ობსერვატორია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ობსერვატორია (ლათ. observo ვაკვირდები) — ასტრონომიური დაკვირვებების საწარმოებელი სპეციალიზებული სამეცნიერო დაწესებულება.
ობსერვატორიის მთავარი ხელსაწყოები - ტელესკოპები - დამცავ კოშკებშია მოთავსებული. ასეთი დაწესებულებები ტელესკოპის გამოგონებამდეც არსებობდა. ეს იყო მაღალი შენობები, საიდანაც აკვირდებოდნენ მზის, მთვარის, ვარსკვლავების და პლანეტების მოძრაობას და ცის თაღზე მათს გადაადგილებას. ობსერვატორიებს უმეტესად მთაში აგებენ, სადაც ჰაერი უფრო სუფთა, გამჭირვალეა და ხილვადობაც უკეთესია. დღეს ობსერვატორიები მოწყობილია კოსმოსურ ხომალდებზეც.
ჩვ. წ.-მდე დაახლ. 3000 წ. -- გაჩნდა ასტრონომიური დაკვირვებათა პირველი ჩანაწერი ჩინეთში, ეგვიპტეში და ბაბილონში.
ჩვ. წ.-მდე IV ს. - ჩინელმა ასრონომმა ში შენმა შექმნა 800 ვარსკვლავის პირველი კატალოგი [1].
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ ერთგვაროვანი საგნების გარკვეული წესით შედგენილი სია
სტატიის