Inside Out: A Personal History of Pink Floyd

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Inside Out: A Personal History of Pink Floyd
'
InsideOutmason.jpg
წიგნის ყდა
ავტორი ნიკ მეისონი
ილუსტრატორი დევიდ ელდრიჯი, სტორმ თორგერსონი
ქვეყანა ინგლისი
ენა ინგლისური
თემა როკ-მუსიკა, ავტომანქანები, შოუ-ბიზნესი
ჟანრი ავტობიოგრაფია
გამოცემის თარიღი 7 ოქტომბერი 2004
ISBN 0753819066

Inside Out: A Personal History of Pink Floydნიკ მეისონის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელში მოთხრობილია მის მოღვაწეობაზე ჯგუფ პინკ ფლოიდში და მისი სპორტული ავტომანქანებით გატაცებაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ჯგუფის რომელიმე წევრმა აღწერა ჯგუფის ისტორია დაარსების დღიდან, რადგანაც ნიკ მეისონი ჯგუფის ერთადერთი წევრია, რომელმაც მის ყველა კონცერტზე დაუკრა.

წიგნი გამოცემულია რამდენიმე სახით - რბილი და მყარი ყდით; ჯიბის წიგნის ზომის გამოცემა და აუდიოწიგნი, რომელიც ჩაიწერა 2005 წელს და შეიცავს სამ აუდიო დისკს. ამ გამოცემაში ავტორი თავად კითხულობს საკუთარი წიგნის თავებს. აღსანიშნავია, რომ აქ დამატებულია რამდენიმე სტრიქონი Live 8-ის კონცერტზეც, სადაც ჯგუფმა როჯერ უოტერსთან ერთად დაუკრა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]