კომიტეტი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კომიტეტი
რეჟისორი პიტერ საიკსი
პროდიუსერი მაქს სტერი
სცენარის ავტორი პიტერ საიკსი, მაქს სტერი
როლებში პოლ ჯოუნსი
მუსიკა პინკ ფლოიდი
ხანგრძლივობა 58 წთ.
ენა ინგლისური

კომიტეტი“ (ინგლ. The Committee) — 1968 წლის დამოუკიდებელი ინგლისური შავ-თეთრი ფილმი. ფილმის რეჟისორია პიტერ საიკსი, ხოლო მთავარ როლს ასრულებს პოლ ჯოუნსი. ფილმში ჟღერს ჯგუფ პინკ ფლოიდის და ართურ ბრაუნის მუსიკა.

ფილმი ორ ნაწილად იყოფა - პირველ ნახევარში ნაჩვენებია ახალგაზრდა, რომელიც კლავს ასაკოვან ადამიანს და მას თავს ჭრის. მაგრამ გადის თვეები და იგი კვლავ ჩნდება - თითქოს უვნებელი.

ჯგუფის კომპოზიციების სახელწოდებები უცნობია. მათ შორის ჟღერს „Careful with That Axe, Eugene“-ის ერთ-ერთი ადრეული ვერსია.

2005 წელს ფილმი ოფიციალურად გამოვიდა DVD-ზე. იგი აგრეთვე გამოვიდა ბოქს-სეტის The Early Years 1965–1972 შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]