მაიოტა (კუნძული)
მშობ. სახელი: შიკომორი Maore ფრანგ. Mayotte | |
---|---|
![]() | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 12°49′55″ ს. გ. 45°08′58″ ა. გ. / 12.83194° ს. გ. 45.14944° ა. გ. |
ფართობი | 363,29 კმ² |
საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი | მაიოტა |
დედაქალაქი | მამუცუ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 227 245 ადამიანი (2017) |
სიმჭიდროვე | 625,52 ად. /კმ² |
მაიოტა ან მაორე (შიკომორი Maore, ფრანგ. Mayotte), ასევე გრანდ-ტერი (შიკომორი Maore, ფრანგ. Grande-Terre) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში, კომორის არქიპელაგში. კუნძულის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 363,29 კმ²-ს.
მაიოტა (მაორე) — საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტ მაიოტას სიდიდით ყველაზე დიდი კუნძულია, რომლის მთლიან ტერიტორიაზეც დამოუკიდებლობის მიღებისთანავე პრეტენზიას აცხადებს კომორის კუნძულების კავშირი.
კუნძულის მოსახლეობა შეადგენს 227 245 ადამიანს — ეს დაახლოებით 88,6 %-ია მთელი ზღვისიქითა დეპარტამენტ მაიოტას 256 518 ადამიანისა 2017 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად.
ეთნიკური შემადგენლობა — როგორც მაიოტას მთლიან ზღვისიქითა დეპარტამენტში — ძირითადად წარმოდგენილია ანტალოატრას ხალხით (არაბების შთამომავლები, შერეული მალაგასიელებთან და ბანტუს ენოვან აფრიკელ-შავკანიანებთან), კერძოდ მაორეებით, რომლებიც ლაპარაკობენ შიკომორის ენის მაორეულ დიალექტზე.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა კომორის კუნძულების კავშირის უფლებები კუნძულ მაიოტაზე (მაორე).
მასში შედის მაიოტას 17 კომუნიდან 15 კომუნა.
ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადმინისტრაციულად მაიოტა იყოფა 15 კომუნად:
№ რუკაზე | კომუნა (ქართ.) |
კომუნა (ფრანგ.) |
კოდი INSEE |
საფოსტო ინდექსი |
მოსახლეობა, ად. (2017 წელი)[1] |
ფართობი, კმ² |
---|---|---|---|---|---|---|
3 | მამუცუ | Mamoudzou Momoju |
97611 | 97600 | 71 437 | 41,94 |
4 | დემბენი | Dembéni | 97607 | 97660 | 15 848 | 38,80 |
5 | ბანდელე | Bandrélé | 97603 | 97620 | 10 282 | 36,46 |
6 | კანი-კელი | Kani-Kéli | 97609 | 97625 | 5507 | 20,51 |
7 | ბვენი | Bouéni | 97604 | 97620 | 6189 | 14,06 |
8 | შირონგი | Chirongui | 97606 | 97620 | 8920 | 28,31 |
9 | სადა | Sada | 97616 | 97640 | 11 156 | 11,16 |
10 | ვანგანი | Ouangani | 97614 | 97670 | 10 203 | 19,05 |
11 | შიკონი | Chiconi | 97605 | 97670 | 8295 | 8,29 |
12 | შინგონი | Tsingoni | 97617 | 97680 | 13 934 | 34,76 |
13 | მცანგამუჟი | M'tsangamouji | 97613 | 97650 | 6432 | 21,84 |
14 | აკვა | Acoua | 97601 | 97630 | 5192 | 12,62 |
15 | მზამბორო | Mtsamboro | 97612 | 97630 | 7705 | 13,71 |
16 | ბანდაბოი | Bandraboua | 97602 | 97650 | 13 989 | 32,37 |
17 | კონგო | Koungou | 97610 | 97600 | 32 156 | 28,41 |
სულ | 227 245 | 363,29 |