აფეთქების შემდეგ. ამით ბათილდება „The Gunner's Dream“-ში გამოხატული იმედი.

რეაქცია ამ ალბომზე კრიტიკოსების მხრიდან განსხვავებული იყო. ჟურნალში Rolling Stone კურტ ლოდერმა მას ხუთი ვარსკვლავი მიანიჭა, უწოდა რა „არტ-როკის დამაგვირგვინებელი ნამუშევარი“ და აღნიშნა, რომ ბობ დილანის ალბომის Masters of War შემდეგ ჯერ არავინ შესძლო პოლიტიკაზე ასეთი პირდაპირი იერიშის მიტანა. პინკ ფლოიდის მოყვარულების ჟურნალის „The Amazing Pudding“ მკითხველებმა მას ჯგუფის ყველაზე ცუდი ალბომის სტატუსი მიანიჭეს, თუმცა რედაქციამ იგი საუკეთესოდ ჩათვალა.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტები და სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ერლეუაინი, სტივენ თომას, The Final Cut – Overview, allmusic.com, http://www.allmusic.com/album/r46695. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი 2009
  2. მაკ-კორმიკი, ნილ (20 მაისი 2014), "Pink Floyd's 14 studio albums rated", The Daily Telegraph (ლონდონი), http://www.telegraph.co.uk/culture/music/8790376/Pink-Floyds-14-studio-albums-rated.html. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2014
  3. Diver, Mike (1 მაისი 2004), Pink Floyd: The Final Cut: Remastered, drownedinsound.com, http://drownedinsound.com/releases/3671/reviews/9535-. წაკითხვის თარიღი: 27 ოქტომბერი 2009 დაარქივებული 2010-09-09 საიტზე Wayback Machine.
  4. Graff & Durchholz 1999, p. 872.
  5. Ott, კრის (3 ივნისი 2004), Pink Floyd The Final Cut, Pitchfork Media, http://pitchfork.com/reviews/albums/6308-the-final-cut/. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2014 დაარქივებული 27 December 2014[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  6. შეფილდი, რობ (2 ნოემბერი 2004), "Pink Floyd: Album Guide", Rolling Stone (Wenner Media, Fireside Books), http://www.rollingstone.com/music/artists/pink-floyd/albumguide. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2014
  7. ბლეიკი 2008, p. 294–295
  8. კენტი, დევიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992, Illustrated, St. Ives, N.S.W.: Australian Chart Book, გვ. 233. ISBN 0-646-11917-6. 
  9. "Pink Floyd - The Final Cut" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  10. "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 6293a." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  11. "Pink Floyd – The Final Cut" (ჰოლანდიურად). Dutchcharts.nl. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  12. "Offiziellecharts.de – Pink Floyd – The Final Cut" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  13. "Pink Floyd – The Final Cut". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  14. "Pink Floyd – The Final Cut". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  15. "Pink Floyd – The Final Cut". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  16. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  17. "Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის 200 - Pink Floyd. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  18. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 2 თებერვალი 2017.
  19. Austrian album certifications – Pink Floyd – The Final Cut გერმანულად. IFPI ავსტრია. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016. შეიყვანეთ Pink Floyd ველში Interpret. შეიყვანეთ The Final Cut ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  20. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Pink Floyd; 'The Final Cut') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016.
  21. Italian album certifications – Pink Floyd – The Final Cut იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია. ციტირების თარიღი: 30 იანვარი 2017.
  22. British album certifications – Pink Floyd – The Final Cut. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016. შეიყვანეთ The Final Cut ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  23. American album certifications – Pink Floyd – The Final Cut. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2016. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Final_Cut&oldid=4426771“-დან