ნარეკვავი
იერსახე
| ნარეკვავი | |
|---|---|
|
ნარეკვავი სოფ. მჭადიჯვარში | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
| სათავე |
ალევის ქედი 42°08′20″ ჩ. გ. 44°33′42″ ა. გ. / 42.138944° ჩ. გ. 44.561889° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 1360 მ |
| შესართავი |
არაგვი 41°52′31″ ჩ. გ. 44°43′33″ ა. გ. / 41.875389° ჩ. გ. 44.725889° ა. გ. |
| სიგრძე | 47 კმ |
| აუზის ფართობი | 277 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 1,86 მ³/წმ |
|
| |
ნარეკვავი — მდინარე მცხეთა-მთიანეთის მხარეში. დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ალევის ქედის სამხრეთ ბოლოზე, ზღვის დონიდან 1360 მ-ზე, ერთვის მდინარე არაგვს მარჯვნიდან. სიგრძე 47 კმ, აუზის ფართობი 277 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — წლის დანარჩენ დროს, წყალმოვარდნა — შემოდგომაზე.
საშუალო წლიური ხარჯი 1,86 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 318-319.