The Thin Ice

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„The Thin Ice“
სიმღერა, შემსრულებელი – პინკ ფლოიდი, ალბომიდან The Wall
გამოსვლის თარიღი 30 ნოემბერი 1979 (ინგლისი)
8 დეკემბერი 1979 (აშშ)
ჩაიწერა აპრილი-ნოემბერი, 1979
ჟანრი პროგრესული როკი, მძიმე როკი
ენა ინგლისური
ხანგრძლივობა 2:27
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ინგლისი), Columbia Records (აშშ)/Capitol Records (აშშ)
ავტორი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი
The Wall - სიმღერები

The Thin Ice“ (ქართ. თხელი ყინული) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეორე სიმღერა ალბომის The Wall პირველ დისკზე.[1][2]

კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა გრძელდება 2 წუთს და 30 წამს. პირველი რამდენიმე წამის განმავლობაში ჟღერს ჩვილის ტირილი (რომელიც წინა სიმღერა „In the Flesh?“-ს მოჰყვება). შემდეგ ჟღერს დევიდ გილმორის ნაზი ვოკალი.

56 წამის შემდეგ სრულდება გილმორის ტექსტი და იწყება როჯერ უოტერსის სტროფი. ტექსტი დასასრულს ცინიკური ტონის მატარებელია. საბოლოოდ მას უერთდება გიტარის ხმაურიანი სოლო.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით.

სიმღერაშ მიმოხილულია პინკის ცხოვრების ადრეული წლები, სანამ იგი გაიზრდება და მიხვდება, თუ რა ბედი ეწია მის მამას. „The Thin Ice“ ნიშნავს ადამიანების ცხოვრებაში უმწიკვლობის პერიოდს, სანამ ისინი მიხვდებიან, თუ რა სამყაროთი არიან მოცულები.

სიმღერის მესამე და მეოთხე სტრიქონი მესამე სტროფიდან - „Dragging behind you the silent reproach / Of a million tear-stained eyes“ („და უკან გაიყოლო მილიონი აცრემლებული თვალის პირქუში საყვედური“) აღიშნავს ფსიქოლოგიურ და სულიერ ეფექტს, რომელიც შეიძლება იქონიოს ომმა - არა მხოლოდ მათზე, ვინც იგი გადაიტანა, არამედ მათზეც, ვინც მას გადაურჩა, მაგრამ ომის ტკივილის უკანასკნელი მატარებელია.

ფილმის ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ ნაჩვენებია ომში წასული ათასობით მამაკაცი, დაჭრილი ან მკვდარი. შემდეგ მოქმედება გადადის პინკზე, რომელიც სასტუმროს აუზში ცურავს. მამის სიკვდილზე ფიქრის დროს მას წყალი სისხლად ეჩვენება.

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის 1980-1981 წლების კონცერტებზე, სცენაზე თვითმფრინავის დაცემისა და აფეთქების შემდეგ ნომერს ჩვეულებრივად ასრულებდა დევიდ გილმორი, დამატებითი იმპროვიზაციის გარეშე.

უოტერსის 1990 წლის კონცერტზე The Wall Live in Berlin სიმღერას ასრულებდა უტე ლემპერი. საგულისხმოა, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ამ დროს სცენის ერთ ნაწილში შეწყდა და მოგვიანებით აღდგა, რასაც მოჰყვა სიმღერის განმეორებით შესრულება.

აგრეთვე, როჯერის 2010-2013 წლების ტურნეს The Wall Live ფარგლებში შესრულებულ ამ სიმღერას ახლდა რეალური ომის მსხვერპლთა ჩვენება. მათ შორის ჩნდებოდა როჯერის მამის, ერიკ ფლეტჩერ უოტერსის ფოტოსურათის, რასაც მოჰყვებოდა მსმენელთა მიერ როჯერის საიტზე ატვირთული ფოტოსურათები, ომში დაკარგული ან დაღუპული ახლობლების გამოსახულებით. მას შემდეგ, რაც ფოტო ჩნდებოდა ცენტრალურ, მრგვალ ეკრანზე, იგი პროექციის სახით გადადიოდა კედლის დეკორაციის ცალკე აგურზე.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ფიტჩი, ვერნონ და მეიონი, რიჩარდ, Comfortably Numb — A History of The Wall 1978–1981, 2006, p.72
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Thin_Ice&oldid=3353518“-დან