პინკ ფლოიდის 1968 წლის ტურნე
პინკ ფლოიდის 1978 წლის ტურნე | ||||
---|---|---|---|---|
ტურნე, გამართული პინკ ფლოიდის მიერ | ||||
ჩატარების ადგილები | ევროპა, ჩრდილოეთი ამერიკა | |||
დაწყების თარიღი | 17 თებერვალი 1968 | |||
დასრულების თარიღი | 28 დეკემბერი 1968 | |||
კონცერტების რაოდენობა | 88 | |||
პინკ ფლოიდის კონცერტების ქრონოლოგია | ||||
|
ჯგუფ პინკ ფლოიდის 1968 წლის ტურნე გაიმართა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, 1968 წლის 17 თებერვლიდან 28 დეკემბრამდე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტურნე დაიწყო სირთულეებით, ვინაიდან სიდ ბარეტი ჯგუფიდან 1968 წლის აპრილში წავიდა.[1] იანვარში იგი პინკ ფლოიდთან ერთად უკრავდა, ხუთკაციან შემადგენლობაში, რომელშიც უკვე შედიოდა დევიდ გილმორი.[2]
ტურნე 17 თებერვალს, ნიდერლანდში გაიხსნა და 28 დეკემბერს დასრულდა - კვლავ ნიდერლანდში. წინა, 1967 წლის კონცერტების სერიისგან განსხვავებით, ჯგუფის გრაფიკი ნაკლებად დატვირთული იყო და დღეში ორი კონცერტი არ იმართებოდა.
ბარეტის წასვლის შემდეგ სეტლისტებს მოაკლდა სიდის პერიოდში დაკრული კომპოზიციები, თუმცა 1971 წლამდე პროგრამაში რჩებოდა "Interstellar Overdrive" და "Astronomy Domine". უკანასკნელი ხანგრძლივობაში გაიზარდა და დაემატა განმეორებადი სტროფები.[3] "Set the Controls for the Heart of the Sun" 1967 წლის ბოლოს უკვე სრულდებოდა ბარეტთან ერთად, მაგრამ მას დაემატა მეტი გიტარა და პარტიები ორგანზე. იგი 1972 წლამდე ჯგუფის თითქმის ყველა კონცერტზე სრულდებოდა. [4] 1968 წელს კონცერტებს აგრეთვე დაემატა გონგი, რომელსაც მუსიკოსები (ძირითადად უოტერსი) იყენებდნენ.
"Careful with That Axe, Eugene", წარდგენილი 1968 წლის დასაწყისში სახელწოდებებით "Murderistic Women"[5] და "Keep Smiling People",[6] 1973 წლამდე ჯგუფის კონცერტების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა. იგი იცვლებოდა დროთა განმავლობაში. 1968 წლის ბოლოს მას დაემატა უოტერსის ვოკალი და კივილები.
პროგრამას აგრეთვე დაემატა "The Massed Gadgets of Hercules", "A Saucerful of Secrets"-ის ადრეული ვერსია. ისევე, როგორც "Careful with That Axe, Eugene", იგი 6 წუთიანი ნომრიდან კონცერტებზე 11 წუთიან იმპროვიზაციად იქცა. სექციაში "Celestial Voices" ვოკალურ ნაწილს გილმორი ასრულებდა.
სეტლისტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტიპურ სეტლისტში შედიოდა:
- "Astronomy Domine"
- "Interstellar Overdrive"
- "Set the Controls for the Heart of the Sun"
- "Pow R. Toc H."
- "Let There Be More Light"
- "The Massed Gadgets of Hercules" (პირველად შესრულდა 1968 წლის 23 მაისს, მოგვიანებით ეწოდა "A Saucerful of Secrets")
- "Flaming"
- "Keep Smiling People" ("Careful with That Axe, Eugene"-ის პროტოტიპული ვერსია)
- სხვა სიმღერები
- "Remember a Day" (დაუკრეს მხოლოდ 1968 წლის 6 მაისს)
- "It Would Be So Nice" (დაუკრეს მხოლოდ 1968 წლის 11 მაისს)
- "Matilda Mother" (დაუკრეს მხოლოდ 1968 წლის 26 ივლისს)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Schaffner, Nicholas (2005). „Prologue – Wish You Were Here“, Saucerful of Secrets: The Pink Floyd Odyssey, New, London: Helter Skelter, გვ. 15. ISBN 1-905139-09-8.
- ↑ Manning, Toby (2006). „The Underground“, The Rough Guide to Pink Floyd, 1st, London: Rough Guides, გვ. 45. ISBN 1-84353-575-0.
- ↑ Manning, Toby (2006). „The Albums“, The Rough Guide to Pink Floyd, 1st, London: Rough Guides, გვ. 160. ISBN 1-84353-575-0. ციტირების თარიღი: 16 September 2012.
- ↑ Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus,. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ Hodges, Nick and Priston, Ian (1999), Embryo: A Pink Floyd Chronology 1966–1971. Cherry Red Books, p. 126.
- ↑ RoIO CD: Keep Smiling People. Pf-roio.de. ციტირების თარიღი: 16 September 2012.
|