შინაარსზე გადასვლა

Backstreet Boys

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Backstreet Boys

ჯგუფი 2019 წელს, მარცხნიდან: ეი ჯეი მაკ-ლინი, კევინ რიჩარდსონი, ნიკ კარტერი, ჰაუი დოროუ, ბრაინ ლიტრელი
ბიოგრაფია
წარმოშობა ორლანდო, ფლორიდა, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1993— დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები ბრაიან ლიტრელი
ნიკ კარტერი
ჰაუი დოროუ
ეი ჯეი მაკ-ლინი
კევინ რიჩარდსონი
საიტი backstreetboys.com
Backstreet Boys ვიკისაწყობში

Backstreet Boys (იგივე BSB)[3] — ამერიკული ვოკალური ჯგუფი[4], რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1990-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში. თავისი კარიერის განმავლობაში, ჯგუფმა რამდენიმეჯერ მოიპოვა გრემის ჯილდო. მათი 12 სიმღერა შეერთებულ შტატებში ბილბორდის 40 საუკეთესო ჰიტს შორის მოხვდა, ხოლო ბრიტანულ საუკეთესო 10-ეულში სხვადასხვა დროს მათი 16 სიმღერა იყო. Backstreet Boys-მა მსოფლიო მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა და ამ რეკორდული მაჩვენებლის წყალობით, ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ბოიბენდის სახელი დაიმკვიდრა. სხვა ბოიბენდებისგან განსხვავებით, Backstreet Boys-ის თითოეულ წევრს, ყოველ ალბომში სოლო-პარტიები აქვთ. 2005 წელს მუსიკალურ სცენაზე დაბრუნებასთან ერთად, მათი მუსიკის ჟღერადობა მკვეთრად შეიცვალა. ამ მხრივ საგულისხმოა საკონცერტო ინსტრუმენტების გამოყენება (რომელთაგან ზოგიერთზე თვითონვე უკრავენ) და როკ-მუსიკის ელემენტები. ახლა უკვე ოთხკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ნიკ კარტერი, ჰაუი დოროუ, ბრაიან ლიტრელი და ეი ჯეი მაკ-ლინი. ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა - კევინ რიჩარდსონმა Backstreet Boys 2006 წლის 23 ივნისს დატოვა.

ამის გამო, ჯგუფმა გაავრცელა განცხადება ჯგუფიდან კევინ რიჩარდსონის წასვლის გადაწყვეტილების შესახებ. მიზეზად დაასახელეს მისი სხვა ინტერესები, რომლებსაც ჯგუფში მოღვაწეობის დროს, სათანადო ყურადღებას ვერ უთმობდა. ამასთანავე, Backstreet Boys-ის დარჩენილი წევრები აცხადებდნენ, რომ ყოველთვის სიამოვნებით მიიღებენ მას, თუკი ოდესმე ჯგუფში დაბრუნებას გადაწყვეტს. 2006 წლის ბოლოს ბროდვეის მიუზიკლში ”ჩიკაგო” კევინი ახალგაზრდა იურისტის როლზე დროებით მიიწვიეს ტორონტოში (კანადა). კევინ რიჩარდსონი დაუბრუნდა ჯგუფს 2012 წელს.

