Simon & Garfunkel
Simon & Garfunkel | |
---|---|
![]() დუეტი 1982 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ფორესტ-ჰილზი, კუინზი, ნიუ იორკი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ფოლკ როკი[1] |
აქტიური |
1956–1970 გაერთიანება: 1972, 1975–1977, 1981–1984, 1990, 1993, 2003–2005, 2007–2010 |
ლეიბლ(ებ)ი | Columbia |
წევრები |
პოლ საიმონი არტ გარფანკლი |
ჯილდოები | გრემის ჯილდო ცხოვრებისეული დამსახურებისთვის და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი |
საიტი | simonandgarfunkel.com |
Simon & Garfunkel ვიკისაწყობში |
Simon & Garfunkel — ამერიკული დუეტი, რომელშიც შედიან პოლ საიმონი და არტ გარფანკლი. 1957 წელს ამ დუეტის სახელი იყო ”ტომი და ჯერი” და მათ ჩაწერეს რამდენიმე წარუმატებელი კომპოზიცია. 1965 წელს, ახალი სახელით, მათ წარმატება მოიპოვეს სიმღერით „The Sounds of Silence“.
დუეტი ცნობილია ორიგინალური ვოკალური ორხმიანი ჰარმონიებით და გიტარაზე დაფუძნებელი ბალადებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორ მუსიკოსს შორის ხშირად ჰქონდა ადგილი დავას და კამათს, რაც მათ ალბომებზეც აისახა. მათი უკანასკნელი ალბომის Bridge over Troubled Water ჩაწერა ამის გამო რამდენიმეჯერ შეფერხდა.
წლების განმავლობაში დუეტი დაშლილი იყო, მაგრამ სამჯერ გაერთიანდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1981 წლის ცნობილი კონცერტი ცენტრალურ პარკში, რომელსაც 750.000 მაყურებელი დაესწრო.
დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სტუდიური ალბომები
- Wednesday Morning, 3 A.M. (1964)
- Sounds of Silence (1966)
- Parsley, Sage, Rosemary and Thyme (1966)
- Bookends (1968)
- Bridge over Troubled Water (1970)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Simon & Garfunkel“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- პოლ საიმონის ოფიციალური საიტი
- არტ გარფანკლის ოფიციალური საიტი
- ჯგუფის ილუსტრირებული დისკოგრაფია
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Richie Unterberger. Simon & Garfunkel – All Music Guide. AllMusic. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი, 2014.
|
|