Comfortably Numb

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Comfortably Numb“

Comfortably Numb
სინგლი  – პინკ ფლოიდი
ალბომიდან The Wall
B-მხარე „Hey You“
გამოსვლის თარიღი 23 ივნისი, 1980[1][2]
ფორმატი 7"
ჩაიწერა აპრილი-ნოემბერი 1979
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 6:21 (ალბომი)
3:59 (სინგლი)
ლეიბლი Harvest (ბრიტანეთი)
Columbia (აშშ)
სიმღერის ავტორი დეივიდ გილმორი, როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი, როჯერ უოტერსი
პინკ ფლოიდი – სინგლების ქრონოლოგია

„Run Like Hell“
(1980)
Comfortably Numb
(1980)
„When the Tigers Broke Free“
(1982)

Comfortably Numb“ (ქართ. კომფორტულად გაშეშებული, სამუშაო სახელწოდება „The Doctor[3]) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა 1979 წლის ორმაგი ალბომიდან The Wall. იგი აგრეთვე გამოიცა 1980 წელს, სინგლზე, „Hey You“-სთან ერთად. ეს არის ალბომზე ერთ-ერთი სამი სიმღერიდან, რომელთა ავტორები არიან როგორც დეივიდ გილმორი, ასევე როჯერ უოტერსი. სიმღერის მისამღერის და სოლოების ავტორია გილმორი, ხოლო უოტერსმა შექმნა ტექსტი მუსიკა. სიმღერის ადრეული ვერსია სამუშაო სახელწოდებით „The Doctor“ შეტანილია The Wall-ის Immersion-კომპლექტში (2012).

ეს არის ჯგუფის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა, განსაკუთრებით აღსანიშნავი გიტარის სოლოთი შუა და უკანასკნელ ნაწილში.[4] 2004 წელს იგი მოხვდა Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერისს“ სიის #314 პოზიციაზე.[5] 2005 წელს იგი იქცა უკანასკნელ სიმღერად, რომელიც უოტერსმა, გილმორმა, კლავიშისტმა რიჩარდ რაიტმა და დრამერმა ნიკ მეისონმა ერთად შეასრულეს. 2011 წელს BBC Radio 4-ის მსმენელებმა იგი შეიტანეს სიაში Desert Island Discs[6]. გიტარაზე შესრულებული ორივე სოლო ყველა დროის საუკეთესოდ დასახელდა Planet Rock-ის მსმენელების და WatchMojo.com-ს მიერ.[7][8]

კონცეფცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით.

მოცემულ მომენტში პინკი მთლიანად პარალიზებულია და მოწყვეტილია საზოგადოებას, იხსენებს წარსულის ყველა შეცდომას და მძიმე მომენტს და იკეტება სასტუმროს ნომერში, სანამ გავა კონცერტზე. მას აკითხავს ექიმი, რომელიც აღმოაჩენს, რომ პინკი არ რეაგირებს არაფერზე და გულწასულია. ექიმი მას სპეციალურ ნემსს გაუკეთებს, რომელსაც პინკი გონს მოჰყავს, რათა მისმა ენერგიამ იმატოს. ტექსტი უფრო დიალოგის ხასიათს ატარებს, ექიმსა და პინკს შორის.

ფილმის ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში პინკის ნომერში ჩნდებიან - მენეჯერი (ბობ ჰოსკინსი), სასტუმროს მენეჯერი, პარამედიკოსები და სხვა მენეჯერები, რომლებიც ცდილობენ, გონს მოიყვანონ პინკი. რადგანაც იგი არ რეაგირებს, მას უკეთებენ ნემსს და ძალით მოათავსებენ ლიმუზინში. აქ მას უკვე ნაცისტური ფორმა აცვია.

შუალედებში მაყურებელი ხედავს პინკის ბავშვობის სცენებს. ერთ-ერთ ასეთ სცენაში პინკი იხსენებს, როგორ იპოვა მომაკვდავი ვირთხა, რომლითაც დედა შეაშინა. მან ვირთხა ფარდულში დამალა და უვლიდა, მაგრამ მეორე დილით აღმოაჩინა, რომ იგი მკვდარია. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს იყო თავად უოტერსის ცხოვრების ერთ-ერთი სცენა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ დროს, როდესაც ალბომის The Wall სიმღერათა უმეტესობა მხოლოდ როჯერ უოტერსს ეკუთვნოდა, სიმღერის Comfortably Numb დიდი ნაწილი დაიწერა დეივიდ გილმორის მიერ. სინამდვილეში, ეს სიმღერა იწერებოდა მისი პირველი სოლო-ალბომისთვის, მაგრამ გილმორმა იგი არ გამოიყენა და დატოვა დემო ჩანაწერის სახით.