შექმნა და პირველი წლები (1992–1995)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიძაშვილები კევინ რიჩარდსონი და ბრაიან ლიტრელი, რომლებიც წარმოშობით კენტუკიდან არიან, სიმღერას იწყებდნენ ადგილობრივი გუნდით და ფესტივალებზე გამოსვლით.[5] ჰაუი დოროუ და ეი ჯეი მაკ-ლინი იყვნენ ფლორიდიდან.მათ გაიცნეს ნიკ კარტერი.[5] ერთ-ერთი კასტინგისას სამივე დარწმუნდა, რომ კლასიკური სოულისადმი დიდი ინტერესი აქვთ და ერთმანეთს ხმებსაც კარგად უწყობდნენ.[5] რიჩარდსონი ამასობაში ორლანდოში გადავიდა, მუშაობდა დისნეი უორლდში (გიდად) და მუსიკას ყურადღებას მხოლოდ საღამოობით აქცევდა.[5] მან დოროუ, კარტერი და მაკ-ლინი თანამშრომლის დახმარებით გაიცნო. მათ გადაწყვიტეს ჯგუფის ჩამოყალიბება.[5] კვინტეტად კოლექტივი გადაიქცა მოგვიანებით, როდესაც ბრაინ ლიტრელიც მოიწვიეს.[6] ამასობაში ლუ პერლმენის მიერ 1992 წელს გამოქვეყნდა განცხადებაში, რომელშიც იგი ეძებდა ბიჭუნებს ბოიბენდის ჩამოსაყალიბებლად.[7] ეიჯეი, რომელიც პერლმენის კასტინგზე პირველი გამოვიდა, ჯგუფის პირველ წევრად იქცა.[7] 1993 წლის იანვარში შედგა კასტინგები პერლმენის პირად ფარდულში, ორლანდოში.[7] ლიტრელი, კარტერი, რიჩარდსონი და დოროუ შერჩეულები იყვნენ, ვინაიდან ოთხივე აკმაყოფილებდა პერლმენის მოთხოვნებს.[7] სახელი Backstreet Boys ჯგუფმა შეიძინა ორლანდოს ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ბაზრობის მიხედვით.[7] პირველი გამოსვლები მათ ჰქონდათ ორლანდოს ზღვის სამყაროს ატრაქციონთან, 1993 წლის მაისში.[7]

ჯგუფის მიერ გამოშვებული პირველი სინგლი იყო "We've Got It Goin' On", რომელიც რადიოეთერში 1995 წლის აგვისტოში გამოჩნდა, ხოლო ფიზიკურად იმავე წლის 5 სექტემბერს გამოვიდა. მას არც თუ მნიშვნელოვანი წარმატება ხვდა წილად, ვინაიდან დეკემბრისათვის იგი ჩარტში მხოლოდ #69 პოზიციაზე იმყოფებოდა[8]. თუმცა, ევროპაში იგი მოხვდა გერმანიის, შვეიცარიის, ავსტრიის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების საუკეთესო 5-ეულში.[9][10] ევროპაში წარმატების გამო ჯგუფმა დაიწყო საზაფხულო ტურნე, რომელმაც ეს კონტინენტი მოიცვა. 1995 წლის ნოემბერში მათ გადაიღეს მეორე მუსიკალური ვიდეო, "I'll Never Break Your Heart", რომელიც მათ მეორე საერთაშორისო სინგლს ახლდა. ევროპაში ეს სინგლი 1996 წლის 12 თებერვალს გამოვიდა.[11] სადებიუტო სტუდიური ალბომი Backstreet Boys ჩაწერილი იქნა 1996 წლის აპრილისათვის. ამ დროისათვის ასევე დასრულებული იქნა ჯგუფის მეოთხე კლიპის, "Get Down (You're the One for Me)" გადაღება. 1996 წლის 6 მაისს მათი სადებიუტო ალბომი გამოვიდა საერთაშორისო მასშტაბით[12], გარდა აშშ-ს და კანადისა (თუმცა კანადაში მოგვიანებით, 1996 წლის ოქტომბერში გამოჩნდა).[13]

ევროპაში ჯგუფის პოპულარობა მატულობდა და 1996 წელი დაიწყო იმით, რომ გერმანელმა ტელემაყურებლებმა მას ’#1 საერთაშორისო ჯგუფი’ უწოდეს. ამასობაში სინგლის "I'll Never Break Your Heart" წარმატება გერმანიაში აღინიშნა 250.000 გაყიდული ასლით და ოქროს სტატუსით.[14] პირველი პლატინის დისკი კოლექტივმა ამავე ქვეყანაში მიიღო - 1996 წელს, სადებიუტო ალბომის 500.000 ერთეულის გაყიდვისათვის. პარალელურად, ხუთეული წარმატებით მოგზაურობდა აზიის ქვეყნებსა და კანადაში.[14] ისინი აღიარეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დებიუტანტ ჯგუფად. 1996 წელს მათ ასევე მიიღეს ჯილდო Viva Comet Awards-ის ცერემონიაზე, კატეგორიაში ’საუკეთესო ახალი შემსრულებელი’.

