მარგრეტე II
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მისი სამეფო უმაღლესობა მარგარიტა II (ნათლობის სახელით მარგრეტე ალექსანდრინე ტორჰილდურ ინგრიდი, დან Margrethe Alexandrine Þórhildur Ingrid, დ. 1940 წლის 16 აპრილს) — დედოფალი დანიისა 1972 წლის 14 იანვრიდან და დანიის სახელმწიფოს მეთაური.
დედოფალი მარგარიტა II ამალიენბორგის სასახლეში დაიბადა. მისი მშობლები - დანიის მეფე ფრედერიკ IX და დედოფალი ინგრიდი, დაბადებით შვედეთის პრინცესა.
დედოფალი ერთ-ერთ თავის სახელში ისლანდიურ ასო Þ- ატარებს, რადგან მისი დაბადებისას ისლანდია დანიის შემადგენლობაში შედიოდა.
დედოფალი 1940 წლის 14 მაისს მონათლეს ჰოლმენსის ეკლესიაში (დანიურად Holmens Kirke), კონფირმაცია გაიარა 1955 წლის 1 აპრილს კარის ეკლესია ფრედენსბორგში.