Delicate Sound of Thunder — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1988 წელს. მასზე ჩაწერილია პინკ ფლოიდის 1988 წლის აგვისტოში ნასაუ კოლიზეუმში (ლონგ აილენდი, ნიუ-იორკი) ჩატარებული კონცერტი.
1987 წლის სექტემბერში დაიწყო ჯგუფის თავდაპირველად მოკლე, მაგრამ შემდგომში სამწლიან გრაფიკად ქცეული ტურნე (200 კონცერტამდე). ამ პროგრამაში გარდა რიჩარდ რაიტისა (რომელიც, 1978-1981 წლების მოვლენების შემდეგ ჯერჯერობით პინკ ფლოიდის არაოფიციალურ წევრად ითვლებოდა), მონაწილეობდნენ: ახალი ბას-გიტარისტი გაი პრეტი; პერკუსიონისტი გერი უოლისი; გიტარისტი ტიმ რენუიკი (რომელსაც დეივიდთან მეგობრობა აკავშირებდა კემბრიჯის პერიოდიდან); საქსოფონისტი სკოტ პეიჯი და კლავიშისტი ჯონ კერინი. დროდადრო იცვლებოდა ბეკ-ვოკალისტი გოგონების შემადგენლობა.
მიუხედავად იმისა, რომ 1992 წლის რადიოინტერვიუში გილმორი ამტკიცებდა, რომ მას არ დასჭირდა სტუდიაში რამე დამატებითი სოლო ან ვოკალური პარტიის ჩაწერა, ცნობილია, რომ „Comfortably Numb“-ში ჟღერს დამატებითი აკუსტიკური გიტარა. აგრეთვე, რიჩარდ რაიტმა ჩაწერა „Us and Them“-ის განახლებული ვოკალური პარტია, ხოლო სემ ბრაუნმა „Comfortably Numb“-ში რეიჩელ ფიური ჩაანაცვლა.[4]
ალბომი გამოიცა 1988 წელს, ორმაგი ფირფიტისა, კომპაქტ დისკისა და კასეტის სახით. ყოველ მათგანში სიმღერების სია განსხვავდება. პირველ ნახევარში უშუალოდ შეტანილია სიმღერები ალბომიდან A Momentary Lapse of Reason, ხოლო მეორე დისკში - პინკ ფლოიდის კლასიკური სიმღერები. ალბომში, განსხვავებით ფილმისგან, შეტანილია სიმღერები „Yet Another Movie“, „Round and Around“, „Shine On You Crazy Diamond“ (სრული ვერსია), „Money“ (მოხვდა მხოლოდ ფილმის აშშ გამოცემაში) და „Another Brick In The Wall, Part 2“. „Us and Them“ არ არის წარმოდგენილი გრამფირფიტაზე და შეტანილი იყო მხოლოდ აუდიოკასეტაზე და CD-ზე. ფილმში შეტანილია „One Slip“, „Shine On You Crazy Diamond“ (შესავალი, ხოლო დაბოლოება - ფილმის ტიტრების დროს), „Signs of Life“, „On the Run“, „The Great Gig in the Sky“. გამოცემის მომზადებისას წევრებმა რამდენიმე კომპოზიციას სტუდიაში დაამატეს რამდენიმე ინსტრუმენტული პარტია.
ალბომი მოხვდა „ბილბორდის“ 200 საუკეთესო ალბომის ჩარტის #11 ადგილზე. აშშ-ში იგი ამჟამად სამმაგი პლატინის სტატუსის მატარებელია - 1989 წლის 23 იანვარს მას ოქროს და პლატინის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1997 წლის აპრილში - სამმაგი პლატინის.
Delicate Sound of Thunder იყო პირველი როკ-ალბომი, რომელმაც კოსმოსში გაიჟღერა. აუდიოკასეტა მისი ჩანაწერით „სოიუზის“ კოსმონავტებმა თან წაიღეს ორბიტაზე. ბაიკონურის კოსმოდრომზე, ხომალდის გაფრენისას იმყოფებოდნენ პინკ ფლოიდის წევრებიც. აღსანიშნავია, რომ Delicate Sound of Thunder არის ჯგუფის ერთადერთი ალბომი, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ ქვეყანაში გამოვიდა (ფირმა „მელოდია“).
რეჟისორმა საკონცერტო ვიდეო უეინ იშემმა ჯგუფის ამავე კონცერტების დროს გადაიღო საკონცერტო ვიდეო Delicate Sound of Thunder.
2019 წლის ბოქს-სეტში The Later Years შეტანილია ალბომის გაფართოებული რემიქსული ვერსია, რომელშიც შედის კონცერტებზე შესრულებულია სხვა კომპოზიციებიც — „Signs of Life“, „A New Machine (Part 1)“, „Terminal Frost“, „A New Machine (Part 2)“, „Welcome to the Machine“ და „One Slip“. ეს ვარიანტი აგრეთვე გამოიცა ცალკეული ალბომის სახით.
გარეკანის დიზაინი სტორმ თორგერსონს ეკუთვნის. ადამიანი, რომელზეც ნათურებია ასხმული, განასახიერებს ჯგუფის კონცერტების განათებას, ხოლო მეორე, რომლის ირგვლივ ფრინველებია - ჟღერადობას. CD-ის გამოცემაში წარმოდგენილია საკონცერტო ფოტოსურათები.
