სამსრის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აბულ-სამსარის ქედი)
Jump to navigation Jump to search
სამსრის ქედი
სამსრის ქედის უმაღლესი წერტილი — დიდი აბული
სამსრის ქედის უმაღლესი წერტილი — დიდი აბული
კოორდინატები: 41°31′30″ ჩ. გ. 43°41′00″ ა. გ. / 41.52500° ჩ. გ. 43.68333° ა. გ. / 41.52500; 43.68333
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
წალკის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი დიდი აბული
სიმაღლე 3301 
სიგრძე 40 კმ
სამსრის ქედი — საქართველო
სამსრის ქედი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

სამსრის ქედი ან აბულ-სამსრის ქედი — მერიდიანული ქედი სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტებში. სამსრის ქედი ახალქალაქის პლატოს გამოყოფს წალკის ქვაბულისა და ფარავნის ტბის ტაფობისაგან. ჩრდილოეთით შემოსაზღვრულია მდინარე ქციის, ხოლო სამხრეთით მდინარე ფარავნის ხეობით. სიგრძე 40 კმ. აგებულია ნეოგენური და მეოთხეული ანდეზიტის, ანდეზიტ-დიციტის, ბაზალტისა და დოლერიტის ლავებით, ტუფბრექჩიებითა და ტუფებით. საკმაოდ მაღალი და ციცაბფერდობებიანი ქედის მობრტყელებულ თხემზე გამწკრივებულია ქვიან-კლდოვანი ვულკანური მთები: თავკვეთილი (2583 მ), შავნაბადა (2929 მ), სამსარი (3285 მ) ვრცელი, ლოდებით მოფენილი კალდერით. სამხრეთით აღმართულია სამსრის ქედისა და ჯავახეთის ზეგნის უმაღლესი მთა დიდი აბული (3301 მ) და კიდევ უფრო სამხრეთით — პატარა აბული (2800 მ).

მთების ფერდობები და ძირი მოფენილია კარკალით — ე. წ. ქვის ზღვებით. სამსრის ქედზე შემორჩენილია ძველი გამყინვარების ნიშნები : ცირკები, კარები და ტროგები. შემოსილია სუბალპური და ალური მდელოებით. სამსრის, დიდი აბულისა და ზოგი სხვა ვულკანური კონუსის ჩრდილოეთ ფერდობზე გვხვდება დეკიანებიც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]