თეოლოგია
ვიკიპედიიდან
თეოლოგია, ან ღვთისმეტყველება (ბერძნ. θεολογία) — მოძღვრება ღმერთის არსისა და ყოფის შესახებ. ღვთისმეტყველება წარმოიქმნება მხოლოდ ისეთი სწავლების ფარგლებში, როგორიცაა თეიზმი. ამიტომ, თეოლოგიაზე საუბრისას, იგულისხმება აბრაამისეული რელიგიები (იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი). ძველი ტრადიციიები, როგორიცაა, მაგალითად, ვედები, აგრეთვე განეკუთვნება თეიზმს.