შინაარსზე გადასვლა

When the Tigers Broke Free

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„When the Tigers Broke Free“
სინგლიპინკ ფლოიდი
B-მხარე „Bring the Boys Back Home“ (ფილმის ვერსია)
გამოსვლის თარიღი 26 ივლისი, 1982
ჩაიწერა ივლისი-დეკემბერი, 1982
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 3:17
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი)
Capitol Records (აშშ)
პროდიუსერი როჯერ უოტერსი, ჯეიმზ გათრი და მაიკლ კემენი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„Comfortably Numb“
(1980)
When the Tigers Broke Free
(1982)
„Not Now John“
(1983)
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია

When the Tigers Broke Free“ (ქართ. როდესაც ვეფხვები გაიქცნენ) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1982 წლის სიმღერა და სინგლი. მასში მოთხრობილია როჯერ უოტერსის[1][2] მამის, ერიკ ფლეტჩერ უოტერსის დაღუპვა მეორე მსოფლიო ომში[3]. სიმღერა ჩაიწერა იმავე პერიოდში, რომელშიც ალბომი The Wall, მაგრამ შეტანილი იქნა მხოლოდ ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ და გამოიცა მხოლოდ სინგლის სახით. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით იგი შეტანილი იქნა რამდენიმე კომპილაციაში და ალბომის The Final Cut 2004 წლის გამოცემაშიც.

ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ სიმღერა დაყოფილია ორ ნაწილად. პირველ ნაწილში საუბარია იმაზე, თუ როგორ მზადდებოდა ანციოს ხიდის აღების ოპერაცია. მეორე ნაწილში პინკი, ჯერ კიდევ მოზარდი ბიჭუნა, მამის სამხედრო ფორმას იზომავს, ხოლო ტექსტი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ აღმოაჩინა მან ინგლისის მეფის წერილი დედის სახელზე, სადაც იგი მწუხარებას გამოთქვამს მისი მეუღლის დაღუპვასთან დაკავშირებით. სიმღერის უკანასკნელ სტრიქონში უოტერსი ღიად განაცხადებს, რომ სწორედ ასე წაართვა მას მამა უმაღლესმა მთავარსარდლობამ. ამით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ პერსონაჟ პინკის პიროვნებამ ნგრევა დაიწყო ჯერ კიდევ იმ მომენტიდან, როდესაც მას მამა დაეღუპა.

სიმღერა ჯგუფის კონცერტებზე არასოდეს შესრულებულა. როჯერ უოტერსმა იგი ცოცხლად პირველად დაუკრა 2015 წელს, Music Heals-ის საქველმოქმედო საღამოზე.

ოფიციალური სინგლის გარეკანზე სიმღერის სახელწოდება გამოტანილი არ არის - წარმოდგენილია მხოლოდ „Pink Floyd - The Wall - Music From The Film“ (ვინაიდან თავდაპირველად დაგეგმილი იყო ფილმის საუნდტრეკის გამოცემაც). B-მხარე „Bring the Boys Back Home“ წარმოდგენილია ოდნავ განსხვავებული, ვრცელი სახით, რასაც ემატება ორკესტრისა და გუნდის არანჟირება. გარეკანის შიდა ნაწილში გამოყენებულია კადრები ფილმიდან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. ბლეიკი, მარკ (2008). Comfortably Numb: The Inside Story of Pink Floyd. კემბრიჯი, მასაჩუსეტსი: Da Capo Press, გვ. 13–14, 291. ISBN 978-0-306-81752-6.