რიჩარდ რაიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიჩარდ რაიტი
Rickwright.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რიჩარდ უილიამ რაიტი
დაიბადა 28 ივლისი, 1943[1]
წარმოშობა ჰეტჩ-ენდი, ლონდონი, ინგლისი
გარდაიცვალა 15 სექტემბერი, 2008 (65 წლის)
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მუსიკოსი
  • კომპოზიტორი
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • კლავიშებიანი საკრავები
  • ვოკალები
აქტიური 1962[2]–2008
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები

რიჩარდ უილიამ „რიკ“ რაიტი (ინგლ. Richard William Wright; დ. 28 ივლისი, 1943, ჰეტჩ-ენდი, ლონდონი – გ. 15 სექტემბერი, 2008) იყო თვითნასწავლი კლავიშისტი, რომელიც ცნობილი გახდა მოღვაწეობით ჯგუფ პინკ ფლოიდში. მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ისეთი ცნობილი სიმღერების ავტორი, როგორც მისი კოლეგები, სიდ ბარეტი, როჯერ უოტერსი ან დევიდ გილმორი, სწორედ მან დაწერა ჯგუფის კლასიკური ალბომების, Meddle, Dark Side of the Moon და Wish You Were Here მელოდიების დიდი ნაწილი, ასევე პინკ ფლოიდის უკანასკნელი სტუდიური დისკის The Division Bell სიმღერები. რაიტის განსაკუთრებული ჟღერადობა პინკ ფლოიდის დამახასიათებელი ნიშანია. ასევე საგულისხმოა მისი ვოკალური პარტიებიც.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პინკ ფლოიდში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიტი სწავლობდა ჰედერბეშერის ბიჭების სკოლაში და რეჯენტ სტრიტის პოლიტექნიკურ არქიტექტურულ კოლეჯში, სადაც მან გაიცნო როჯერ უოტერსი და ნიკ მეისონი. რაიტი იყო პინკ ფლოიდის ერთ-ერთი პირველი წევრი და უკრავდა იმ პროექტებშიც, რომლებიც პინკ ფლოიდამდე არსებობდნენ - Sigma 6 და The (Screaming) Abdabs.

პინკ ფლოიდის არსებობის პირველ წლებში რაიტის წვლილი აღსანიშნავია იმით, რომ მისი ორგანისა და ვოკალის ჟღერადობა პირველ პლანზეა წამოწეული, ისევე, როგორც სიდ ბარეტის გიტარა და ტექსტები. პინკ ფლოიდისათვის დაწერილი რაიტის ადრინდელი სიმღერებია „Remember a Day“, „Paintbox“ და „It Would Be So Nice“. თავისთავად, ჯგუფის განვითარებასთან ერთად, რაიტი სულ უფრო დაინტერესებული იყო საკუთარი სიმღერების შექმნით, აქტიურად მონაწილეობდა ყველაზე ცნობილი სიმღერებისა თუ ინსტრუმენტული ნომრების კომპოზიციური სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. ასეთი ნამუშევრების ნათელი მაგალითებია „Interstellar Overdrive“, „A Saucerful of Secrets“, „Careful with That Axe, Eugene“ და „One Of These Days“. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფილმებისათვის ჩაწერილი მუსიკალური ალბომები More, Zabriskie Point და Obscured by Clouds ჩაწერაში. ჯგუფის კომერციულად წარმატებული ალბომების სიმღერებიდან ყველაზე ცნობილია „The Great Gig in the Sky“ და „Us and Them“, 1973 წლის ალბომიდან The Dark Side of the Moon.

ჯგუფის ალბომის Animals ჩაწერისას რაიტს საკუთარი იდეებიც გაუჩნდა, თუმცა, იმის გამო, რომ როჯერ უოტერსის მიერ იგი ძალიან შეზღუდული იყო და არაფერი დაუწერია ალბომისთვის, ყველა საკუთარი იდეა სოლო ალბომის Wet Dream შექმნისას გამოიყენა. პირადი და როჯერ უოტერსთან წარმოქმნილი პრობლემების გამო, რაიტმა არ იმუშავა ალბომზე The Wall, რის გამოც უოტერსმა იგი ჯგუფიდან გააგდო. მიუხედავად ამისა, რაიტი უკრავდა ამ ალბომის მხარდამჭერ 1980 და 1981 წლის ტურებზე და ჯგუფის ერთადერთი წევრი იყო, რომელმაც რამე სარგებელი ნახა ამ ტურიდან, რადგანაც ოფიციალურად იჯდა ხელფასზე და არა მცირე ჰონორარზე.

1984 წელს მან, ჯგუფის Fashion წევრთან, დეივ ჰარისთან ერთად, ჩამოაყალიბა დროებითი პროექტი Zee და ჩაწერა ალბომი Identity, რომელიც კომერციულად წარუმატებელი იყო.

1986 წელს იგი დაბრუნდა დევიდ გილმორის ლიდერობით აღდგენილ პინკ ფლოიდში, მაგრამ მხოლოდ დაქირავებული მუსიკოსის სახით. მან მცირე წვლილი შეიტანა ალბომში A Momentary Lapse of Reason, უკრავდა მისი გამოცემის შემდეგ ჩატარებული სამწლიანი ტურის მსვლელობისას. 1994 წელს იგი ოფიციალურად დაბრუნდა ჯგუფში და აღდგენილი იქნა, როგორც სრულუფლებიანი წევრი. მან აქტიურად იმუშავა ჯგუფის უკანასკნელ სტუდიურ ალბომზე The Division Bell და ასევე უკრავდა მსოფლიო ტურის მსვლელობისას. აღსანიშნავია, რომ იგი ჯგუფის ის წევრია, რომელსაც დაუკრავს პინკ ფლოიდის ყველა კონცერტზე.

უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Up-1richard.jpg

1996 წელს, ალბომის The Division Bell წარმატებითა და მასში შეტანილი წვლილით შთაგონებულმა რაიტმა გამოსცა მესამე (ზოგიერთი თვლის, რომ მეორე) სოლო-ალბომი Broken China. ამ ალბომზე მასთან ერთად მუშაობდნენ შინეიდ ო’კონორი, პინო პალადინო (ბას გიტარა), მანუ კატჩე (დასარტყმელი საკრავები), დომინიკ მილერი (გიტარა) და ტიმ რენუიკი (რომელიც უკვე ცნობილი იყო პინკ ფლოიდთან თანამშრომლობით). ეს ალბომი უფრო ჩამოყალიბებული და თამამი განაცხადი იყო, ვიდრე Wet Dream და აღსანიშნავი იყო რაიტის მიერ კომპიუტერული ტექნოლოგიით დაინტერესებით. ალბომის ჩაწერაში მას ხელი შეუწყო ტექსტების ავტორმა ენტონი მურმა, რომელმაც უკვე იმუშავა პინკ ფლოიდთან.

2005 წლის 2 ივლისს, რაიტი შეუერთდა გილმორს, მეისონსა და უოტერსს, საქველმოქმედო აქციის Live 8 ფარგლებში. 1981 წლის შემდეგ ეს იყო მისი პირველი კონცერტი, რომელზეც მან უოტერსთან ერთად დაუკრა. მოგვიანებით, იმავე წლის ნოემბერში, ჯგუფი დააჯილდოვეს ბრიტანული მუსიკის დიდების დარბაზის სპეციალური პრიზით, თუმცა რაიტი ცერემონიაზე არ იმყოფებოდა, რადგანაც კატარაქტის ოპერაციას იკეთებდა, თუმცა ცერემონიის დროს ეკრანზე გამოჩენილმა უოტერსმა განაცხადა, რომ რიკი უბრალოდ დასახლდა რომში, უოტერსთან ერთად, ერთ სახლში (რაც ალბათ ხუმრობა იყო).

