What Shall We Do Now?
| „What Shall We Do Now?“ | |
|---|---|
| სიმღერა — პინკ ფლოიდი | |
| ალბომიდან Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81 | |
| გამოსვლის თარიღი | 18 აპრილი 2000 |
| ჩაიწერა | 1978–1979, 14 ივნისი 1981 (საკონცერტო) |
| ჟანრი | პროგრესული როკი, მძიმე როკი |
| ხანგრძლივობა | 1:40 |
| ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი |
„What Shall We Do Now?“ (სამუშაო სახელწოდება — „Backs to The Wall“) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა, რომელიც სრულდებოდა ტურნეს The Wall კონცერტებზე. იგი თავდაპირველად უნდა შესულიყო ალბომში The Wall და წარმოდგენილია მის დემო-ჩანაწერებში, მაგრამ გრამფირფიტის საერთო ხანგრძლივობის შეზღუდვების გამო ამოიღეს.[1] მისი ადგილი დაიკავა „Empty Spaces“-მა, რომელიც უერთდება „Young Lust“-ს.
კომპოზიციის სტუდიური ვერსია ჟღერს ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“, „Young Lust“-ის წინ[1]. ოფიციალური საკონცერტო ჩანაწერი სრულდებოდა ჯგუფის კონცერტებზე და შეტანილია ალბომში Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81[1]. როჯერ უოტერსის 2010-2013 წლების ტურნეს The Wall Live ჩანაწერები შესულია ვიდეოში და ალბომში Roger Waters: The Wall. იგი აგრეთვე შესრულდა უოტერსის 1990 წლის კონცერტზე, ბერლინში – წამყვან ვოკალს ამ სიმღერაში და „Young Lust“-ში ბრაიან ადამსი ასრულებდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 მენინგი, ტობი (2006). „Soundtracks, Compilations & Bootlegs“, The Rough Guide to Pink Floyd, 1st, ლონდონი: Rough Guides, გვ. 227. ISBN 1-84353-575-0.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||