2014 წელს CD-ზე გამოვიდა ალბომის ახალი ტირაჟი, ოდნავ განსხვავებული გარეკანით, რომელზეც ნათურებიანი მამაკაცი მთელ წინა მხარეს იკავებს, ხოლო ფრთებიანი - ცალკე გვერდზეა. შიდა გვერდებზე გამოყენებულია რამდენიმე განსხვავებული ფოტოსურათი. დიზაინი StormStudios-ის მიერ მომზადდა. ახალი მასტერინგის ავტორია ჯეიმზ გათრი.
|
|
1. | „Shine On You Crazy Diamond“ | უოტერსი/გილმორი/რაიტი | 20 აგვისტო 1988 | 11:53 |
2. | „Learning to Fly“ | გილმორი/ეზრინი/კერინი/მური | 21 აგვისტო 1988 | 5:27 |
3. | „Yet Another Movie“ | გილმორი/ლეონარდი | 19 აგვისტო 1988 | 6:21 |
4. | „Round and Around“ | გილმორი | 19 აგვისტო 1988 | 0:33 |
|
|
5. | „Sorrow“ | გილმორი | 23 აგვისტო 1988 | 9:28 |
6. | „The Dogs of War“ | გილმორი/მური | 21 აგვისტო 1988 | 7:18 |
7. | „On the Turning Away“ | გილმორი/მური | 21 აგვისტო 1988 | 7:58 |
|
|
1. | „One of These Days“ | უოტერსი/გილმორი/მეისონი/რაიტი | 23 აგვისტო 1988 | 6:15 |
2. | „Time“ | უოტერსი/გილმორი/მეისონი/რაიტი | 19 აგვისტო 1988 | 5:16 |
3. | „Money“ | უოტერსი | 23 აგვისტო 1988 | 9:52 |
4. | „Another Brick in the Wall (Part 2)“ | უოტერსი | 19 აგვისტო 1988 | 5:28 |
|
|
5. | „Wish You Were Here“ | უოტერსი/გილმორი | 20 აგვისტო 1988 | 4:49 |
6. | „Comfortably Numb“ | გილმორი/უოტერსი | 23 აგვისტო 1988 | 8:56 |
7. | „Run Like Hell“ | უოტერსი/გილმორი | 21 აგვისტო 1988 | 7:12 |
- კასეტა 1
|
|
1. | „Shine On You Crazy Diamond“ | უოტერსი/გილმორი/რაიტი | 20 აგვისტო 1988 | 11:53 |
2. | „Learning to Fly“ | გილმორი/ეზრინი/კერინი/მური | 21 აგვისტო 1988 | 5:27 |
3. | „Yet Another Movie“ | გილმორი/ლეონარდი | 19 აგვისტო 1988 | 6:21 |
4. | „Round and Around“ | გილმორი | 19 აგვისტო 1988 | 0:33 |
|
|
5. | „Sorrow“ | გილმორი | 23 აგვისტო 1988 | 9:28 |
6. | „The Dogs of War“ | გილმორი/მური | 21 აგვისტო 1988 | 7:18 |
7. | „On the Turning Away“ | გილმორი/მური | 21 აგვისტო 1988 | 7:58 |
- კასეტა 2
|
|
1. | „One of These Days“ | უოტერსი/გილმორი/მეისონი/რაიტი | 23 აგვისტო 1988 | 6:15 |
2. | „Time“ | უოტერსი/გილმორი/მეისონი/რაიტი | 19 აგვისტო 1988 | 5:16 |
3. | „Us and Them“ | უოტერსი/რაიტი | 22 აგვისტო 1988 | 7:22 |
4. | „Money“ | უოტერსი | 23 აგვისტო 1988 | 9:52 |
5. | „Another Brick in the Wall (Part 2)“ | უოტერსი | 19 აგვისტო 1988 | 5:28 |
|
|
6. | „Wish You Were Here“ | უოტერსი/გილმორი | 20 აგვისტო 1988 | 4:49 |
7. | „Comfortably Numb“ | გილმორი/უოტერსი | 23 აგვისტო 1988 | 8:56 |
8. | „Run Like Hell“ | უოტერსი/გილმორი | 21 აგვისტო 1988 | 7:12 |
- ტექნიკური პერსონალი
- დეივიდ ჰიუიტი – ხმის ინჟინერი
- რობერტ ირკინა, დეივიდ გლისონი, ტრისტან პაუელი – ხმის ინჟინერის თანაშემწეები
- კით სმითი, ფილ ტეილორი – ტექნიკოსები
- ლარი უოლესი, ბუფორდ ჯონსი – ხმის მიქსი
- დიმო საფარი – ფოტოგრაფია (საკონცერტო ფოტოსურათები)
- სტორმ თორგერსონი, კოლინ ჩემბერზი, ენდი ერლი, ენტონი მეი – გარეკანის დიზაინი
- ჯონ მაკგილი, ჯონ კროსლენდი, Nexus – გრაფიკა
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| EP-ები | |
---|
| ბოქს-სეტები | |
---|
| საუნდტრეკები | |
---|
| სინგლები | |
---|
| ფილმები |
კონცერტები | |
---|
| მხატვრული | |
---|
| დოკუმენტური | |
---|
|
---|
| ტურნეები | |
---|
| სიები | |
---|
| დაკავშირებული მედია და პროექტები | |
---|
| დაკავშირებული თემები | |
---|
| |
|