Backstreet's Back და ამერიკული წარმატება (1997–1998)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფმა დაიწყო მეორე ალბომის Backstreet's Back ჩაწერა და ასევე ჩაწერა სიმღერა "If You Stay", რომელიც შევიდა ფილმში Booty Call. საერთაშორისო ალბომიდან უკანასკნელი სინგლის სახით 1997 წლის 17 თებერვალს გამოვიდა "Anywhere For You".[15] სინგლი "Quit Playing Games With My Heart" გამოვიდა 1997 წლის მაისში, სადებიუტო ალბომის აშშ გამოცემასთან ერთად, რასაც მოჰყვა ალბომის მოხვედრა ბილბორდის 100-ეულის #2 პოზიციაზე და მისი 1 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაყიდვა.[16][17] ალბომის Backstreet's Back 1997 წლის აგვისტოში საერთაშორისო მასშტაბით გამოცემის პარალელურად (გარდა აშშ ტერიტორიისა), 12 აგვისტოს შტატებში გამოიცა სადებიუტო ალბომი, რომელშიც შეტანილი იყო ორი ალბომის - Backstreet's Back და Backstreet Boys სიმღერები.[18]

ჯგუფის სასათაურო აშშ დებიუტი მოხვდა ბილბორდის ჩარტის #4 ადგილზე და გაიყიდა 14 მილიონი ერთეულის ოდენობით.[19] ამასობაში მეორე საერთაშორისო ალბომი Backstreet's Back უკვე მოხვდა #1 ადგილზე გერმანიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ფინეთში, ნიდერლანდებში, ბელგიასა და ავსტრიაში[20][21] და მხოლოდ ევროპაში 5 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა.[22] ორი სასათაურო ალბომი, საერთაშორისო და აშშ ვერსიები, მთლიანობაში გაიყიდა 28 მილიონ ასლზე მეტი ოდენობით. აქედან 14 მილიონი გაიყიდა აშშ-ში.[23]

1997 წელს ლიტრელმა სასამართლოში შეიტანა საჩივარი ლუ პერლმენისა და Trans Continental-ის წინააღმდეგ, ეჭვობდა რა, რომ პერლმენი ჯგუფს ჰონორარებს აკლებდა. შემდეგ წელს მის მოთხოვნებს შეუერთდნენ მაკ-ლინი, რიჩარდსონი და დოროუ, რასაც არაერთი სასამართლო პროცესი მოჰყვა.[24]

1998 წელს, ჯგუფის 39 ქალაქიანი აშშ ტურნეს მსვლელობისას, ბრაიანს, მისი მეგობარი გოგონას და დედის მოთხოვნით ჩაუტარდა ოპერაცია გულზე (რომელიც მანამდე ორჯერ გადადო). ეს პრობლემები ბრაიანს დაბადებიდან ჰქონდა და 4 წლის ასაკში კინაღამ გარდაიცვალა ბაქტერიული ინფიცირების გამო.[25] მოგვიანებით ჯგუფმა გადადო მინესოტაში დაგეგმილი კონცერტი - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დოროუს და მჭამელას დაავადებით გარდაიცვალა.[26]

სასამართლო პროცესების პერიოდში ჯგუფმა 1998 წლის ოქტომბერში დაიწყო მუშაობა შემდგომ ჩანაწერებზე.[27] ბრიტნი სპირსის სადებიუტო დისკის ...Baby One More Time (რომელიც გამოვიდა 1999 წლის 18 მაისამდე) ყველა გამოცემა შეიცავდა Backstreet Boys-ის ახალი ალბომის, Millennium ნაწყვეტებს.[28] ინტერესმა ალბომისადმი იმატა, როდესაც გამოვიდა სინგლი "I Want It That Way", შემდგომში მოხვედრილი ბრიტანეთის, გერმანიის, შვეიცარიის, ავსტრიის, ნორვეგიისა და ახალი ზელანდიის ჩარტებში.[8][9][29][30] Millennium გამოვიდა 18 მაისს. იმავე დღეს შედგა ჯგუფის გამოსვლა MTV-ს გადაცემაში Total Request Live.[31] ალბომი მოხვდა ბილბორდის #1 ადგილზე და გამოცემიდან პირველი კვირის განმავლობაში გაიყიდა 1,134,000 copies ასლის ოდენობით.[32][33] მის მხარდასაჭერად გამოვიდა ოთხი სინგლი: "I Want It That Way", "Larger than Life", "Show Me The Meaning Of Being Lonely" და "The One".

