მისაქციელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სოფელი
მისაქციელი
ქართ. მისაქციელი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი მისაქციელი
კოორდინატები 41°56′30″ ჩ. გ. 44°44′15″ ა. გ. / 41.94167° ჩ. გ. 44.73750° ა. გ. / 41.94167; 44.73750
ცენტრის სიმაღლე 600
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2100[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (99,1 %)
სასაათო სარტყელი UTC+4
მისაქციელი — საქართველო
მისაქციელი
მისაქციელი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
მისაქციელი

მისაქციელისოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ახალუბანი, ნატახტარი).[1] მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე. ზღვის დონიდან 600 მეტრი, მცხეთიდან 15 კილომეტრი.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი სოფელს უნდა შერქმეოდა ბუნებრივი მდებარეობის გამო. ძალის-წილკნის გზა ამ ადგილზე უხვევდა, „მიუქცევდა“ არაგვის პირისაკენ, ან ნატახტარ-მცხეთისაკენ (ნ. ბერძენიშვილი).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისაქციელი მოხსენიებულია 1392 წლის ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში. იგი სვეტიცხოვლის კუთვნილება იყო. XVIII და XIX საუკუნეების მიჯნაზე მეტად გაიზარდა დარიალ-არაგვის გზის მნიშვნელობა. მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე გამავალ გზაზე მისაქციელი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად იქცა. ბერი ეგნატაშვილის ცნობით ირანში წასვლის წინ გიორგი სააკაძე და ნუგზარ არაგვის ერისთავი მისაქციელში შეხვდნენ ერთმანეთს. 1788 წელს ერეკლე II-ის ვაჟმა ლევანმა მისაქციელთან სასტიკად დაამარცხა ლეკები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2100 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 2105[2]
2014 2100 Decrease2.svg

მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეურნეობის მთავარი დარგები ყოველთვის იყო მემინდვრეობა, მებაღეობა, მევენახეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები