შინაარსზე გადასვლა

The Pink Floyd and Syd Barrett Story

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„The Pink Floyd and Syd Barrett Story“
რეჟისორი ჯონ ეჯინტონი
პროდიუსერი ჯონ ეჯინტონი (Otmoor Productions)
დისტრიბუტორი Universal Home Video
გამოსვლის თარიღი 24 მარტი 2003 (ბრიტანეთი)
24 ნოემბერი 2001 (ბრიტანეთი, ტელევერსია)
ხანგრძლივობა 60 წთ.

The Pink Floyd and Syd Barrett Story“ (ინგლ. პინკ ფლოიდისა და სიდ ბარეტის ისტორია) — 2001 წლის დოკუმენტური ფილმი, რომელიც გამოვიდა 2003 წელს DVD დისკის სახით. ფილმი მოგვითხრობს სიდ ბარეტის და პინკ ფლოიდის ისტორიას. იგი პირველად გავიდა ტელეეთერში სახელწოდებით Syd Barrett: Crazy Diamond. მასში შეტანილია ინტერვიუები პინკ ფლოიდის ოთხ წევრთან და ყოფილ მენეჯერთან, პიტერ ჯენერთან.

2006 წლის გამოცემის DVD დისკში შეტანილია სრული ინტერვიუები, მონტაჟის გარეშე. 2006 წლის გამოცემის პირველი დისკი ეძღვნება BBC-ზე გასულ დოკუმენტურ ფილმს (2001). პირველ დისკზე გამოქვეყნებულია სრული ინტერვიუ როჯერ უოტერსთან. თავდაპირველ გამოცემებში ეს ინტერვიუ 10 წუთიანია, აქ კი 55 წუთს შეადგენს. მეორე დისკზე წარმოდგენილია ვრცელი ინტერვიუები დევიდ გილმორთან (36 წთ), ნიკ მეისონთან (28 წთ), რიჩარდ რაიტთან (26 წთ) და რობინ ჰიჩკოკთან (20 წთ). აქვე არის ქრონოლოგია, დისკოგრაფია და სხვა მასალები.

ჯონ ეჯინტონის მიერ გადაღებული მასალა მოიცავს ინტერვიუს ჯგუფის ოთხივე ძირითად წევრთან და ასევე ბობ კლოუზთან, რომელმაც პინკ ფლოიდი 1965 წელს დატოვა.

  • „Syd Barrett - His Early Years In Cambridge“
  • „Moving To London - Starting Pink Floyd“
  • „Getting Signed - Releasing The First Album“
  • „Frequent LSD Use - Syd Barrett Leaves The Real World“
  • „David Gilmour Takes Over - Syd Barrett Leaves Pink Floyd“
  • „Syd Barrett's Solo Career "Or How To Refuse To Be A Rock Star"“
  • „Returning To Cambridge - Syd Barrett Thinks And Searches“
  • „The Last Meeting Of Syd Barrett And Pink Floyd“
დამატებები
  • როჯერ უოტერსი საუბრობს სიდზე - 9:45
  • დევიდ გილმორი საუბრობს „Wish You Were Here“-ზე / „Wish You were Here“ (აკუსტიკური ვერსია) - 3:26
  • რობინ ჰიჩკოკი - „Dominoes“ (სიდ ბარეტის სიმღერა) - 2:55
  • რობინ ჰიჩკოკი - „It Is Obvious“ (სიდ ბარეტის სიმღერა) - 2:45
  • გრემ კოქსონი (Blur) – „Love You“ (სიდ ბარეტის სიმღერა) - 2:02

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]