VG-lista

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

VG-lista — გაზეთ VG-ში ყოველკვირეულად გამოქვეყნებადი, ასევე ნორვეგიული ტელერადიოსამაუწყებლო კომპანია NRK-ს პროგრამა Topp 20-ით ტრანსლირებული ნორვეგიული ჰიტ-აღლუმი. იგი წამყვანი ნორვეგიული ჩარტია, რომელშიც წარმოდგენილია ალბომებიც და სინგლებიც.

მონაცემები შეგროვებულია კომპანია Nielsen SoundScan International-ის მიერ ნორვეგიის ასი მაღაზიის გაყიდვების საფუძველზე.

სინგლების ჩარტი დაიწყო, როგორც 1958 წლის 42-ე კვირის ტოპ-10; სია გაფართოვდა 20-ე პოზიციამდე 1995 წლის მეხუთე კვირას. ალბომური ჩარტი, რომელიც დაიწყო ტოპ-20-ით 1967 წლის პირველ კვირას, მოგვიანებით გაფართოვდა 40-ე პოზიციამდე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=VG-lista&oldid=3385006“-დან