One of These Days

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„One of These Days“
სინგლი  - პინკ ფლოიდი
ალბომიდან Meddle
B-მხარე „Fearless“ (აშშ და იტალია)
„Seamus“ (იაპონია)
გამოსვლის თარიღი = 29 ნოემბერი 1971 (1971-11-29)[1]
ფორმატი 7"
ჩაიწერა იანვარი-აგვისტო 1971
ჟანრი
ხანგრძლივობა 5:57
ლეიბლი
სიმღერის ავტორი
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
პინკ ფლოიდი - სინგლების ქრონოლოგია
„The Nile Song“
(1969)
One of These Days
(1971)
„Free Four“
(1972)
Echoes: The Best of Pink Floyd სიმღერების სია

One of These Days“ (ინგლ. ამ დღეებში) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1971 წლის ალბომის Meddle პირველი კომპოზიცია.[2][3] სიმღერის სარეკლამო სინგლი შეზღუდული რაოდენობით გამოიცა შტატებში და ბრიტანეთში, 1971 წლის ოქტომბერ-ნოემბერში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპოზიციის ერთადერთი ფრაზა „One of these days, I'm going to cut you into little pieces“ (ხმა ნიკ მეისონს ეკუთვნის) არის სწრაფი ტემპით ჩაწერილი, მაგრამ შემდგომში ეს ხმა შეანელეს და ხმამ უცნაური ეფექტი შეიძინა, რომელიც ერწყმის კომპოზიციის დაძაბულ განწყობას.

დევიდ გილმორი:

როჯერმა ბასზე Binson-ის მეშვეობით დაუკრა და ასე მივიღეთ One of These Days - უბრალოდ ასე მოხდა.

კომპოზიცია იწყება ქარის ხმით, რომლის იმიტირებაც სტუდიური საშუალებებით მოახდინეს. ორი ბას-გიტარიდან ერთ-ერთის ხმა უფრო დაწეულია. გილმორის თქმით, ეს მხოლოდ იმიტომ იყო, რომ საკრავს ძველი სიმები ჰქონდა და, როდესაც მათ გააგზავნეს ერთ-ერთი მენეჯერი სიმების საყიდლად, მან ამჯობინა მეგობარ გოგონასთან ერთად გასეირნება.

ბას-გიტარა ორ არხზეა ჩაწერილი - გილმორის პარტია ერთ არხში ისმის, როჯერ უოტერსის - მეორეში. მეოთხე წუთზე ჟღერს მელოდია, რომელიც ახლოს არის სერიალის „Doctor Who“ თემასთან.

დევიდი:

შენსა და ექოს შორის თითქოს რიტმს ქმნი. თავდაპირველად მხოლოდ ეს ხმა იყო. მერე ჩავწერეთ და კომპოზიციას არ ჰგავდა, ამიტომ კიდევ ერთი ჩავწერეთ, მძიმე ვიბრირებით - აი იმ შუა სექციით, რომელიც შემდეგ დავამონტაჟეთ. მერე კი დავამატეთ გიტარები და ორგანები.

როჯერი:

ყოველთვის მაოცებდა მარტი რამე - თუკი ჟღერს ექოს შეყოვნების ეფექტი - გონკ, გონკ, გონკ, გონკ, შეგიძლია  დაამატო - გონკ, გა გა, გონკ, გა გა. რიტმს შენ მაგივრად ქმნის მცირე მოწყობილობა.

„Guitar Magazine“-თან საუბრისას დევიდი აღნიშნავდა, რომ ჩაწერისას გამოიყენა Fender Stratocaster და Lewis-ის ეფექტი. ბოლოს კი დაემატა ქარის ხმაური დასაწყისსა და ფინალში. როჯერი:

უმარტივესი რამ ყოველთვის ყველაზე კარგია. მაგალითად, ქარის ხმა One of These Days-ის დასაწყისში ძალიან ეფექტურია.

სახელწოდება, რომელიც აგრეთვე კომპოზიციის ერთადერთი სტრიქონია, როჯერმა მოიტანა. 1987 წელს ერთ-ერთმა მსმენელმა მას ჰკითხა, თუ ვისი დაჭრა სურდათ. როჯერმა გაიხსენა, რომ არსებობდა დიჯეი ჯიმი იანგი. 1970-იანების დასაწყისში უოტერსს უყვარდა მისი საუბრების ჩანაწერების დაჭრა და აბსურდული თანმიმდევრობით კონცერტების დროს გაშვება. სტუდიაში ჯგუფი თავად ატარებდა ექსპერიმენტებს მისი ხმით, რომელიც თავდაპირველად ამ ნომერს ახლდა. 70-იანების დასაწყისში ჯგუფის კონცერტების შესავალში ჟღერდა იანგის რადიოგადაცემის „Family Favourites“ ნაწყვეტების მონტაჟებიც.

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად კომპოზიცია შესრულდა 1971 წლის 12 ივნისს და შემდგომში სრულდებოდა 1973 წლის კონცერტების ჩათვლით. ჯგუფმა იგი დააბრუნა 1987-1989 წლების ტურნეში და, რა თქმა უნდა, 1994 წელს. 80-90-იანებში მისი შესრულებისას ჰაერში ჩნდებოდა გასაბერი ღორები. 1970-იანებში კომპოზიციის შესრულებისას სტუდიურ ვერსიასთან შედარებით უფრო მკაცრი, სწრაფი რიტმი გამოიყენებოდა. იგივე ტიპის შესრულება წარმოდგენილია ფილმში Pink Floyd Live at Pompeii, სადაც ნიკ მეისონს დაკვრის დროს ჯოხიც უვარდება (რომელსაც იგი იგივე წამს ცვლის).

2016 წელს კომპოზიცია დაბრუნდა დევიდ გილმორის ტურნეში, ვროცლავის კონცერტიდან მოყოლებული. 2016 წლის ამერიკული კონცერტებიდან მოყოლებული როჯერმა ნომერი საკუთარ პროგრამაშიც შეიტანა.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წელს მხატვარ იენ იმზის მიერ  „One Of These Days“-ის მიხედვით შეიქმნა ანიმაციური რგოლი, რომელიც აგრეთვე წარდგენილი იყო ანიმაციის ვიდეოკომპილაციაში „Fantastic Animation Festival“. 1974 წელს იგი გადაცემაში „The Old Grey Whistle Test“ აჩვენეს. ჯგუფის წევრებმა, იხილეს რა ეს რგოლი, იმზს შეუკვეთეს „Time“-ის ანიმაციური თანხლება.

2016 წელს ვიდეო პირველად გამოიყენეს პროექციის სახით კომპოზიციის შესრულებისას, დევიდ გილმორის ტურნეს Rattle That Lock Tour დროს, დაწყებული ვროცლავის კონცერტით.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. One Of These Days - 5:50
  2. Fearless - 6:03

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გლენ პოვი (2007). Echoes: The Complete History of Pink Floyd. Mind Head Publishing, გვ. 344. ISBN 978-0-9554624-0-5. 
  2. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  3. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.