ნილ იანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნილ იანგი
ბერნარდ შეიკი, ფილ პერსპექტივი, შეიკი დილი, კლაიდ კოილი, ჯო იანკი
Neil Young, 2013 02.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ნილ პერსივალ იანგი
დაბ. თარიღი 12 ნოემბერი, 1945
ტორონტო, ონტარიო, კანადა
დაბ. ადგილი ვინიპეგი, მანიტობა, კანადა
ჟანრ(ებ)ი როკ-მუსიკა, ფოლკ როკი, მძიმე როკი, ქანთრი როკი
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, სცენარისტი, რეჟისორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ვოკალი, ჰარმონიკა, კლავიშებიანი საკრავები, ფორტეპიანო
აქტიური 1960-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Reprise, Motown, Geffen
ასოციაციები The Squires, The Mynah Birds, ბაფალო სპრინგფილდი, კროსბი, სტილსი, ნეში და იანგი, Crazy Horse, The Band, The Stray Gators, The Stills-Young Band, The Ducks, პერლ ჯემი, Sonic Youth, Northern Lights, ლინდა რონდშტადტი
ჯილდოები Officer of the Order of Canada, MusiCares Person of the Year, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი, MTV Video Music Award for Video of the Year, Canadian Music Hall of Fame, Juno Award for Album of the Year, Jack Richardson Producer of the Year Award, Juno Award for Adult Alternative Album of the Year, Grammy Award for Best Boxed or Special Limited Edition Package, Grammy Award for Best Rock Song, Allan Waters Humanitarian Award, Juno Award for Adult Alternative Album of the Year, Juno Award for Artist of the Year, გრემის დიდების დარბაზის ჯილდო და Canada's Walk of Fame
საიტი NeilYoung.com
ნილ იანგი ვიკისაწყობში

ნილ პერსივალ იანგი, (დ. 12 ნოემბერი, 1945, ასევე ცნობილი სასცენო სახელით ნილ იანგი) — ცნობილი კანადელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და სოციალური აქტივისტი. დაიბადა ტორონტოში და სოლო-შემსრულებლის სახით კარიერა დაიწყო 1960 წელს. 1966 წელს გადასახლდა კალიფორნიაში, სადაც გახდა ჯგუფის კროსბი, სტილსი და ნეში მეოთხე წევრი. მის წევრებთან პრობლემების გამო, იანგმა მალე დატოვა შემადგენლობა. დღესდღეობით იგი ითვლება კანადის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პიროვნებად და თავისი დროის მუსიკოსთა თაობის პატივსაცემ მუსიკოსად. მას აქვს ხანგრძლივი მუსიკალური მოღვაწეობის გამოცდილება, რომელიც 4 ათწლეულზე მეტ პერიოდს მოიცავს. იანგმა ჩაწერა 33 სტუდიური ალბომი - მათ შორის უკანასკნელია Fork in the Road (2009).

იანგის ნამუშევრებს ახასიათებს ღრმად პირადული სიმღერების ტექსტები, სასიამოვნო საგიტარო რიფები და ვოკალი, რომელიც ტენორულ სტილს უახლოვდება. მისი მუსიკა შეიცავს სვინგის, ჯაზის, როკაბილის, ბლუზის და ელექტრონული მუსიკის ელემენტებსაც კი.

გარდა ამისა, იანგი ცნობილია თავისი სოციალური აქტივიზმით. მაგალითად, 1985 მან ფერმერთა მხარდასაჭერად გამართა საქველმოქმედო შოუ Farm Aid. იანგმა მიიღო მონაწილეობა ბრიჯის სკოლის აშენებაში, რომელშიც ამჟამად დადიან ფიზიკური პრობლემების მქონე ბავშვები. თავის მეუღლე პეგი იანგთან ერთად ნილი ყოველ წელს ეხმარება ამ სკოლას კონცერტების სერიების შემოსავლით. წყვილს სამი შვილი ჰყავს - ზეკე, ბენ და ემბერი. თავად ზეკე და ბენი დაავადებულნი არიან ცერებრალური დამბლით, ხოლო ემბერი - ეპილეფსიით.

იანგი ამჟამად ცხოვრობს კალიფორნიაში. მიუხედავად იმისა, რომ იგი იქ 1970 წლიდან დამკვიდრდა და უფრო ხშირად შტატების პრობლემებს უმღეროდა, კანადის მოქალაქეობა შენარჩუნებული კვლავ აქვს. 2006 წლის 14 ივლისს მას გადაეცა მანიტობას ორდენი. იმავე წლის 30 დეკემბერს მას მიენიჭა კანადის ოფიცრის წოდება.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნილ იანგის დისკოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ნილ იანგი