Recorded Music NZ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Recorded Music NZ (ადრე — ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია (ინგლ. Recording Industry Association of New Zealand), შემოკლ. RIANZ)[1] — არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ჩანაწერის პროდიუსერებს, ლეიბლების ხმისჩამწერებს, დისტრიბუტორებს და მუსიკოსებს — ყველას, ვინც დაკავშირებულია მუსიკალური ნაწარმოებების გაყიდვასთან ახალ ზელანდიაში. წევრობა Recorded Music NZ-ში ღიაა, მაგრამ ყველაზე უფრო მეტი წონა აქვთ «დიდი სამეულის» ლეიბლებს (Sony, Universal და Warner), დანარჩენ კომპანიებს აქვთ აფილირებული სტატუსი[2].

2013 წლის ივნისამდე ასოციაცია ცნობილი იყო როგორც «ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია» (RIANZ). RIANZ და PPNZ Music Licensing გაერთიანდნენ და სახელად დაირქვეს Recorded Music NZ[3].

პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

«New Zealand Music Awards» — Recorded Music NZ-ის ყოველწლიური პრემიაა ხმისჩამწერ სფეროში დიდი მიღწევებისათვის; ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ავტორიტეტულად ახალ ზელანდიაში. ენიჭება 1965 წლიდან[4].

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Recorded Music NZ აქვეყნებს ახალი ზელანდიის ალბომების და სინგლების ოფიციალურ ჩარტებს. სინგლების ტოპ-40 შედგება, როგორც გაყიდვების მონაცემებისგან, ასევე კომპოზიციების რადიოში მაუწყებლობის შესახებ ინფორმაციებისგან (ე. წ. airplay) პროპორციით 3:1. რადიომაუწყებლობის მონაცემების შეკრებას ახორციელებს სააგენტო Radioscope.

Recorded Music NZ ასევე აქვეყნებს წლის ბოლოს არსებულ ჩარტებს. დღეისათვის ისინი ყალიბდება რელიზის გაყიდვების რაოდენობის შესაბამისად, ხოლო ადრე ხმარებაში იყო ქულების სისტემა: კვირაში № 1 იღებდა 50 ქულას, № 2 — 49 ქულას და ასე შემდეგ, წლის ბოლოს ეს ქულები ჯამდებოდა.

სერთიფიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგლს ან ალბომს შეუძლია მიიღოს პლატინის სერთიფიკაცია, თუ ის გაყიდული იქნა 15 000 ასლზე უფრო მეტი, და ოქროს სერთიფიკაცია, თუ ის გაყიდული იქნა 7500 ასლზე უფრო მეტი; DVD-ის კრიტერიუმი (ადრე — კლიპების) — შესაბამისად 5000 და 2500 ასლი[5].

ალბომები და სინგლები მუსიკალური DVD
ოქრო პლატინა ოქრო პლატინა
7500 15 000 2500 5000

სხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Recorded Music NZ — ISRC-ის ეროვნული სააგენტოა ახალ ზელანდიაში. ორგანიზაცია ასევე შედის IFPI-ში.

რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

№ 1 ჰიტების მქონე ყველაზე უფრო მეტი რაოდენობის შემსრულებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ პოზიციაზე ყველაზე უფრო ხანგრძლივად მყოფი სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდევრობით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შესვენებებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Chance meeting sees nation's Top 40 chart come out of isolated Hawke's Bay cottage. Stuff. ციტირების თარიღი: 2017-07-24.
  2. RIANZ official site დაარქივებული 2010-05-22 საიტზე Wayback Machine.
  3. „Music bodies RIANZ and PPNZ merge“. Newshub. 2013-10-06. ციტირების თარიღი: 2017-07-26.
  4. პრემიის ისტორია დაარქივებული 2011-09-14 საიტზე Wayback Machine.
  5. Chart Facts დაარქივებული 2012-03-08 საიტზე Wayback Machine. , RIANZ