მუხრანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
მუხრანი
Inside of mukhrani fortress.JPG
მუხრანის ციხის შიდა ეზო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°55′43″ ჩ. გ. 44°33′20″ ა. გ. / 41.92861° ჩ. გ. 44.55556° ა. გ. / 41.92861; 44.55556
ცენტრის სიმაღლე 550
მოსახლეობა 6197[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 94%[2]
მუხრანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
მუხრანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
მუხრანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუხრანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)

მუხრანი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში, მუხრანის თემში.[1] მდებარეობს მუხრანის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე. ქალაქ მცხეთიდან დაშორებულია 23 კილომეტრით.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 6197 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 6 239[2]
2014 6 197 Decrease2.svg

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუხრანი ქართლის ერთ-ერთი ძველი სოფელია. XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე შიოსუბანი ერქვა. მუხრანის სათავადოს დაარსების შემდეგ აქ გაიშალა მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, ამრავლებდნენ ხელნაწერებს, მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები — ბაგრატ მუხრანბატონი (XVI საუკუნე), კონსტანტინე მუხრანბატონის მეუღლე ბარბარე (XVIII საუკუნე), გრიგოლ ბაგრატიონ-მუხრანელი (XVIII-XIX საუკუნეები) და სხვ. სოფელში დგას მუხრანბატონის ციხე-გალავანი, რომელიც მამუკა მუხრანბატონს აუგია 1733 წელს, ხოლო 1756 წელს მის ნანგრევებზე სახლთუხუცეს კონსტანტინე მუხრანბატონს აუშენებია ახალი ციხე.

ციხის ციტადელს ორი მხრიდან დიდი ეზოები აკრავს. ერთი მხარე ფეოდალის საცხოვრებლად იყო განკუთვნილი, მეორე — მოსახლეობის შესახიზნად. ციტადელის კუთხეებში დგას ცილინდრული სამ და ოთხსართულიანი კოშკები, რომლებსაც სათოფურები, სალოდეები და საზარბაზნეები აქვს დატანებული. ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში დგას დარბაზული ტიპის კარის ეკლესია, რომლის ფასადები მორთულია აგურის წყობით გამოყვანილი ჯვრებითა და რომბებით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. ციხის გალავანში XIX საუკუნის ორი ეკლესიაა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]