თუშეთის ალაზანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თუშეთის ალაზანი
ქვეყანა საქართველო
სათავე აწუნთის ქედი
სიგრძე 59 კმ
აუზის ფართობი 825 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} თუშეთის ალაზანი ვიკისაწყობში

თუშეთის ალაზანიმდინარე კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, თუშეთის ქვაბულში, მდინარე ანდის ყოისუს ერთ-ერთი მდგენელი. იწყება აწუნთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. სიგრძე 59 კმ, აუზის ფართობი 825 კმ². საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — შემოდგომა-ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 24 მ3/წმ.

თუშეთის ალაზნის მთავარი შენაკადებია: პირიქითი ალაზანი, წოვათისწყალი (მარცხენა), ორწყალი და ჭანჭახოვანისწყალი (მარჯვენა).

ლიტერატურა