საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი (ფრანგ. département d’outre-mer, შემოკლებით DOM) — საფრანგეთის დეპარტამენტი, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის მეტროპოლიიდან დაშორებით. ზღვისიქითა დეპარტამენტებს აქვთ იგივე პოლიტიკური სტატუსი, რაც მეტროპოლიის დეპარტამენტებს.

1946 წელს მეოთხე რესპუბლიკის მიერ მიღებული კონსტიტუციის თანახმად, საფრანგეთის კოლონიები გვადელუპა და მარტინიკა კარიბის ზღვაში, საფრანგეთის გვიანა სამხრეთ ამერიკაში და რეიუნიონი ინდოეთის ოკეანეში განისაზღვრა, როგორც ზღვისიქითა დეპარტამენტები. მას 2011 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგად ასევე დაემატა მაიოტა ინდოეთის ოკეანეში. არის რა საფრანგეთის და ევროპის კავშირის განუყოფელი ნაწილი, ზღვისიქითა დეპარტამენტები წარმოდგენილნი არიან საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში, საფრანგეთის სენატში, საფრანგეთის სოციალურ და ეკონომიკურ საბჭოში, ევროპის პარლამენტში ირჩევენ წევრებს და ვალუტის სახით აქვთ ევრო.

1982 წლიდან, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებული დეცენტრალიზაციის პოლიტიკის თანახმად, ზღვისიქითა დეპარტამენტებში ირჩევა რეგიონალური საბჭოები, რომლებსაც აქვთ საფრანგეთის დეპარტამენტების საბჭოების ანალოგიური უფლებამოსილება. 2003 წელს მომხდარი კონსტიტუციის გადახედვის შედეგად ხმარებაში შემოვიდა ტერმინი — «საფრანგეთის ზღვისიქითა რეგიონი», მაგრამ სინამდვილეში კანონმდებლობა არ აძლევს უპირატესობას რომელიმე დასახელებას და ახალი ტერმინი პრაქტიკულად არ გამოიყენება ფრანგულ მასმედიაში.

დროშა გერბი ტერიტორია რეგიონი ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(აღწერა)
დედაქალაქი
1 Unofficial flag of Guadeloupe (local).svg Coat of arms of Guadeloupe.svg გვადელუპა კარიბის ზღვა 1628 404 635
(2011)
ბას-ტერი
2 Drapeau aux serpents de la Martinique.svg Coat of arms of Martinique.svg მარტინიკა კარიბის ზღვა 1128 392 291
(2011)
ფორ-დე-ფრანსი
3 Flag of France.svg Blason Réunion DOM.svg რეიუნიონი ინდოეთის ოკეანე 2512 828 581
(2011)
სენ-დენი
4 Flag of French Guiana.svg Blason de la Guyane.svg საფრანგეთის გვიანა სამხრეთი ამერიკა 91 000 237 549
(2011)
კაიენა
5 Flag of Mayotte (local).svg Coat of Arms of Mayotte.svg მაიოტა ინდოეთის ოკეანე 374 212 645
(2012)
მამუცუ
სულ 96 642 2 075 701