Pink Floyd: Their Mortal Remains

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Pink Floyd: Their Mortal Remains

ჯგუფის 1975-1977 წლის ტურნეებში გამოყენებული დისკოს ბურთი.
თარიღი 13 მაისი, 2017 (2017-05-13) - 1 ოქტომბერი, 2017 (2017-10-01)
ადგილი ვიქტორიას და ალბერტის მუზეუმი, ლონდონი, ინგლისი

Pink Floyd: Their Mortal Remains — ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც გაიხსნა 2017 წლის 13 მაისს, ვიქტორიას და ალბერტის მუზეუმში (ლონდონი, ინგლისი) და გაგრძელდება 1 ოქტომბრამდე.[1][2][3][4][5][6][7] გამოფენა მოეწყო იგივე მუზეუმიზ მიერ დეივიდ ბოუისადმი მიძღვნილი „David Bowie Is“-ის შემდეგ. [5]

ცოლის მარიონეტის თავი, ტურნე The Wall

გამოფენის სახელწოდება მომდინარეობს ჯგუფის სიმღერის „Nobody Home“ სტრიქონიდან „I've got a grand piano to prop up my mortal remains“. მისი პრომოკამპანია მიმდინარეობდა სხვადასხვა დროს ჯგუფის დარჩენილი წევრების, დეივიდ გილმორის, ნიკ მეისონის და როჯერ უოტერსის, აგრეთვე ობრი პაუელის მონაწილეობით[6]. გამოფენის ანონსისთანავე, მუზეუმის თავზე გაუშვეს გასაბერი ღორი[5], რომლის ასლი დაფრინავდა BBC-ის ოფისის თავზეც[8].

ჯგუფის ისტორიის ქრონოლოგიურად მიმოხილვით, გამოფენა მთავრდება ჯგუფის Live 8-ზე 2005 წელს გამოჩენით[3], რასაც ახლავს „Comfortably Numb“-ის სპეციალური მრავალარხიანი მიქსი, წარმოდგენილი AMBEO-ს, Sennheiser-ის სამგანზომილებიანი აუდიო ტექნოლოგიის, 17 არხის და 25 სპიკერის დახმარებით, რომელთაგან შვიდი საბვუფერია[4][6]. გამოფენა აგრეთვე ეხება ჯგუფის სახელით გამოცემულ უკანასკნელ ალბომსაც, The Endless River.

რიჩარდ რაიტის ნიღაბი, რომელსაც ატარებდა სუროგატული ჯგუფის წევრი სიმღერის In the Flesh? შესრულებისას, ტურნე The Wall.

გამოფენაზე წარმოდგენილ სხვადასხვა ექსპონატს შორის არის გვერდი ნიკ მეისონის დღიურიდან 1968 და 1975 წლის ტურნეს რაიდერებიდან; ყვავილის ფორმის დისკოს ბურთი, რომელიც 1973-1975 წლებში გამოიყენებოდა; ინსტრუმენტები; აზიმუთ კოორდინატორის მსგავსი მოწყობილობები; ჯგუფის კუთვნილი Binson Echorec Baby.[2][5] წარმოდგენილია ტურნეს The Wall კონცერტების ატრიბუტიკა, მაგალითად, ნიღბება, რომელსაც ატარებდნენ ჯგუფის შემცვლელი მუსიკოსები.[2][5][9] გამოტანილია სიდ ბარეტის ხელნაწერი წერილი ჯენი სპაირზთან (მის მეგობარ გოგონასთან) და ბარეტის კუთვნილი ველოსიპედიც.[5] გამოფენისთვის მოიძიეს როჯერის ბავშვობის სკოლის მასწავლებლის ჯოხი, რომელსაც იგი მოსწავლეებს ურტყამდა და სადამსჯელო წიგნაკი, ანოტაციებისთვის.

ორგანიზატორებს დაგეგმილი აქვთ გამოფენის ათი წლის განმავლობაში სხვა ქვეყნებშიც წარდგენა[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sneak peak inside new Pink Floyd exhibition. BBC Online (10 May 2017). ციტირების თარიღი: 12 May 2017.
  2. 2.0 2.1 2.2 Petridis, Alexis. (9 May 2017) The Pink Floyd Exhibition: Their Mortal Remains review – look, a flying pig!. The Guardian. ციტირების თარიღი: 12 May 2017.
  3. 3.0 3.1 Aspden, Peter. (8 May 2017) Pink Floyd at the V&A: the lovely sound of anomie in the UK. Financial Times. ციტირების თარიღი: 12 May 2017.
  4. 4.0 4.1 4.2 Zemler, Emily. (11 May 2017) Inside Pink Floyd's Immersive New Museum Exhibit. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2017. ციტირების თარიღი: 12 May 2017.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Bonner, Michael. (9 May 2017) Pink Floyd: Their Mortal Remains reviewed. Uncut. ციტირების თარიღი: 12 May 2017.
  6. 6.0 6.1 6.2 Dunton, Wesley. (11 May 2017) Pink Floyd Exhibition: Their Mortal Remains Exhibition Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2017. ციტირების თარიღი: 12 May 2017.
  7. Review: Pink Floyd, V&A ★★★★★. Culture Whisper. ციტირების თარიღი: 12 May 2017.
  8. The Pink Floyd inflatable pig floats next to Broadcasting House to promote their new exhibition at the V&A museum - Pictures of the Day. The Daily Telegraph (11 May 2017). ციტირების თარიღი: 12 May 2017.
  9. Mabbett, Andy (2010). Pink Floyd - The Music and the Mystery. Omnibus press. ISBN 978-1-84938-370-7.