Millennium აშშ-ში იქცა 1999 წლის ყველაზე გაყიდვად ალბომად. წლის ბოლომდე იგი საერთო ჯამში, 9,445,732 დისკის სახით გაიყიდა.[34] იგი ინარჩუნებს რეკორდს შეკვეთების შედეგად დაგზავნილი ასლების მხრივ, რაც 11 მილიონ ერთეულს შეადგენს.[35] Millennium ბილბორდის ჩარტში რჩებოდა 93 კვირის განმავლობაში, მთლიანობაში გაიყიდა 12 მილიონი დისკის სახით და მიიღო 13 გზის პლატინის სტატუსი.[36][37] 2008 წლის დეკემბრის ბოლო დღეების მონაცემებით, SoundScan-ის თანახმად, იგი არის აშშ-ში ყველა დროის რიგით მეოთხე ყველაზე გაყიდვადი დისკი.[36]

1999 წლის ოქტომბრისათვის ჯგუფს გამოუჩნდა ახალი პრობლემები - ლეიბლთან Jive გაფორმებული შეთანხმება ამოიწურა, რითაც დიდი დარტყმა იქნა მიტანილი 60 მილიონ დოლარიან კონტრაქტზე.[38]

Black & Blue, The Hits: Chapter One და პაუზა (2001-2003)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს ჯგუფი გადაფრინდა ბაჰამის კუნძულებზე და დაიწყო ახალი სიმღერების წერა.[39] ჩაწერა დაიწყო 2000 წლის 1 ივლისს, სტოქჰოლმში და დასრულდა სექტემბერში.[40][41][42] ივლისში ჩაწერილი სიმღერა, "It's True", გამოვიდა 2000 წლის 28 აგვისტოს, ქსელის Burger King მიერ გამოცემულ კრებულზე.[42] ხოლო ალბომის პირველი სინგლი, "Shape of My Heart", გამოჩნდა 2000 წლის 3 ოქტომბერს.[42] ახალი სტუდიური ალბომი Black & Blue გამოვიდა 2000 წლის 21 ნოემბერს.[43] მისი პრომოკამპანიის ფარგლებში ჯგუფმა 100 საათის განმავლობაში შემოიარა მსოფლიოს ქვეყნები - შვედეთი, იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია და აშშ. აქედან 55 საათი მათ გაატარეს გადაფრენაში, ხოლო 45 - სხვადასხვა საჯარო გამოჩენაში. [44] გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში გაიყიდა მისი 5 მილიონი ასლი, რაც მოხდა პირველად მუსიკის ისტორიაში.[45][[#cite_note-Charts:_Backstreet_Boys_score_another_No._1_with_�Black_&_Blue�-46|[46]]] აშშ-ში ალბომი პირველ კვირაში გაიყიდა 1.6 მილიონი ასლის სახით.[47] მიუხედავად გაყიდვების მაჩვენებლებისა, Black and Blue -ზე რეზონანსი ისეთი არ ყოფილა, როგორც მათ წინა ორ დისკზე. პირველი სინგლი ამ ალბომიდან იყო "Shape of My Heart," მას მიჰყვნენ "The Call" და "More Than That." გამოცემიდან პირველ კვირაში "Shape of My Heart" გადიოდა აშშ-ს 170 ყველაზე აქტუალური რადიოსადგურის ეთერში და მოხვდა ბილბორდის ჩარტის #9 პოზიციაზე.[8] იგი ასევე მოხვდა ხუთეულში გერმანიაში (#2), შვეიცარიაში (#1), ავსტრიაში (#4), ნიდერლანდებში (#3), შვედეთში (#1), ნორვეგიაში (#1), ფინეთში (#3), იტალიაში (#1), ავსტრალიაში (#5) და ახალ ზელანდიაში (#1).[9][48] 2001 წლის თებერვლის ბოლოს ალბომის მეორე სინგლი "The Call" მოხვდა ბრიტანეთის ათეულში, ხოლო მესამე, "More than That", 20-ეულში შევიდა.[49]

2001 წლის იანვარში დაიწყო ჯგუფის საკონცერტო ტურნე "The Black & Blue Tour", რომელიც ხუთ კონტინენტს მოიცავდა. მისი მეორე ეტაპის დროს, კევინ რიჩარდსონის მოთხოვნის შემდეგ, ეი ჯეიმ მიაკითხა სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებას, ვინაიდან თავს დეპრესიულად გრძნობდა და აქტიურად მოიხმარდა ალკოჰოლსა და კოკაინს. კანადაში დაგეგმილი და უკვე გაყიდული შოუები გადადებული იქნა სექტემბრამდე. 2001 წლის 28 იანვარს[50] ჯგუფმა ტამპაში (ფლორიდა), მაყურებელთა წინაშე შეასრულა ამერიკის ეროვნული ჰიმნი.