რაიტმა მნიშვნელოვანი წილი შეიტანა დევიდ გილმორის მესამე სოლო-ალბომში On an Island, მასთან ერთად დაუკრა მთლიანი ტურის განმავლობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ საკონცერტო პროგრამაში შეტანილი იქნა Echoes - სრული სახით. საგულისხმოა, რომ Echoes უკვე სრულდებოდა 1987 წელს, პინკ ფლოიდის მიერ, თუმცა ჯგუფი შესრულებით კმაყოფილი არ იყო. დევიდის ტურნეზე რაიტი აგრეთვე ასრულებდა მთავარ ვოკალურ პარტიებს სიმღერებში Arnold Layne და Comfortably Numb. პირველად სრულდებოდა Wearing the Inside Out, რაიტის სიმღერა ალბომიდან The Division Bell. პარალელურად, უოტერსმა შესთავაზა რაიტს გამოსვლა რამდენიმე კონცერტზე, მისი სოლო ტურის The Dark Side of the Moon Live ფარგლებში, მაგრამ რაიტმა ამაზე უარი განაცხადა.

2006 წლის 4 ივლისს რაიტი, გილმორი და მეისონი ფილმის P*U*L*S*E DVD ვერსიის პრეზენტაციას დაესწრნენ. ამ პრეზენტაციაზე რაიტმა განაცხადა, რომ იგი ყოველთვის მზად არის, დაუკრას გილმორთან, მაგრამ აღარ სურს პინკ ფლოიდის საკონცერტო ტურები, რადგანაც ეს დამღლელი სამუშაოა. 2007 წლის ინტერვიუებში მან ახსენა, რომ ჯგუფის წევრების მსოფლმხედველობა საკმაოდ განსხვავდება და რთულია კვლავაც ერთად მუშაობა.

2008 წლის 15 სექტემბერს რიჩარდი გარდაიცვალა. როგორც მისმა ოჯახის წევრებმა განაცხადეს, მიზეზი იყო მოულოდნელად განვითარებული კიბო.

ჯგუფის ყველა წევრისგან რაიტი გამოირჩეოდა მშვიდი ხასიათით. მას არ უყვარდა ინტერვიუები და იშვიათად საუბრობდა პრესასთან.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიტის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა კიბო.[3][4] იგი 65 წლის იყო. გარდაცვალებამდე იგი მუშაობდა ინსტრუმენტული კომპოზიციების ალბომზე, რომელიც უნდა ყოფილიყო მისი მეოთხე სტუდიური დისკი.[5] რიჩარდის ქონება შეფასდა 23.7 მილიონ ფუნტად.[6]

მუსიკოსების რეაქცია გარდაცვალებაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დევიდ გილმორმა საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა შემდეგი მიმართვა:

ვიკიციტატა
„ვერავინ შეცვლის რიჩარდ რაიტს. იგი ჩემი მუსიკალური თანაშემწე და მეგობარი იყო.

არგუმენტების იმ არეულ-დარეულობაში, თუ ვინ ან რა იყო პინკ ფლოიდი, რიკის უზარმაზარი წვლილი ხშირად ავიწყდებოდათ. იგი იყო მშვიდი, თავმდაბალი და იდუმალი, მაგრამ მისი ემოციური ხმა და დაკვრის მანერა იყო მნიშვნელოვანი ნაწილი პინკ ფლოიდის ყველაზე ამოცნობად ჟღერადობაში. მე ასეთ ადამიანთან არასოდეს დამიკრავს. მისი და ჩემი ხმების შერწყმა და ჩვენი მუსიკალური ტელეპატია პირველად გაიფურჩქნა 1971 წელს, ’Echoes'-ზე. ჩემი აზრით, პინკ ფლოიდის ისტორიაში ყველაზე დიდებული მომენტებია ის, სადაც იგი მთლიანად ყვავის. ბოლოს და ბოლოს, რა იქნებოდა 'The Dark Side Of The Moon', რომ არა 'Us and Them' და 'The Great Gig In The Sky', რომელთა ავტორიც იგი არის? მისი ფარული წვლილით ალბომს 'Wish You Were Here' არ ექნებოდა ეფექტი. შუა წლებში, სხვადასხვა მიზეზის გამო მას გზა აებნა, მაგრამ 90-იანების დასაწყისში, ალბომით 'The Division Bell', მისი სიცოცხლისუნარიანობა, სიცოცხლის ნიშანწყალი და იუმორი დაუბრუნდა და მსმენელის რეაქცია მის გამოჩენაზე ჩემს 2006 წლის ტურნეზე იყო აღფრთოვანებას იწვევდა და ეს მისი თავმდაბლობის ნიშანია, რომ ფეხზე დამდგარი ხალხის ოვაციებმა დიდად გააკვირვეს (თუმცა, ჩვენ არ გაგვკვირვებია).

