Ö3 Austria Top 40

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Ö3 Austria Top 40 — ავსტრიის სინგლების ოფიციალური ჰიტ-აღლუმი. ჩარტის გამოქვეყნება ხდება ყოველკვირეულად რადიოგადაცემა Hitradio Ö3-ის ეთერში. სინგლებთან ერთად გადაცემაში წარმოდგენილია რინგტონების ჰიტ-აღლუმი და ინტერნეტის საშუალებით მუსიკალური გაყიდვები. პირველი ჰიტ-აღლუმი რადიოეთერში გამოჩნდა 1968 წლის 26 ნოემბერს სახელწოდებით Disc Parade. 1968 წლიდან 2007 წლის ჩათვლით ჰიტ-აღლუმის სახელწოდებები იყო Disc Parade, Die Großen 10 von Ö3, Pop Shop, Hit wähl mit, Die Großen 10, Ö3 Top-30 და Ö3 Austria Top 40 (2007 წლიდან დღემდე).

ჰიტ-აღლუმის ონლაინ-ვერსია austriancharts.at-ის საიტზე მოიცავს 75 ადგილს, მიუხედავად ამისა ოფიციალურ დასახელებად რჩება Ö3 Austria Top 40.

პირველი სინგლი, რომელმაც ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა, იყო კლიფ რიჩარდის სიმღერა «Das ist die Frage aller Fragen». ჩარტის მონაცემებით ყველაზე უფრო წარმატებული სინგლია ელტონ ჯონის «Candle in the Wind 1997».

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]