The Hits: Chapter One, ჯგუფის სიმღერების კომპილაციური ალბომი, გამოვიდა 2001 წლის 30 ოქტომბერს. მასში, გარდა ცნობილი სიმღერებისა, შეტანილი იყო მანამდე გამოუცემელი "Drowning".[51] რამდენიმე ქვეყანაში იგი მოხვდა საუკეთესო ხუთეულებში[20][32][49][52], ისევე როგორც 10-ეულებში.[53] აშშ-ში მას მიენიჭა პლატინის სტატუსი - 1 მილიონზე მეტი გაყიდული ასლისათვის.[54] ევროპაში მან ასეთივე აღიარება ჰპოვა[55].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. „Teen pop acts ready for summer tours“. Billboard. 16 თებერვალი, 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  2. Backstreet Boys - Biography, Albums, Streaming Links. AllMusic. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2020
  3. Backstreet Boys. ციტირების თარიღი: April 12, 2011
  4. Michelson, Noah. (June 13, 2010) Catching Up with the Backstreet Boys. Out Magazine. ციტატა: „But we've always prided ourselves on just being a vocal harmony group.“ ციტირების თარიღი: October 1, 2012
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Backstreet Boys Biography. StarPulse.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-20. ციტირების თარიღი: 2010-03-15.
  6. Full Biography. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-27. ციტირების თარიღი: 2011-07-07.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 Mad About the Boys. Vanity Fair (ჟურნალი). ციტირების თარიღი: 2010-03-15.
  8. 8.0 8.1 8.2 Backstreet Boys' US singles chart-positions. Billboard Magazine. ციტირების თარიღი: 2010-01-24.
  9. 9.0 9.1 9.2 Backstreet Boys' German singles chart-positions. Musicline.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-29. ციტირების თარიღი: 2010-01-24.
  10. Backstreet Boys' European chart-positions on We've Got It Going On. swisscharts.com. ციტირების თარიღი: 2010-01-24.
  11. Backstreet Boys: I'll Never Break Your Heart. swisscharts.com. ციტირების თარიღი: 2010-03-01.
  12. Backstreet Boys: Backstreet Boys (international version). swisscharts.com. ციტირების თარიღი: 2010-03-01.
  13. (1996-11-09) Hits of the World: Canada's albums (November 4, 1996). Billboard Magazine. ციტირების თარიღი: 2010-03-29. 
  14. 14.0 14.1 ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Backstreet Boys) გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  15. Backstreet Boys-Anywhere For You. swisscharts.com. ციტირების თარიღი: 2010-03-03.
  16. (1998-05-23) Backstreet Boys View Their Teen Act Origins As the Start of their Career. Billboard Magazine. ციტირების თარიღი: 2010-08-04. 
  17. Backstreet Boys US certifications on Quit Playing Games. RIAA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2010-03-03.
  18. (1997-07-19) Backstreet Boys Move Onto Main. Billboard Magazine. ციტირების თარიღი: 2010-03-02. 
  19. Backstreet Boys' Biography on Billboard. Billboard Magazine. ციტირების თარიღი: 2010-01-24.
  20. 20.0 20.1 Backstreet Boys' German albums chart-positions. Musicline.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-13. ციტირების თარიღი: 2010-01-24.
  21. Backstreet Boys' European chart-positions on Backstreet's Back. swisscharts.com. ციტირების თარიღი: 2010-01-24.
  22. IFPI (Europe) Certification-awards 1998. IFPI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-05. ციტირების თარიღი: 2010-01-24.
  23. Backstreet Boys To Tape Concert Special As New Single, Album Prepare For Release. Musicline.de (199-04-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-02. ციტირების თარიღი: 2010-01-24.
  24. Backstreet Boys Sue Pearlman, Trans Continental. Billboard. ციტირების თარიღი: 2010-02-10.
  25. CNN LARRY KING LIVE: Panel Discusses Heart Disease. CNN (2005-03-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-03. ციტირების თარიღი: 2010-02-10.
  26. „Backstreet Boy Howie D. Raises Lupus Awareness“. CBS News. 2001-09-05. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-29. ციტირების თარიღი: 2010-02-10.