ისევე როგორც რიკს, მეც მიჭირს ჩემი გრძნობების სიტყვებით გამოხატვა, მაგრამ მე მიყვარდა იგი და ძალიან მომენატრება“

როჯერ უოტერსის ოფიციალური საიტი შეცვლილი იქნა 15 სექტემბერს საღამოს. მასზე განთავსდა შავ ფონზე განლაგებული უამრავი სანთლის გამოსახულება.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მეუღლისგან, ჯულიეტ გეილისგან რაიტს ჰყავს ორი შვილი (გეილს იგი გაეყარა 1982 წელს). მეორედ იგი დაქორწინდა 1984 წელს და თავის მეუღლეს, ფრანკას, 1994 წელს გაეყარა.

მესამე მეუღლესთან, მილისთან, რაიტი დაქორწინდა 1996 წელს. სწორედ მილის მიეძღვნა ალბომი Broken China, რომელშიც გამოყენებულია სიუჟეტები მილის პირადი ცხოვრებიდან. მილისა და რიჩარდს ჰყავთ ვაჟი ბენი.

გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიტის მუსიკალური სტილი განიცდის ჯაზისა და ნეოკლასიკური მუსიკის გავლენას. მას ახასიათებს ბლუზისა და ხალხური მუსიკის მსგავსი ჰარმონიები. კლავიშებიანი საკრავებიდან მას უფრო მეტად მოსწონს ორგანი და სინთეზატორი. უფრო ხშირად იგი იყენებს სინთეზატორს Kurzweil.

საკრავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩანაწერი/კონცერტი ინსტრუმენტები
„Arnold Layne“

„See Emily Play“

Tonite Let's All Make Love in London...Plus

The Piper at the Gates of Dawn

Farfisa Combo-Compact (ორგანი),

აკუსტიკური ფორტეპიანო, ჩელესტა (მხოლოდ ალბომზე The Piper at the Gates of Dawn)

„Apples and Oranges“

„It Would Be So Nice“

„Point Me at the Sky“

A Saucerful of Secrets

Farfisa Combo Compact-Duo (ორგანი),

Hammond M-102 Spinet (ორგანი), აკუსტიკური ფორტეპიანო, მელოტრონი M400 სერია II, ვიბრაფონი

More Farfisa Combo Compact-Duo (ორგანი),

Hammond M-102 Spinet (ორგანი), აკუსტიკური ფორტეპიანო, ვიბრაფონი

Ummagumma

Zabriskie Point

Farfisa Combo Compact-Duo (ორგანი),

Hammond M-102 Spinet (ორგანი), აკუსტიკური საკონცერტო ფორტეპიანო, მელოტრონი M400 სერია II

The Man and the Journey Farfisa Combo Compact-Duo (ორგანი),

Hammond M-102 Spinet (ორგანი), აკუსტიკური ფორტეპიანო, ტრომბონი, ჩელესტა

Atom Heart Mother Farfisa Combo Compact-Duo (ორგანი),

Hammond M-102 Spinet (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 145, Steinway & Sons Baby Grand Piano, მელოტრონი M400 II

Meddle Farfisa Combo Compact-Duo (ორგანი),

Hammond M-102 Spinet (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 145, აკუსტიკური საკონცერტო ფორტეპიანოთი და გამაძლიერებლით Leslie 145, სინტეზატორი EMS VCS3 (Putney)

Pink Floyd Live at Pompeii Farfisa Combo Compact-Duo (ორგანი),

Hammond M-102 Spinet (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 145, Steinway & Sons Baby - კლასიკური საკონცერტო ფორტეპიანო

