ფარავანი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
მ r2.7.2) (ბოტის დამატება: xmf:ფარავანი (ტობა) |
||
ხაზი 64: | ხაზი 64: | ||
[[ru:Паравани]] |
[[ru:Паравани]] |
||
[[sv:Paravani]] |
[[sv:Paravani]] |
||
[[xmf:ფარავანი (ტობა)]] |
08:05, 14 დეკემბერი 2011-ის ვერსია
ფარავნის ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 41°27′ ჩ. გ. 43°48′ ა. გ. / 41.450° ჩ. გ. 43.800° ა. გ. | |
მდებარეობა | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2073 მ |
ფართობი | 37,5 კმ² |
მოცულობა | 91 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 2,2 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 3,3 მ |
აუზის ფართობი | 234 კმ² |
გამომდინარე მდინარე | ფარავანი |
ფარავანი — ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). გაწოლილია აბულ-სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, ზ. დ. 2073 მ სიმაღლეზე. ფარავნის ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², ჩამდინარე წყლების არეთი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ, საშუალო 2,2, მ. წყლის მოცულობა 91 მილიონი კუბური მეტრი. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით.
ერთვის მცირე მდინარეები : შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადი. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე ფარავანი, რომელიც მტკვარს უერთდება მარჯვენა მხრიდან. ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის. წყალი მტკნარია (80 მგ/ლ). მდიდარია თევზით (ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალა და სხვ.).
ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, როდიონოვკა და ასფარა.
გალერეა
-
ფარავნის ტბის აღმოსავლეთ სანაპირო
-
ფარავნის ტბა. ხედი შაორის მთიდან
-
ფარავნის ტბა. ხედი შაორის მთიდან
ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 221.