ლასკადურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლასკადურა
ქვეყანა საქართველო
სათავე სვანეთის ქედის სამხრეთი კალთა
სიგრძე 20 კმ
აუზის ფართობი 118 კმ²

ლასკადურა, მდინარე ლენტეხის რაიონში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვსსვანეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, 2425 მ სიმაღლეზე. სიგრძე 20 კმ, აუზის ფართობი 118 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 4,9 მ3/წმ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აფხაზავა ი., ქსე, ტ. 6, გვ. 133, თბ., 1983