Outside the Wall

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Outside the Wall“
სიმღერა, შემსრულებელი – პინკ ფლოიდი, ალბომიდან The Wall
გამოსვლის თარიღი 30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი)
8 დეკემბერი 1979 (აშშ)
ჩაიწერა აპრილი - ნოემბერი 1979
ჟანრი არტ-როკი, პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 1:41
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი)
Columbia Records/Capitol Records (აშშ)
ავტორი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი, როჯერ უოტერსი
The Wall - სიმღერები

Outside the Wall“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. იგი შეტანილია 1979 წლის ალბომში The Wall[1][2]. სიმღერის ავტორია როჯერ უოტერსი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით.

ალბომის სხვა სიმღერებისგან განსხვავებით, აქ პინკი არ არის ცენტრალური პერსონაჟი. საუბარია იმაზე, რომ კედელი დაინგრა და განიხილება აზრი იმის შესახებ, რომ მრავალ ადამიანს აქვს სოციალური ბარიერი და ეს მოვლენა განმეორბადია. იმ დროს, როდესაც ერთი პიროვნება უბრუნდება საზოგადოებას, მეორე მას ტოვებს.

დეტალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერაში კიდევ ერთხელ არის ნახსენები „ნაზი გულები“ (The Bleeding Hearts). მნიშვნელოვანია, რომ როჯერი საკუთარ 1986-1987 წლების სესიურ და ტურნეს ბენდს უწოდებდა The Bleeding Heart Band. სწორედ ამ შემადგენლობით ჩაიწერა საუნდტრეკი „When the Wind Blows“ და ალბომი Radio K.A.O.S..

სიმღერის ბოლოს ჟღერს ფრაზა, რომელიც უერთდება ალბომის პირველ კომპოზიციას „In the Flesh?“. იგივე შეიძლება ითქვას საბოლოო წყვეტილ მელოდიაზე. 8 ფირიან აუდიოკარტრიჯზე, რომელიც ავტომატურად უკრავდა პირველ სიმღერას, ფრაზა „Isn't This Where We Came In“ საერთოდ ამოვარდა.

ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ შეტანილია სიმღერის განსხვავებული ვერსია, ორკესტრის მონაწილეობით. მისი ერთ-ერთი სეგმენტი კომპოზიის „Southampton Dock“ მონაკვეთის აკორდებს იმეორებს. იგივე ვერსია ჟღერს The Wall Live In Berlin-ის ფინალში.

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცალკე აღსანიშნავია სიმღერის საკონცერტო ვერსია, რომელიც სრულდებოდა The Wall-ის ყველა შოუს მიწურულს, გარდა როჯერის კონცერტისა The Wall Live in Berlin (იგი ჩაანაცვლა ჯგუფურმა The Tide Is Turning (After Live Aid)-მა, რომელიც, უოტერსის, აზრით, უფრო დადებითი მუხტის მატარებელი იყო და უფრო მოერგო საერთო სანახაობას). როგორც წესი, ყოველი შოუს ბოლოს სცენაზე გამოდიოდა მთელი მონაწილე ბენდი. ყოველ მუსიკოსს ეკავა ინსტრუმენტი, რომელიც მის ძირითად ინსტრუმენტს არ წარმოადგენდა (მაგალითად, რიჩარდ რაიტს - აკორდეონი). შემდეგ ყველა გადიოდა სცენიდან, მაგრამ ოთხი ძირითადი მუსიკოსი ბრუნდებოდა და ემშვიდობებოდა მსმენელს, კედლის ნანგრევების ფონზე.

მსგავსი სახით სიმღერა სრულდებოდა როჯერის 2010-2013 წლების ტურნეს ფარგლებშიც. 2011 წლის 12 მაისს, მას შემდეგ, რაც უოტერსთან მოწვეულმა დევიდ გილმორმა შეასრულა მხოლოდ „Comfortably Numb“, როჯერმა იგი სცენაზე იხმო, ისევე როგორც ნიკ მეისონი (რომელიც ამ დროს დარბაზში იმყოფებოდა). დევიდი უკრავდა მომცრო ზომის გიტარაზე, ხოლო ნიკი - დაირაზე. მათ კიდევ ერთხელ შეასრულეს ეს ნომერი და მას შემდეგ, რაც სცენაზე მხოლოდ სამნი დარჩნენ, დაემშვიდობნენ მსმენელს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Outside_the_Wall&oldid=3384451“-დან