Obscured by Clouds Hammond M-102 Spinet (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 145,

Fender Rhodes Suitcase 73/88 სერია I - ელექტრონული ფორტეპიანო, სინთეზატორი EMS VCS3 (Putney), სინთეზატორი EMS VCS3 Synthi A (Portabella), სიმებიანი ანსამბლის ემულატორი ARP Solina (მოდელი IV)

The Dark Side of the Moon

ევროპული და ამერიკული ტურნეები (1973)

Hammond RT-3 გამაძლიერებლით Leslie 122,

ელექტრონული ფორტეპიანო Wurlitzer EP-200, სინთეზატორი EMS VCS3 AKS, სინტეზატორი EMS VCS3 Synthi A (Portabella) (არ გამოიყენებოდა ტურნეში), Steinway & Sons Baby კლასიკური საკონცერტო ფორტეპიანო, MOOG Minimoog Synthesizer, ელექტრონული ფორტეპიანო Fender Rhodes Stage 73/88 სერია I (არ გამოიყენებოდა ტურნეში), Farfisa Combo Compact-Duo (ორგანი) (არ გამოიყენებოდა ტურნეში), გიტარის სინთეზატორი EMS Synthi Hi-Fli (ტურნეში)

Wish You Were Here

ევროპული და ამერიკული ტურნეები (1974-1975) ფესტივალი Knebworth '75

ორგანი Hammond C-3 /გამაძლიერებლით Leslie 122

სინთეზატორი MOOG Minimoog ARP Solina String Ensemble (Model V) სინთეზატორი Wurlitzer EP-200 ელექტრონული ფორტეპიანო EMS VCS3 Synthi AKS სინთეზატორი EMS VCS3 Synthi A (‘Portabella’) სინთეზატორი (არ გამოიყენებოდა ტურნეში) Hohner კლავინეტი D6 EMS Synthi Hi-Fli გიტარის სინთეზატორი Steinway & Sons Baby კლასიკური როიალი MOOG Taurus II Footpedal სინთეზატორი

Animals

In The Flesh (ჯგუფის ტურნე)

Hammond B-3 (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 122,

ელექტრონული ფორტეპიანო Rhodes Suitcase 73/88 სერია I, სინთეზატორი MOOG Minimoog (მოდელი D), სიმებიანი ანსამბლის ემულატორი ARP Solina (მოდელი V), საკონცერტო ფორტეპიანო Yamaha C-7 Baby, კლავინეტი Hohner D6, სინთეზატორი Korg VC-10 Vocoder (არ გამოიყენებოდა ტურნეში), სინთეზატორი EMS VCS3 Synthi AKS (არ გამოიყენებოდა ტურნეში)

Wet Dream ელექტრონული ფორტეპიანო Fender Rhodes Suitcase 73/88 სერია I,

Hammond B-3 (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 122, ოთხხმიანი პოლიფონიური სინთეზატორი Oberheim, სიმებიანი ემულატორი ARP Solina, აკუსტიკური საკონცერტო ფორტეპიანო Yamaha C-7, კლავინეტი Hohner D6

The Wall Hammond B-3 & C-3 (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 122,

სინთეზატორი SCI Prophet V, საკონცერტო ფორტეპიანო Yamaha C-7 Acoustic Baby, ელექტრონული ფორტეპიანო Rhodes Stage 73/88 სერია I, აკორდეონი Farfisa

The Wall (ტურნე) Hammond C-3 (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 122,

სინთეზატორი SCI Prophet V, ელექტრონული ფორტეპიანო Yamaha CP-70, სინთეზატორი ARP Quadra, აკორდეონი Farfisa

Identity (Zee) სინთეზატორი/სემპლერი Fairlight CMI - სერია 2
A Momentary Lapse of Reason ციფრული/ანალოგური სინთეზატორი Roland Super JX (JX-10),

Kurzweil სინთეზატორი/სემპლერი K250, Hammond B-3 & C-3 (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 122, MIDI კონტროლერი Kurzweil, სინთეზატორი Roland Vocoder VP-330 Plus

