ხოჯალი
Jump to navigation
Jump to search
ხოჯალი | |
---|---|
კოორდინატები: 42°59′11″ ჩ. გ. 41°51′55″ ა. გ. / 42.9866194° ჩ. გ. 41.865361° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 3308 მ |
ქედი | კოდორის ქედი |
ხოჯალი — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კოდორის ქედზე, მდინარე ღალიძგის მარჯვენა შენაკადის — ხოჯალის სათავეში. სიმაღლე 3308 მ. აგებულია ბაიოსური პორფირიტული წყებით. აქვს მახვილი მწვერვალი და ციცაბი კალთები, რომელზეც შემორჩენილია მყინვარული ფორმები. ხოჯალზე მცირე ზომის მყინვარებია. მთა შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოს ბალახეულით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 506, თბ., 1987 წელი.