აღსანიშნავია, რომ ეს სიმღერა, ისევე როგორც Mother, არ უერთდება რომელიმე სხვა სიმღერას ალბომიდან, სხვა სიმღერებისგან განსხვავებით. ეს, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია იმით, რომ ორივე მათგანი ასრულებდა ფირფიტის თითო მხარეს და მათ შემდეგ აუცილებელი იყო პაუზის არსებობა.

სიმღერის ჩაწერისას გილმორმა და უოტერსმა ბევრი იკამათეს, რადგანაც გილმორს სურდა ოდნავ განსხვავებული ტექსტის ჩაწერა. გილმორის აღიარებით, ამ სიმღერის ჩაწერის დროს ორივე შეშლილივით კამათობდა.

გიტარის სოლოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკალური ნაწყვეტები:

Comfortably Numb

ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

სიმღერაში ჟღერს გიტარისტ დეივიდ გილმორი ორი ცნობილი სოლო, რომელიც ძალიან პოპულარული ჯგუფის მსმენელებში. აქედან მეორე სოლო ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ[9]. საუკეთესო სოლოდ იგი აგრეთვე დასახელდა რადიოსადგურ Planet Rock-ის მსმენელების მიერ, 2006 წლის აგვისტოში[10] ჟურნალში „Guitarist“ გილმორის გიტარის ტონალობა აგრეთვე დასახელდა საუკეთესო ჟღერადობად.[11]

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეივიდ გილმორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეივიდ გილმორი ამ სიმღერას ასრულებდა თავის 1984 წლის ტურნედან მოყოლებული 2016 წლის ტურნეს ჩათვლით - სხვადასხვა კონცერტზე, საკუთარ და პინკ ფლოიდის ტურნეებში. 2006 წლის ტურნეს მსვლელობისას როჯერ უოტერსის სტროფებს ასრულებდა რიჩარდ რაიტი. როიალ ალბერტ ჰოლის კონცერტების დროს სიმღერა მოწვეული სტუმრის სახით დეივიდ ბოუიმ შეასრულა.

როჯერ უოტერსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად პინკ ფლოიდიდან წამოსვლის შემდეგ უოტერსმა „Comfortably Numb“ შეასრულა ბერლინში, The Wall – Live in Berlin-ის ფარგლებში, 1990 წლის 21 ივლისს. ვენ მორისონი ამ გამოსვლისას ასრულებდა დეივიდ გილმორის სტროფებს.

შემდეგ უოტერსმა ეს სიმღერა შეასრულა 1991 წელს, „გიტარების ლეგენდების“ ფესტივალზე, ბრიუს ჰორნსბისთან ერთად. 1999 წლიდან სიმღერა შედიოდა როჯერის რეგულარულ სოლო-პროგრამაში, სრულდებოდა ტურნეებში In the Flesh, The Dark Side of the Moon Live (1999-2002, 2006-2008) და Us + Them.

სიმღერა შედიოდა 2010-2011 წლების საკონცერტო პროგრამაში The Wall Live. 2011 წლის 12 მაისს გილმორი გამოვიდა უოტერსთან ერთად ლონდონში, დარბაზში O2, სადაც შეასრულა „Comfortably Numb“ და ფინალური „Outside the Wall“ (ამ უკანასკნელს მათთან ერთად ასევე ნიკ მეისონიც ასრულებდა).

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგრეთვე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pink Floyd – "Comfortably Numb". Pink Floyd Discography. Discogs. წაკითხვის თარიღი: 9 May 2013.
  2. Pink Floyd The Wall – single releases. Pink Floyd's Timeline. EMI; Facebook. წაკითხვის თარიღი: 18 December 2012.
  3. Marty Yawnick. (March 2016) Finding a Long Version of Pink Floyd’s Comfortably Numb. The Wall Complete. წაკითხვის თარიღი: 2017-12-11.
  4. 50 Greatest Guitar Solos. Guitar World. წაკითხვის თარიღი: 23 May 2011.
  5. Rolling Stone 500 Greatest Songs of All Time. Scribd. წაკითხვის თარიღი: 23 May 2011.
  6. Listeners Desert Island Discs. BBC. წაკითხვის თარიღი: 13 June 2011.
  7. Neil McCormick. Everyone wants to be an axeman.... Telegraph. წაკითხვის თარიღი: 2016-10-16.
  8. Top 10 Guitar Solos. YouTube (2013-09-08). წაკითხვის თარიღი: 2016-10-16.
  9. 50 Greatest Guitar Solos. guitarworld.com.
  10. The Greatest Guitar Solos. planetrock.com.
  11. Pink Floyd's David Gilmour & Jimi Hendrix Have 'The Best Guitar Sound of All Time'. live4ever.uk.com.
  12. ფიტჩი, ვერნონ (28 ივლისი 2006). Comfortably Numb-A History of "The Wall" – Pink Floyd 1978–1981. PFA Publishing, Inc., გვ. 99. ISBN 0-9777366-0-1. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Comfortably_Numb&oldid=3516981“-დან