  27. Backstreet Boys Settle With Pearlman, Record New Album. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-09. ციტირების თარიღი: 2010-03-03.
  28. EW tells you where to find three new Backstreet Boys songs. ew.com (1999-03-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-06. ციტირების თარიღი: 2010-03-03.
  29. Chart Stats - Backstreet Boys - I Want It That Way Retrieved February 12, 2011.
  30. Backstreet Boys' European chart-positions on I Want It That Way. swisscharts.com. ციტირების თარიღი: 2010-03-01.
  31. Backstreet Boys album Millennium. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-07. ციტირების თარიღი: 2010-03-01.
  32. 32.0 32.1 Backstreet Boys' US albums chart-positions. Billboard Magazine. ციტირების თარიღი: 2010-03-02.
  33. Britney Scores Second Best Soundscan Week. AllBusiness (2000-05-24). ციტირების თარიღი: 2010-01-18.
  34. Soundscan Annual Report 1999
  35. Top Selling Albums From 1991-2008. collectiblesblog.net (2009-08-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-19. ციტირების თარიღი: 2010-03-03.
  36. 36.0 36.1 2009 U.S. Music Purchases up 2.1% over 2008; Music Sales Exceed 1.5 Billion for Second Consecutive Year. businesswire.com (2000-05-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-16. ციტირების თარიღი: 2010-01-18.
  37. Search Result: Backstreet Boys. RIAA (2000-05-24). ციტირების თარიღი: 2010-01-18.
  38. Backstreet Boys Pave Golden Road In New Deal With Jive Records >> LiveDaily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-07. ციტირების თარიღი: 2011-07-08.
  39. „Backstreet Bahama Boys“. CBS News. 2000-05-16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-10. ციტირების თარიღი: March 5, 2010.
  40. Backstreet's Kevin Gets Hitched. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 8, 2010. ციტირების თარიღი: March 4, 2010.
  41. Backstreet Boys Set Up Studio Time. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 9, 2010. ციტირების თარიღი: March 4, 2010.
  42. 42.0 42.1 42.2 Backstreet Boys Get To Get "Black and Blue"On New LP. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 3, 2001. ციტირების თარიღი: March 4, 2010.
  43. Backstreet Boys album Black & Blue. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-07. ციტირების თარიღი: 2010-03-03.
  44. Backstreet Boys Launch Black & Blue Tour. ABC News. ციტირების თარიღი: 2010-03-03.
  45. Backstreet Boys: Biography on Rolling stone. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-15. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  46. [[#cite_ref-Charts:_Backstreet_Boys_score_another_No._1_with_�Black_&_Blue�_46-0|↑]] [http://www.livedaily.com/news/Charts_Backstreet_Boys_score_another_No_1_with_Black__Blue-2251.html Charts: Backstreet Boys score another No. 1 with �Black & Blue�]. Live Daily (2000-11-29). ციტირების თარიღი: 2010-02-09.[მკვდარი ბმული]
  47. Backstreet's Back in Action. Billboard Magazine. ციტირების თარიღი: 2010-03-03. 
  48. Backstreet Boys' European and Australasian chart-positions on Shape of My Heart. swisscharts.com. ციტირების თარიღი: 2010-02-09.
  49. 49.0 49.1 Backstreet Boys' UK chart-positions. Chart Stats. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-05. ციტირების თარიღი: 2010-02-09.
  50. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-04. ციტირების თარიღი: 2011-07-08.
  51. http://songofthedecade.com/song/Backstreet+Boys/Drowning
  52. Backstreet Boys' Canadian albums chart-positions. Billboard Magazine. ციტირების თარიღი: 2010-02-09.
  53. Backstreet Boys' European and Australasian chart-positions on The Hits: Chapter One. swisscharts.com. ციტირების თარიღი: 2010-02-09.
  54. Backstreet Boys' US certifications. RIAA. ციტირების თარიღი: 2010-02-09.
  55. IFPI Platinum Europe Awards - 2002. IFPI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-20. ციტირების თარიღი: 2010-02-09.