A Momentary Lapse of Reason (ტურნე)

კონცერტი ნებუორთში (1990)

Roland JX-10 (Super JX) ციფრული/ანალოგური სინთეზატორი,

Hammond B-3 (ორგანი) & Leslie 122, MIDI კონტროლერი Kurzweil, ციფრული სინთეზატორი Kurzweil K2000

The Division Bell ციფრული სინთეზატორი Kurzweil K2000,

Hammond C-3 (ორგანი) გამაძლიერებლით Leslie 122, ელექტრონული ფორტეპიანო Rhodes Suitcase 73/88 სერია I, საკონცერტო ფორტეპიანო Steinway & Sons

The Division Bell (ტურნე)

Pulse (ალბომი და ვიდეო)

Hammond B-3 (ორგანი) და Leslie 122,

ციფრული სინთეზატორები Kurzweil K2000/K2000VP და MIDI კონტროლერი K2000RS Kurzweil, სინთეზატორი EMS VCS3 Synthi AKS

Broken China Kurzweil K2000/ MIDI კონტროლერი Kurzweil,

პორტატული Hammond XB-5 (ორგანი), ელექტრონული ფორტეპიანო Rhodes Suitcase 73/88 სერია I, ციფრული სემპლერი AKAI S1100, E-mu Proteus/2 (ორკესტრის ემულატორი) სემპლების დაკვრის მოდული

წლების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოდელი ტიპი პერიოდი
Farfisa Combo-Compact ორგანი 1964-1968, პინკ ფლოიდის პირველი წლები, ალბომამდე A Saucerful of Secrets
Farfisa Compact Duo ორგანი 1968-1973, ალბომიდან A Saucerful of Secrets - დაახლოებით Any Colour You Like-ის ჩათვლით
M400 Mark II მელოტრონი 1968-1971, A Saucerful of Secrets, Ummagumma და Atom Heart Mother
Yamaha C-7 აკუსტიკური საკონცერტო ფორტეპიანო 1968-1979, პირველი ალბომებიდან 1970-იანების ჩათვლით
Hammond M-102 Spinet ორგანი 1968-1972, ალბომიდან A Saucerful of Secrets - Obscured by Clouds-ამდე
Harmonium სინთეზატორი 1970-1982, The Madcap Laughs, Barrett, Meddle და Obscured by Clouds
Steinway & Sons Baby კლასიკური საკონცერტო ფორტეპიანო 1971-დან, Pink Floyd Live at Pompeii, The Dark Side of the Moon და შემდგომ ალბომებზე
EMS VCS3 Putney სინთეზატორი 1971, Meddle
Fender Rhodes Stage 73/88 Mark I ელექტრონული ფორტეპიანო 1972-1973, Obscured by Clouds, The Dark Side of the Moon
Hammond RT-3 ორგანი 1972-1973, Any Colour You Like-ის ჩაწერისას
ARP Solina სინთეზატორი 1972-1977, სიმებიანი ანსამბლის იმიტაციით, Obscured by Clouds, Wish You Were Here, Animals
Wurlitzer EP-200 ელექტრონული ფორტეპიანო 1973-1975, The Dark Side of the Moon და Wish You Were Here
Minimoog სინთეზატორი 1973-1977, The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals
EMS Synthi Hi-Fli გიტარის სინთეზატორი 1973-1977, ტურნე The Dark Side of the Moon და ალბომი Wish You Were Here
Hammond B-3/C-3 ორგანი 1973-1994, ალბომიდან Wish You Were Here - The Division Bell-ამდე
EMS VCS3 Synthi AKS სინთეზატორი 1973-1994, The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და Pulse
Hohner D6 კლავინეტი 1975-1978, Wish You Were Here, Animals და Wet Dream
Korg VC-10 სინთეზატორი 1976-1977, Animals
Rhodes Suitcase 73/88, პირველი სერია ელექტრონული ფორტეპიანო 1976-, Animals, The Wall და სხვები
Oberheim Four-Voice სინთეზატორი 1978, Wet Dream
SCI Prophet V სინთეზატორი 1979-1981, The Wall და მისი ტურნე
ARP Quadra/Odyssey, მესამე სერია სინთეზატორი 1980-1981, The Wall (ტურნე)
Yamaha CP-70 ელექტრონული საკონცერტო ფორტეპიანო 1980-1981, The Wall (ტურნე)
Fairlight CMI, სერია 2 სინთეზატორი/სემპლერი 1984, Identity (Zee)
Roland VP-330 Plus სინთეზატორი 1986-1987, A Momentary Lapse of Reason
Roland Super JX (JX-10) სინთეზატორი 1986-1989, A Momentary Lapse of Reason და მისი ტურნე
Kurzweil K250 სინთეზატორი/სემპლერი 1986-1990, A Momentary Lapse of Reason, Knebworth '90
Kurzweil MIDIBoard MIDI კონტროლერი 1987 წლიდან, A Momentary Lapse of Reason ტურნე The Division Bell, Broken China
Kurzweil K2000 Digital სინთეზატორი/სემპლერი 1993-, The Division Bell, Broken China
Kurzweil K2000VP Digital სინთეზატორი/სემპლერი 1994, ტურნე The Division Bell
AKAI S1100 ციფრული სემპლერი 1996 წლიდან, Broken China
E-mu Proteus/2 (ორკესტრული) სემპლების დაკვრის მოდული 1996 წლიდან, Broken China
Hammond XB-5 პორტატული ციფრული ორმაგი ორგანი 1996 წლიდან, Broken China

