Louder than Words (პინკ ფლოიდის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Louder than Words“
პრომოსინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Endless River
გამოსვლის თარიღი 14 ოქტომბერი, 2014 (2014-10-14)
ჩაიწერა 1993 - 2014,
Astoria (ლონდონი, ინგლისი)
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 4:40
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia
ავტორ(ებ)ი
პროდიუსერი

Louder than Words“ — დეივიდ გილმორის და პოლი სემსონის მიერ დაწერილი სიმღერა. იგი შეტანილია ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეთხუთმეტე სტუდიურ ალბომში The Endless River, რომელშიც იგი არის უკანასკნელი კომპოზიცია და ერთადერთი ჩანაწერი, რომელშიც ვოკალურად გილმორის მიერ სრულდება ტექსტი [1]. ეს სიმღერა, რომელიც მომდინარეობს ალბომის The Division Bell ხმისჩამწერი სესიებიდან, შეიცავს კლავიშებიან საკრავებზე რიჩარდ რაიტის და ელექტრონულ სიმებიან კვარტეტ Escala-ს პარტიებს.

აშშ-ის რადიოსადგურებმა სიმღერის პრომო სინგლი მიიღეს 2014 წლის 14 ოქტომბერს.

კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის თანმხლები მუსიკა, რომლის ავტორი დეივიდ გილმორი, სხვადასხვა მუსიკალურმა კრიტიკოსმა და ავტორმა განიხილა. მათ შორის იყო Exclaim!-ის ჯოსაია ჰიუზი - „ნელი ტემპით მწვე­ლი, მელოდრამატული სიმღერა, სავსე დაძაბული გიტარით და სინთეზატორზე ნამუშევრით.“ [2] Clash-ის რობინ მარი წერდა: „მიმობნეული, საოცარი სიმღერა, სავსე გიტარის მიერ მართულ ატმოსფეროთი და ავბედი ელექტრონული პროდიუსერული ნამუშევრით.“ [3] სიმღერის ტექსტი, რომელიც პოლი სემსონს, გილმორის ცოლს ეკუთვნის, ასახავს „უკვდავი სიყვარულის დიდებულ მაგალითს, რიჩარდ რაიტისადმი მიძღვნას და წვრილმან გაუგებრობებთან გამკლავების აუცილებლობას.“ [4] გილმორი სიმღერის შესახებ ესაუბრა The Guardian-ს და განაცხადა:[5]

ვიკიციტატა
„რიკი აღარ არის. ეს არის უკანასკნელი, რასაც ვუშვებთ. დარწმუნებული ვარ, გაგრძელება აღარ მოჰყვება. პოლიმ, ჩემმა ცოლმა, იფიქრა, რომ ტექსტისთვის ეს კარგი იდეა იქნებოდა. იმ სიმბიოზის აღწერისთვის, რომელიც ჩვენ შორის არის. ან იყო... მე ყოველთვის არ ვაფასებდი [რაიტს]. ხალხს მუშაობის სხვადასხვა მეთოდი აქვს, ჩვენ ძალიან განვსჯით და ვფიქრობთ, რომ ვიღაც კარგად ვერ ქაჩავს საკუთარ თავს, მაგრამ ვერ ვხვდებით, რომ მათ სხვა მოვალეობა აკისრიათ. “

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ პრომო სინგლი
#სახელწოდებაავტორ(ებ)იპროდიუსერ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Louder than Words“ (რადიოს ვერსია)დეივიდ გილმორი, პოლი სემსონი4:40

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პინკ ფლოიდი
Escala
დამატებითი მუსიკოსები
პროდიუსერები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. “About". Pink Floyd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 14 October 2014.
  2. Hughes, Josiah. Pink Floyd "Louder Than Words". 1059434 Ontario Inc. (9 October 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 12 October 2014.
  3. Murray, Robin. Pink Floyd Reveal New Track 'Louder Than Words' (10 October 2014). ციტირების თარიღი: 12 October 2014.
  4. Morris, Andy. Pink Floyd unveil new song 'Louder Than Words'. Giant Digital (9 October 2014). ციტირების თარიღი: 12 October 2014.
  5. The Guardian music staff. (9 October 2014) Pink Floyd's The Endless River: 'This is the last thing out from us'. Guardian Media Group. ციტირების თარიღი: 12 October 2014.