Is There Anybody Out There?
„Is There Anybody Out There?“ | ||
---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||
ალბომიდან The Wall | ||
გამომცემელი | Pink Floyd Music Publishers Ltd | |
გამოსვლის თარიღი |
30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი) 8 დეკემბერი 1979 (აშშ) | |
ჩაიწერა | აპრილი-ნოემბერი 1979 | |
ჟანრი | პროგრესული როკი, როკ-ოპერა | |
ხანგრძლივობა | 2:44 | |
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest (ბრიტანეთი) Columbia (აშშ) | |
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი | |
The Wall – სიმღერები | ||
„Is There Anybody Out There?“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. იგი შეტანილია 1979 წლის ორმაგ ალბომში The Wall.[1][2]
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერის პირველ ნახევარს აქვს იგივე კონცეფცია, რაც „Hey You“-ს. იგი არის პერსონაჟ პინკის დარდიანი წამოძახილი. მეორე ნახევარი ინსტრუმენტულია. მასში ჟღერს სოლო კლასიკურ გიტარაზე. რამდენიმე ინტერვიუში დევიდ გილმორი ამბობდა, რომ ცდილობდა სიმღერის შესრულებას, მაგრამ არ მოსწონდა საბოლოო შედეგი: „შემეძლო ტყავის მედიატორით დაკვრა, მაგრამ თითების სტილით არ გამომდიოდა.“ [3] ორკესტრთან ერთად სტუდიაში, მაიკლ კემენის მოწვევით მუშაობდა გიტარისტი ჯო დიბლასი [4] თოლიების მსგავსი ხმოვანი ეფექტი მანამდე ჟღერდა პინკ ფლოიდის უფრო ადრეულ „Echoes“-ში. თავდაპირველად იგი გამოყენებული იყო აღნიშნულ კომპოზიციაში ვეშაპების ხმის მსგავსი ეფექტის მისაღებად, გილმორის wah-wah პედლით, გადანაცვლებული კაბელებით. ჯო დიბლასი ალბომზე შეცდომით არის მითითებული, როგორც „რონ დიბლასი“.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]The Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით. ამ სიმღერაში აღწერილია, რომ პინკი ცდილობს საკუთარი კედლის მიღმა არსებულ სამყაროსთან დაკავშირებას, მაგრამ შედეგს ვერ აღწევს.
ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ ამ სცენის დროს ნაჩვენებია პინკის უკიდურესი შეშლილობა - იგი აწყობს ნივთების უცნაურ კონსტრუქციებს, იპარსავს თმებს თავზე, წარბებს და მკერდს. ჯუნ ბოლანი, სიდ ბარეტის ყოფილი შეყვარებული, ამტკიცებდა, რომ სიდიც სწორედ ასე იქცეოდა.
სატელევიზიო ნაწყვეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერაში უკანა ფონზე ჟღერს ნაწყვეტები სერიალებიდან „ბოლი ქვემეხიდან“ და „გომერ პაილი, ა.ს.ფ.კ.“. სერიალის „ბოლი ქვემეხიდან“ ეპიზოდი არის „ფანდანგო“, რომელიც პირველად ტელეეთერში 1967 წლის 11 თებერვალს გავიდა. ალბომში შეტანილი დიალოგი იწყება ეპიზოდის 32:54-ზე.
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დევიდ გილმორი — თოლიის ხმა (გიტარა და wah-wah პედალი), ვოკალი[5]
- როჯერ უოტერსი — ვოკალი, ბას-გიტარა[5]
- რიჩარდ რაიტი — სინთეზატორი Prophet-5[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ "Careful With That Axe", interview with David Gilmour by Matt Resnicoff, Musician magazine, August 1992.
- ↑ Fitch, Vernon, The Pink Floyd Encyclopedia, p. 155.
- ↑ 5.0 5.1 5.2 ფიტჩი, ვერნონ და მეიონი, რიჩარდ, Comfortably Numb — A History of The Wall 1978–1981, 2006, p. 93.
|