Any Colour You Like

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Any Colour You Like“
სინგლი  - პინკ ფლოიდი
ალბომიდან The Dark Side of the Moon
A-მხარე Money
გამოსვლის თარიღი 23 მარტი 1973
ჩაიწერა ივნისი 1972 - იანვარი 1973, ები-როუდის სტუდიები, ლონდონი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, პროგრესული როკი, ინსტრუმენტული როკი, ჯემ როკი
ხანგრძლივობა 3:25
ლეიბლი Harvest, EMI (ბრიტანეთი)
Harvest, Capitol (აშშ)
სიმღერის ავტორი დევიდ გილმორი
რიჩარდ რაიტი
ნიკ მეისონი
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
პინკ ფლოიდი - სინგლების ქრონოლოგია
„Free Four“
(1972)
Money
(1973)
„Us and Them“/„Time“
(1973)
The Dark Side of the Moon სიმღერების სია

Any Colour You Like“ — ინსტრუმენტული კომპოზიცია ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომიდან The Dark Side of the Moon.[1][2] მისი ავტორები არიან დევიდ გილმორი, ნიკ მეისონი და რიჩარდ რაიტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპოზიცია სრულდება ტექსტის გარეშე და აგებულია სინთეზატორისა და გიტარის ჟღერადობაზე. მას ასევე ახლავს მცირეოდენი ვოკალური იმპროვიზაცია, რომელიც უფრო გამოკვეთილად ჟღერდა კონცერტებზე და საკმაოდ შეუმჩნეველია სტუდიურ ვერსიაში.

ეს ერთადერთი კომპოზიციაა ალბომზე The Dark Side Of The Moon, რომელიც სამეულმა დაწერა როჯერ უოტერსის გარეშე. სახელწოდება აღებულია Ford-ის Т კლასის მოდელის რეკლამიდან, სადაც მყიდველს სთავაზობდნენ ნებისმიერი ფერის მანქანას (any colour you like), „თუკი ეს ფერი - შავია“. სათაურის წარმოშობის მეორე მიზეზად ითვლება ჯგუფის როუდ-მენეჯერი კრის ადამსი, რომელიც ამ ფრაზის წარმოთქმისას გულისხმობდა, რომ ჯგუფისთვის ნებისმიერ თხოვნას შეასრულებდა.

კომპოზიცია ჩაიწერა სინთეზატორ VCS 3-ის განმეორებადი აკორდების აჟღერებით. სოლო სინთეზატორზე აღმავალი და დამავალი ხასიათის არის. გიტარაზე ჰარმონიის შესაქმნელად დევიდ გილმორმა გამოიყენა ორი გიტარა Univibe ეფექტით. „Any Colour You Like“ ასევე ცნობილია, როგორც „Breathe (Second Reprise)“, ვინაიდან მასში გამოყენებულია იგივე რითმი, რაც სიმღერაში „Breathe“. მასში ასევე ჟღერს აკორდების იგივე თანმიმდევრობა, რაც Breathe-ში, თუმცა იგი ოდნავ განსხვავებულ ტონალობაში სრულდება.

ნომრის ალტერნატიული სტუდიური ვერსია შეტანილია ალბომის The Dark Side of the Moon 2011 წლის, Experience და Immersion გამოცემებში.

უცნობი მიზეზით, კომპოზიციას არ განიხილავენ დოკუმენტურ ფილმში Classic Albums: The Dark Side of the Moon.

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონცერტო შესრულებისას თავდაპირველ ვერსიებს აკლდა სოლო კლავიშებიან საკრავებზე. დევიდ გილმორი გიტარის სოლოს აყოლებდა სკეტ-ვოკალს. მიკროფონი Leslie-ს სპიკერს უერთდებოდა. ქალების ბეკ-ვოკალი ამ ნომერს ხოლმე ემატებოდა.

1975 წელს შესრულება უფრო ხანგრძლივი იყო, ხოლმე - ათწუთიანიც. 1994 წელს იგი ბოლომდე შეიცვალა - კლავიშებიანი საკრავების ჟღერადობა წინა პლანზე წამოიწია. 2006-2008 წლებში უოტერსის ტურნეში The Dark Side Of The Moon Live მას ვოკალურ იმპროვიზაციას აყოლებდა დეივ კილმინსტერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.