Iron Butterfly

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Iron Butterfly

ჯგუფის კლასიკური შემადგენლობა 1969 წელს: მარცხნიდან მარჯვნივ: დან ინგლი (ორგანი, წამყვანი ვოკალი), რონ ბუში (დასარტყმელი საკრავები, პერკუსია), ლი დორმენი (ბასი, ბეკ-ვოკალი), ერიკ ბრემნი (გიტარები, ვოკალები)
ბიოგრაფია
წარმოშობა სან-დიეგო, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური
  • 1966–1971
  • 1974–1985
  • 1987–2012
  • 2015–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები ერიკ ბარნეტი
მარტინ გერშვიცი
დეივ მეროსი
ბერნი პერში
ყოფილი წევრები იხ. ყოფილი წევრები
საიტი ironbutterfly.com
Iron Butterfly ვიკისაწყობში

Iron Butterfly — ამერიკული როკჯგუფი. ჩამოყალიბდა სან-დიეგოში (კალიფორნია), 1966 წელს. ყველაზე მეტად ცნობილია 1968 წლის ჰიტით „In-A-Gadda-Da-Vida“. ჰიტის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია დრამატული ჟღერადობა, რომელმაც განვითარების გზა გაუკვალა მძიმე როკსა და მძიმე მეტალს. ჯგუფის განსაკუთრებული პოპულარობის პერიოდი 1960-იანი წლების ბოლო იყო. წლების განმავლობაში რამდენჯერმე თავიდან ჩამოყალიბდა, შემადგენლობა ბევრჯერ შეიცვალა. 1975 წლიდან ჯგუფს ახალი ჩანაწერი აღარ გამოუშვია.

მეორე ალბომი, In-A-Gadda-Da-Vida (1968), რჩება ჯგუფის ბესტსელერად. Iron Butterfly იყო პირველი ჯგუფი, რომელმაც მიიღო In-House პლატინის ალბომის ჯილდო Atlantic Records-ისგან.[5] როკჯგუფის მუსიკამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საერთაშორისო მასშტაბების როკსცენებსა და მრავალ ისეთ ჯგუფზე, როგორიცაა Black Sabbath, AC/DC, Rush, ელის კუპერი, Mountain, Uriah Heep, Soundgarden, Stone Temple Pilots, სლეიერი და Queens of the Stone Age.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Iron Butterfly AllMusic-ზე
  2. A. Hamilton, Neil (1997). The ABC-Clio Companion to the 1960s Counterculture in America. ABC-CLIO, გვ. 3. ISBN 978-0874368581. 
  3. Talevski, Nick (2006). Rock Obituaries – Knocking On Heaven's Door. Omnibus Press, გვ. 127. ISBN 978-1846090912. 
  4. Riley, Glenn (August 2004). Progressive Rock Guitar: A Guitarist's Guide to the Styles and Techniques of Art Rock, Book and CD. Alfred Publishing Company, Incorporated, გვ. 5. ISBN 9780739035375. „Progressive rock emerged in the late 1960s with acts such as King Crimson, Yes, Iron Butterfly and Jethro Tull“ 
  5. Iron Butterfly – 3 Awards For "In-A-Gadda-Da-Vida" – An RIAA White Matte – An In-House Platinum Award (the first) – A 4X Platinum RIAA R Hologram (15 May 2014). ციტატა: „In-A-Gadda-Da-Vida was given the distinction of being the first album to be awarded platinum status.“
  6. Iron Butterfly - Similar Artists. AllMusic. ციტირების თარიღი: August 30, 2021