საფრანგეთის კომუნები
|
კომუნა (ფრანგ. Communes) — საფრანგეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული. ფრანგული სიტყვა commune პირველად გაჩნდა XII საუკუნეში.
2008 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საფრანგეთი 36 781 კომუნა იყო. მათგან 36 569 — მეტროპოლიტურ საფრანგეთში, ხოლო 212 — ზღვისგადაღმა საფრანგეთში. ყველა კომუნას ჰყავს მერი და მუნიციპალური საბჭო. საბჭო აირჩევა ექვსი წლით და ის საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს მერს, რომელიც ხელმძღვანელობს საბჭოსა და მუნიციპალურ ადმინისტრაციას. 2015 წლის მონაცემებით საფრანგეთში 34 826 კომუნაა.
კომუნების უფლებამოსილებებში შედის რეგისტრაციები, არჩევნების ადმინისტრირება, სოციალური სამსახური, განათლება, გზები, მიწათსარგებლობა და დაგეგმვა, მართლწესრიგი. ასევე კომუნები ახორციელებენ დეცენტრალიზებულ უფლებამოსილებებს : ურბანული დაგეგმვა, ეკონომიკური განვითარება, საცხოვრისის განვითარება, ჯანდაცვა, კულტურა. კომუნას, ადგილობრივი ინტერესიდან გამომდინარე, შეუძლია ჩაერიოს ზემდგომი ორგანოების უფლებამოსილებებში.
2009 წლიდან არსებობს 2585 ინტერკომუნალური სტრუქტურა, რომლებიც გაერთიანებულად ახორციელებენ რამდენიმე კომუნის ზოგიერთ უფლებამოსილებას.
3 ურბანული კომუნა (პარიზი, მარსელი და ლიონი) დამატებით იყოფა მუნიციპალურ რაიონად. პარიზშია 20, მარსელში 16 და ლიონში 9 მუნიციპალური რიონი. პარიზს, ამავდროულად, აქვს დეპარტამენტის სტატუსი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საფრანგეთის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოების ასოციაცია
- Complete lists of cities and municipalities in France დაარქივებული 2019-07-10 საიტზე Wayback Machine.
|