სახლის სტუდიის ტექნიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოდელი ტიპი
Kurzweil K2000 / MIDI კონტროლერი Kurzweil ციფრული სინთეზატორი
Hammond XB-5 ორმაგი ციფრული პორტატული ორგანი
Rhodes Suitcase 73/88 სერია I ელექტრონული ფორტეპიანო
AKAI S1100 ციფრული სემპლერი
E-mu Proteus/2 (ორკესტრული) მოდული, სემპლების საკრავი
Alesis D4 დრამ-მანქანა
Mackie 24+8 მრავალარხიანი მიმღები
Apple Mac Performa 475/Steinberg Cubase კომპიუტერი და პროგრამა-სეკვენსერი
Otari Radar მყარ დისკზე 24 არხიანი ჩამწერი
Tascam DA-30 DAT ფორმატის ჩამწერი
Yamaha SPX990 20 ბიტიანი მულტიეფექტის პროცესორი
Lexicon LXP-5 მულტიეფექტების გენერატორი
MXR (M-113)/(M-129) ციფრული შეყოვნების ეფექტი და ტონალობის შემცვლელი
Yamaha REV7 ციფრული ექოს ეფექტი
Studer Ampli VSP დიაპაზონის შემცვლელი
Drawmer DL241 ორ არხიანი ავტო-კომპრესორი
Urei 1176 მონო კომპრესორი/შემზღუდველი
Neumann U87 მიკროფონი
ATC SCM-16 აკუსტიკური სისტემა

პინკ ფლოიდის სიმღერები რიჩარდ რაიტის წამყვანი ვოკალით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პინკ ფლოიდთან ერთად ჩაწერილი ალბომების შესახებ წაიკითხეთ სტატია პინკ ფლოიდის დისკოგრაფია.

სოლო ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტი Zee[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დევიდ გილმორთან ერთად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიდ ბარეტთან ერთად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Povey 2007, გვ. 14.
  2. მეისონი 2004, გვ. 17.
  3. Selva, Meera. “Pink Floyd member Richard Wright dies age 65“, Associated Press, 15 September 2008. წაკითხვის თარიღი: 2008-09-15. 
  4. Floyd founder Wright dies at 65“, BBC News Website, BBC, 2008-09-15. წაკითხვის თარიღი: 2008-09-15. 
  5. Obituary: Richard Wright - The Guardian, 16/09/2008.
  6. Leach, Ben. “Pink Floyd star leaves nothing in will to his three wives“, The Daily Telegraph, 30 September 2009. წაკითხვის თარიღი: 22 May 2010. 
Musical notes.svg მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.